New Trend Department Store - Your Shopping Destination in Tbilisi

New Trend Department Store – საქართველოში პირველი 1000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული, განსხვავებული კონცეფციის საშოპინგე სივრცეა, რომელიც თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და ხალხმრავალ, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, 46 ნომერში მდებარეობს. მაღაზია მომხმარებლებს შოპინგის საუკეთესო გამოცდილებას და მსოფლიოში აღიარებული დიზაინერული ბრენდების ქალისა და მამაკაცის უახლეს კოლექციებს სთავაზობს.
New Trend-ის სივრცე მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს მისდიონ როგორც მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში მიმდინარე ტენდენციებს, ასევე სახლის ინტერიერსა და სასაჩუქრედ განკუთვნილი ნივთების მიმართულებებსაც. ცნობილი ბრენდების შთამბეჭდავ ჩამონათვალთან ერთად, როგორებიცაა: MM6 MAISON MARGIELA, MARNI, JUNYA WATANABE, COMME DES GARCONS, PLAY CDG, AMI PARIS, COPERNI, JW ANDERSON, MSGM, SPORTMAX, VIVETTA, ELEVENTY, JACOB COHEN, ZADIG&VOLTAIRE, C.P COMPANY, HERNO, POLSPOTTEN, ASSOULINE. სივრცეში პარიზის, მილანის, ლონდონის და ნიუიორკის მოდის კვირეულებზე, როგორც ყველაზე ტრენდული და დახვეწილი ბრენდების ასევე ახლად გამოჩენილი დიზაინერების უახლესი კოლექციების შეძენასაც შეძლებთ.
მაღაზიაში განთავსებული კოლექცია და თითოეული დეტალი განსხვავებულობას, ინდივიდუალიზმს, შემოქმედებითობას უსვამს ხაზს და მომხმარებლებშიც ამ განწყობას აღვიძებს.



