Light That Brings Georgian Culture into Focus

ATINATI არაკომერციული, საქველმოქმედო ფონდია, რომელიც საქართველოს კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. ფონდი საქმიანობს, როგორც მედიაპლატფორმის ATINATI.COM ასევე კულტურის ცენტრის ATINATI’S მიმართულებით (მის: პ. ინგოროყვას 19ა)
საქართველოს ხელოვნებისა და კულტურის გზამკვლევად ქცეული ციფრული ენციკლოპედია ATINATI.COM ორ ენოვანია – ინგლისური და ქართული. სტატიების და ვიდეოების ფორმატით გადმოცემულია ინფორმაცია, რომელიც ქართულ მხატვრობას, არქიტექტურას, მუსიკას, ლიტერატურას, არქეოლოგიას, კინოს, თეატრს, მოდას და ხელოვნების ყველა დარგს აერთიანებს. მნიშვნელოვანია რომ ამ თემებზე დარგის სპეციალისტები მუშაობენ. ATINATI-ს ქონთენთს ქმნიან ხელოვნებათმცოდნეები, ფილოლოგები, ლიტერატორები, არქიტექტორები, თეატრისა და კინოს სფეროს ექსპერტები. (Phd ხარისხის მქონე სპეციალისტები).
ATINATI ქართულად (ათინათი) მზის პირველ სხივს ნიშნავს, რომელიც გარემოს ნათელს ჰფენს. გადატანითი მნიშვნელობით ის „ცოდნისა და ინფორმაციის პირველი სხივია“. ეს მეტაფორული დასახელება ძალიან კარგად და ზუსტად გამოხატავს ATINATI-ს მისიას. საქართველოს ხელოვნებისა და კულტურის გასაცნობად ATINATI-ს ყოველთვიურად 5-მილიონამდე ადამიანი უყურებს სხვადასხვა მედია არხებით.


