Georgian Airways ჟურნალი ENG
ლაიფსტაილი

გურამ გვასალია / GURAM GVASALIA სტილი, რომელსაც აქვს ხმა

გურამ გვასალია / GURAM GVASALIA სტილი, რომელსაც აქვს ხმა

გურამ გვასალია – თანამედროვე მოდის ერთერთი ყველაზე საინტერესო და არაორდინარული ფიგურაა. ის იმ იშვიათი დიზაინერების რიცხვშია, ვინც ცდილობს მოდა აქციოს სოციალური კომენტარის, პოლიტიკისა და იდენტობის გამოხატვის საშუალებად. მისი ცხოვრება, კარიერა და ხედვა მოდის შესახებ გამოხატავს ღრმა ინტელექტუალურ შინაარსს და მყარ პოზიციას. მოდას უყურებს, როგორც ხელოვნების ფორმას და ცდილობს, სამოსით მოჰყვეს მნიშვნელოვანი ამბები – ომი, იდენტობა, მიგრაცია, თავისუფლება.

გურამ გვასალია დაიბადა საქართველოში, თუმცა თავისი პროფესიული განვითარება ძირითადად დასავლეთ ევროპაში – გერმანიასა და საფრანგეთში მოხდა. თავის ძმასთან, დემნა გვასალიასთან ერთად გაზრდამ, რომელიც ასევე მსოფლიო მოდის წამყვანი ფიგურაა და Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი, უდიდესი გავლენა იქონია მის პროფესიულ არჩევანზე.

გურამი განათლებით ეკონომისტია და სწორედ ბიზნესისა და ანალიტიკური აზროვნების სინთეზით მისცა მან თავის შემოქმედებას ის გამორჩეული სტრატეგიული მიმართულება, რაც Vetements-ისა, და მოგვიანებით, თავისი დამოუკიდებელი ბრენდის, Gvasalia-ს წარმატების საფუძველი გახდა.

გურამი ცნობილი გახდა მოდის ბრენდ Vetements-ის საშუალებით, რომელიც მან დემნასთან ერთად დააფუძნა. ის თავდაპირველად ბრენდის ფინანსური დირექტორი იყო. თუმცა, წლების განმავლობაში მისი როლი დიზაინერულ პროცესშიც თანდათან გაიზარდა. ამ ბრენდმა მოდის ტრადიციული წესები დაარღვია და ახალი ხედვა აჩვენა – ისეთი მოდა, რომელიც ეხება რეალურ ცხოვრებას და ადამიანების პრობლემებს. მას შემდეგ, რაც დემნა გვასალია ბრენდიდან წავიდა, გურამმა სრულად იტვირთა კრეატიული დირექტორის ფუნქცია.

Vetements არის ბრენდი, რომელიც ეწინააღმდეგება ტრადიციული მოდის ინდუსტრიას. ამ მიდგომით ბრენდმა სწრაფად მოიპოვა მსოფლიო ყურადღება, განსაკუთრებით, ახალგაზრდულ და კრიტიკულ

კიდევ წაიკითხეთ

„ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან რომისა და ფორლის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
ავიაცია

„ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან რომისა და ფორლის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან იტალიის ქალაქ ფორლის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო. პირველი პირდაპირი რეისი 24 აპრილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდა.