Georgian Airways ჟურნალი ENG
კულტურა

კახეთი - საქართველოს გული

კახეთი - საქართველოს გული

კახეთი ის ადგილია, რომლის მოსანახულებლად მიზეზები არ დაილევა. ვისაც ღვინის, ქვევრის და ვაზის ისტორია აინტერესებს აქ უნდა ჩამოვიდეს. ხუროთმოძღვრების გამორჩეული ეკლესია/ მონასტრები აქაა აღმართული. მუზეუმები და გამოფენები მიმდინარე კულტურულ მოვლენებს ასახავს და ყოველ სეზონზე საინტერესო პროცესების მონაწილე შეიძლება გახდე. თანამედროვე სასტუმროები კი luxury ცხოვრების სტილის მოყვარულების გულს ადვილად მოიგებს.

კახეთი აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეგიონია. მრავალსაუკუნოვანი კულტურის მქონე კახეთი მდიდარია სხვადასხვა პერიოდის ძეგლებით. აქ ნახავთ უძველეს ნამოსახლარებს, საინტერესო და გამორჩეულ კულტურულ-საგანმანათლებლო კერებს, შთამბეჭდავ ციხე-სიმაგრეებს და სხვ. ეს მხარე ბიომრავალფეროვნებითაც გამორჩეულია. კახეთში მრავლადაა გრილი, მწვანეში ჩაფლული ჩანჩქერები და მოლივლივე ტბები. ამ მხარეში საქართველოს სხვა რეგიონებისგან სრულიად განსხვავებულ ლანდშაფტსაც შეხვდებით. კახეთს ეგზოტიკურობას მატებს დაზოლილი, აფერადებული უდაბნო და ვაშლოვანის ნაკრძალის ტალახის ვულკანები.

კულტურული ძეგლებია:თუშეთის სოფლები, დავითგარეჯა, კვეტერას ციხე, იყალთოს მონასტერი, ალავერდი, გრემი, ნეკრესის მონასტერი, ნინოწმინდა, ბოდბე, ხორნაბუჯი, უჯარმა, სიღნაღი, გურჯაანის ყველაწმინდა, ახალი და ძველი შუამთა და სხვა მრავალი. თითოეული ეკლესია-მონასტერი ძველი ტრადიციის მატარებელია, დღემდე მოქმედებს მათი სახელობითი დღესასწაულები. ეს კი საუკეთესო ფაქტორია მომლოცველთა (პილიგრიმთათვის) ან უბრალოდ კულტურული ტურიზმით დაინტერესებულთათვის.

კახელებმა თავისი კულტურით შექმნეს წესჩვეულებები, რომლებიც უნიკალურია. მრავალი სახალხო თუ რელიგიური დღესასწაული აღინიშნება, როგორიცაა ალავერდობა, ილიაობა, ერეკლეობა (მეფის საპატივცემულოდ), ფიროსმანობა (გამორჩეული მხატვრის – ნიკო ფიროსმანის საპატივცემულოდ).

კახური ფოლკლორი არა მუსიკალური ადამიანის სულსაც კი ჩაწვდება. ქართული მრავალხმიანობის ხალხური სიმღერების მარგალიტებია: მრავალჟამიერი, წინწყარო, ურმული და სხვა. „ჩაკრულო“ მსოფლიომ გაიცნო როგორც ქართული ფოლკლორის განსაკუთრებული ნიმუში, რომელიც კოსმოსშიც კი გაიგზავნა.

დიდ ყურადღებას იქცევს სამოსი – კახური ჩოხა. ის სხვა ჩოხებთან შედარებით გრძელია, მუხლებზე აკეცილი, მკერდზე ღიობი აქვს ახალუხის გამოსაჩენად. ჩოხის შესაკერად გამოიყენებოდა ქართული, დაღესტნური და ოსური შალები, ძირითადად შავი, წაბლისფერი და ლურჯი. თუშური ჩოხა თავისი ნაქარგით და ფერადი ორნამენტებით გამოირჩევა.

კახეთი თავისი სამზარეულოთი უგემრიელესია, განსაკუთრებით ხორცის მოყვარულებისთვის საუკეთესოა ადგილია. აქ ყველაზე პოპულარულია წალამზე შემწვარი მწვადი, ხაშლამა, ჩაქაფული, ჩიხირთმა და სხვა.

და მაინც, საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს ერთ-ერთ რეგიონში – მხოლოდ კახეთში 200-მდე ღვინის ჯიშია აღწერილი.

და ეს მრავალფეროვნება, სიგემრიელე და ჯანსაღი გარემო საქართველოს დედაქალაქიდან – თბილისიდან სულ რაღაც საათნახევრით არის დაშორებული სამანქანო გზით, ასე რომ, აქ მოხვედრა ყველაზე მოკლე ვიზიტისასაც აუცილებლად დასაგეგმია!

კიდევ წაიკითხეთ

Light That Brings Georgian Culture into Focus
კულტურა

Light That Brings Georgian Culture into Focus

ATINATI არაკომერციული, საქველმოქმედო ფონდია, რომელიც საქართველოს კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. ფონდი საქმიანობს, როგორც მედიაპლატფორმის ATINATI.COM ასევე კულტურის ცენტრის ATINATI’S მიმართულებით (მის: პ. ინგოროყვას 19ა)

„ჯორჯიან ეარვეისი“
ავიაცია

„ჯორჯიან ეარვეისი“

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“, 1993 წლის 15 სექტემბერს, პროფესიონალმა ავიატორმა თამაზ გაიაშვილმა დააფუძნა. თავდაპირველად ავიაკომპანია „აირზენა – საქართველოს ავიახაზების“ სახელით ოპერირებდა. „ზენა“ ძველქართულად „ზეციერს“ ნიშნავს, აქედან გამომდინარე, შეირჩა ეს დასახელება ავიაკომპანიისთვის. 2004 წელს…

„საქართველოს ავიახაზების“ 30 წლის იუბილე: მიღწევების პერიოდი
ავიაცია

„საქართველოს ავიახაზების“ 30 წლის იუბილე: მიღწევების პერიოდი

ცოტა ხნის წინ, საქართველოს ავიახაზებმა დაარსებიდან 30 წლის იუბილე გრანდიოზული წვეულებით აღნიშნა. წვეულებას ესწრებოდნენ ინდუსტრიის წამყვანი წარმომადგენლები, პატივცემული სტუმრები და თავად კომპანიის მფლობელები. საიუბილეო წვეულება, რომელიც თბილისის ცენტრში გაიმართა, სავსე იყო ნოსტალგიური…