Georgian Airways ჟურნალი ENG
ღვინო

ქართული ღვინის ისტორია

ქართული ღვინის ისტორია

„თამამად შეიძლება ითქვას, რომ არსად იმდენ და ისეთ ძვირფას ღვინოს არ სვამენ, როგორც საქართველოში” – შარდენი როდესაც ეს სიტყვები ფრანგმა მოგზაურმა ჟან შარდენმა თქვა, მაშინ, ჯერ მსოფლიო საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს არ იცნობდა. სამეცნიერო წრეებმა მხოლოდ არქეოლოგიური გათხრების შემდეგ შეძლეს საქართველოსთვის ღვინის სამშობლო ეწოდებინათ, რადგან ყველაზე ადრეული ნიშნები მევენახეობის და ღვინის წარმოების ქვემო ქართლში, თბილისის სამხრეთით, მარნეულის ველზე აღმოაჩინეს.

გარდა ამისა, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია ენეოლითის დროინდელი მარანი, სადაც ღვინის შესანახად გამოიყენებოდა თიხის ქვევრები.

სწორედ ასეთი ქვევრის ნაწილი აღმოჩნდა, 8 000 წლის წინანდელი და ღვინის ამ უნიკალური ჭურჭლის ხანდაზმულობამ განსაზღვრა ქვეყნის სტატუსიც.

აღმოჩნდა, რომ საქართველოში ღვინოს ყოველთვის ქვევრში აყენებდნენ. ქვევრი კი ის უნიკალური ჭურჭელია, რომელიც თიხისგან მზადდება. მიწაში იდგმება, შიგნით ყურძენი ჩაიწურება, დადუღდება, შემდეგ ჰერმეტულად თიხითვე იხურება და იწყება საკრალური მოლოდინი თუ რას მიიღებს მეღვინე – როგორი გამოვა მისი უდიდებულესობა – ღვინო.

საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ვაზის გაკულტურება მოხდა და საიდანაც გავრცელდა დანარჩენ მსოფლიოში საღვინე ვაზის ჯიშები. როგორც მკვლევრები ამბობენ, წლების წინათ მათი რაოდენობა 1 500-მდე იყო. დღესდღეობით ღვინის სამშობლოში 500-ზე მეტი ჯიშის ადგილობრივი ვაზია შემორჩენილი.

ქართული ღვინის ყველაზე პოპულარული და გავრცელებული საღვინე ჯიშებია: რქაწითელი, საფერავი, მწვანე, ხიხვი, ქისი, ჩინებული, ცოლიკაური, ციცქა, კრახუნა, ალექსანდროული, ოჯალეში, ჩხავერი, ალადასტური, ქინძმარაული, მუკუზანი, ტვიში, მანავი, წინანდალი, ხვანჭკარა და სხვა. სწორედ ასეთი მრავალფეროვანი მასალა აძლევს ქართველ მეღვინეებს იმის შესაძლებლობას, რომ ყველა კუთხეში და თითქმის ყველა ოჯახში, თავისი გარემოსთვის დამახასიათებელი განსხვავებული თვისებების ღვინო დაგაგემოვნებინონ, თავისივე განსაკუთრებული არომატებითა და მახასიათებლებით.

ქართული ღვინოების ნაირსახეობა დაკავშირებულია

თავად საქართველოს მრავალფეროვნებასთან. როგორიც არის თავად ქვეყანა, განსხვავებული კუთხეებით, მათი ბუნებით, რელიეფით, კულტურითა და სამზარეულოთი, ისეთივეა ქართული ღვინო.

თანამედროვე მსოფლიოში ღვინო ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ზოგიერთი ღვინოს ყოველ საღამოს წრუპავს, დაღლილობის მოსახსნელად, ხასიათზე მოსასვლელად. აი, საქართველოში კი ღვინო წმინდაა და ის სხვადასხვა საკრალური რიტუალის ნაწილია. მაგალითად, ქართულ ლხინს თავისი წესები აქვს, რომელსაც ქართველი კაცი ყველაზე პირწმინდად ასრულებს. ქართველი არსად, ყოფა-ცხოვრების არც ერთ სფეროში არ არის ისეთი სერიოზული და მთელი მონდომებით არ იცავს წესრიგს, როგორც სუფრაზე. ღვინო კი ქართველობის ერთ-ერთი ძლიერი საიდენტიფიკაციო ნიშანია, რომელსაც სამეცნიერო კვალიფიკაციაც კი მიენიჭა.

მარტივია ქართული სუფრის სტრუქტურა, მისი ელემენტებია: ღვინო, პური (ზოგადად, საკვების მნიშვნელობით), სადღეგრძელო და სიმღერა. ამ ოთხი ელემენტის ურთიერთმონაცვლეობა და ჰარმონიული შეხამება ქმნის ქართულ სუფრას.

ქართული სუფრა დიფერენცირებულია: არსებობს ლხინის სუფრა და არსებობს ჭირის სუფრა, არსებობს საგანგებო მრავალრიცხოვანი ოფიციალური სუფრა, არსებობს მეგობრული შინაურული სუფრა, არსებობს სპონტანური სუფრა – ყველას კი თავისი ღვინო აქვს.

კიდევ წაიკითხეთ

Light That Brings Georgian Culture into Focus
კულტურა

Light That Brings Georgian Culture into Focus

ATINATI არაკომერციული, საქველმოქმედო ფონდია, რომელიც საქართველოს კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. ფონდი საქმიანობს, როგორც მედიაპლატფორმის ATINATI.COM ასევე კულტურის ცენტრის ATINATI’S მიმართულებით (მის: პ. ინგოროყვას 19ა)

„ჯორჯიან ეარვეისი“
ავიაცია

„ჯორჯიან ეარვეისი“

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“, 1993 წლის 15 სექტემბერს, პროფესიონალმა ავიატორმა თამაზ გაიაშვილმა დააფუძნა. თავდაპირველად ავიაკომპანია „აირზენა – საქართველოს ავიახაზების“ სახელით ოპერირებდა. „ზენა“ ძველქართულად „ზეციერს“ ნიშნავს, აქედან გამომდინარე, შეირჩა ეს დასახელება ავიაკომპანიისთვის. 2004 წელს…

„საქართველოს ავიახაზების“ 30 წლის იუბილე: მიღწევების პერიოდი
ავიაცია

„საქართველოს ავიახაზების“ 30 წლის იუბილე: მიღწევების პერიოდი

ცოტა ხნის წინ, საქართველოს ავიახაზებმა დაარსებიდან 30 წლის იუბილე გრანდიოზული წვეულებით აღნიშნა. წვეულებას ესწრებოდნენ ინდუსტრიის წამყვანი წარმომადგენლები, პატივცემული სტუმრები და თავად კომპანიის მფლობელები. საიუბილეო წვეულება, რომელიც თბილისის ცენტრში გაიმართა, სავსე იყო ნოსტალგიური…