Georgian Airways ჟურნალი ENG
ავიაცია

ფრენის დროს საკითხავი წიგნები

ფრენის დროს საკითხავი წიგნები

ყოველი ფრენა კარს გვიხსნის თავგადასავლების და ახალი შთაბეჭდილებებისაკენ. მოგზაურობის დაწყების ათვლის წერტილი სწორედ ის დროა, რომელიც თვითმფრინავში ჩასხდომისთანავე იწყება. ჰაერში გატარებული სასიამოვნო წუთები და ემოციები კი მოგზაურობის სიხარულს აორმაგებს. ფრენის დროს ადამიანები სხვადასხვა აქტივობით ირთობენ თავს, მათგან ერთ-ერთი გამორჩეული წიგნების კითხვაა. წიგნი, როგორც საჰაერო მეგზური, მკითხველს მთელი ფრენის განმავლობაში სხვადასხვა სამყაროში, სცენარში ამოგზაურებს და გზიდანვე მონაწილეობს მოგზაურობისთვის შესაბამისი განწყობის შექმნაში.

მნიშვნელოვანია, რომ წიგნი, რომელიც მოგზაურობამდე მიგაცილებთ, თქვენთვის საინტერესო, თემატური და სწორად შერჩეული იყოს. თუ იმ ქალაქის კარგად გაცნობა გსურთ, სადაც მიემგზავრებით, გირჩევთ ისეთი წიგნი შეარჩიოთ, მოქმედება სწორედ ამ ქალაქში ვითარდებოდეს. წიგნი შესაძლებლობას მოგცემთ გაეცნოთ ქუჩებს, საინტერესო ადგილებს და ტრადიციული კერძების, სასმელებისა თუ ადგილობრივი წეს-ჩვეულებების შესახებ ინფორმაციაც მიიღოთ.

წიგნები, რომლებიც ქვეყნების, ტრადიციების, ადამიანების, გრძნობების, ემოციების შესახებ ამბებს ჰყვებიან, საუკეთესო მეგზურობას გაგიწევენ ფრენის დროს. ჩვენ რამდენიმე მათგანს გირჩევთ და გაგაცნობთ.

„ფლობერის თუთიყუში“ — ეს წიგნი გუსტავ ფლობერის უჩვეულო ფორმის ბიოგრაფიად შეიძლება ჩაითვალოს, ან ერთი ახირებული კაცის მსჯელობად მწერლობაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ჯულიან ბარნსი მგზავრობის დროს თქვენი საუკეთესო განწყობის შექმნაზე აუცილებლად იზრუნებს.

მილან კუნდერას რომანი „გამოსათხოვარი ვალსი“ „გამოსათხოვარი ვალსი“ პირველად 1972 წელს გამოიცა. წიგნში აღწერილია რვა ადამიანს შორის ურთიერთობა. ისტორიებითა და პერსონაჟებით სავსე წიგნი, პირველივე ფურცლის გადაშლისთანავე ახალ სამყაროში გადასასვლელ კარს გაგიხსნით.

დათო ტურაშვილის რომანი „სხვა ამსტერდამი“ „სხვა ამსტერდამი“ ჰოლანდიური შთაბეჭდილებების ნაკრებია. ქართველი მწერალი მსუბუქი იუმორით აღწერს თანამედროვე ამსტერდამს და მის მაცხოვრებლებს. ნიდერლანდებისკენ მიმავალ გზაზე ამ წიგნის წაკითხვა, საინტერესო შემზადებაა რეალურ თავგადასავლებთან შესახვედრად.

უმბერტო ეკოს „ფუკოს ქანქარა“ „ფუკოს ქანქარა“ მწერლის მეორე რომანია, რომელიც მკითხველს აჯადოებს. წიგნის შინაარსი ერთდროულად საინტერესო, სახალისო და აღმოჩენებით სავსეა. ერთ-ერთი მილანური გამომცემლობის რედაქტორები ოკულტური მეცნიერებებით, საიდუმლო საზოგადოებებითა და მსოფლიო შეთქმულებებით ერთობიან. ამ თამაშთამაშით სახალისო გეგმას მოიფიქრებენ, მაგრამ მეტისმეტი მოსდით. ვიღაც მართლა დაიჯერებს მათ მიერ შეთხზულ ისტორიას და საიდუმლოს ამოსახსნელად დაუნდობელ ბრძოლას დაიწყებს.

ალფრედ დობლინის ნოველა „ბერლინი- „ბერლინიალექსანდერპლაცი“ ალექსანდერპლაცი“ ვაიმარის კულტურის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია. მოქმედება ბერლინში ვითარდება და კარგად აღწერს ქალაქური ცხოვრების დეტალებს, ამჟღავნებს მის კონტრასტულობას. კითხვის დროს მკითხველი მრავლად შეხვდება საგაზეთო რეპორტაჟებს, შემთხვევით პერსონაჟებს, აფიშების გასაკრავ დაფებს, ქუჩის ნიშნებს და ცნობილი სიმღერების ფრაზებს.

კიდევ წაიკითხეთ

„ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან რომისა და ფორლის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
ავიაცია

„ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან რომისა და ფორლის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან იტალიის ქალაქ ფორლის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო. პირველი პირდაპირი რეისი 24 აპრილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდა.