Airplane mode On

რატომ გვთხოვენ ეკიპაჟის წევრები ფრენის დროს მობილური ტელეფონების გადაყვანას Airplane Mode-ზე? ავიაცია იყენებს ძალიან მგრძნობიარე რადიოსიხშირეებს, რომლებიც აუცილებელია როგორც დისპეტჩერთან კომუნიკაციისთვის, ასევე ნავიგაციისთვის. აქტიური მობილური მოწყობილობების დიდმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს რადიოსიხშირეების შეფერხება.
მიუხედავად იმისა, რომ ერთი მოწყობილობა დიდ პრობლემას ვერ გამოიწვევს, ათობით ტელეფონი, რომლებიც ფრენის სიმაღლიდან ცდილობენ მიწის ანძებთან დაკავშირებას, ქმნის ხმაურიან რადიოგარემოს. ასეთმა ჩარევამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს როგორც ეკიპაჟის მკაფიო კომუნიკაციაზე, ასევე ნავიგაციის სისტემების უსაფრთხო მუშაობაზე.
Airplane Mode გამორიცხავს ამ რისკებს და თქვენი ფრენა უფრო უსაფრთხო და მშვიდი ხდება!



