Georgian Airways ჟურნალი ENG
ლაიფსტაილი

Tatuna Nikolaishvili

Tatuna Nikolaishvili

საქართველო უნიკალური ქვეყანაა თავისი კულტურით, ისტორიითა და ნიჭიერი ადამიანების სიმრავლით. ქართველი დიზაინერები კი სწორედ იმ უნიკალურ ხელწერას ქმნიან, რომელიც მსოფლიო მოდის სფეროში განსაკუთრებულ ფონს ქმნის. დიზაინერი ტატუნა ნიკოლაიშვილი ერთ-ერთი მათგანია. არასდროს უფიქრია სხვა პროფესიაზე. 13 წლის ასაკიდან თავისი ხელით შექმნილი სამოსი აცვია, რომელიც მნახველებს გულგრილს ნამდვილად ვერ ტოვებს. დიზაინერის კოლექციები არქიტექტურული, მკაცრი ხაზებითა და გეომეტრიული სილუეტებით გამოირჩევა.

მისი პროფესიული კარიერა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიიდან იწყება. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად მაკა ასათიანის მოდის სახლში მუშაობდა. ასე გადადგა პირველი ნაბიჯები დიდ ინდუსტრიაში. ტატუნა ნიკოლაიშვილი თავს თავისუფლად გრძნობს ხატვის, ესკიზისა და ნიმუშის ჭრის დროს. განვითარება მისი პრიორიტეტია, ამიტომაც სწავლას არცერთ ეტაპზე წყვეტს. ერთი წლის წინ მან პარიზის Instituto Marangoni-ში მოდის დიზაინის ფაკულტეტი დაამთავრა.

როგორც დიზაინერი აღნიშნავს მისთვის ხარისხი უმნიშვნელოვანესია, ამიტომაც კოლექციებს მცირე რაოდენობით ქმნის და არის ხელნაკეთი. თითოეული მათგანის იარლიყზე კი ამოიკითხავთ – დამზადებულია საქართველოში. ასევე, დიზაინერი ერთგულია მდგრადი მოდის.

ტატუნა, გაიხსენეთ თქვენი პირველი შეხება მოდის სფეროსთან? თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სხვა პროფესიაზე არასდროს მიფიქრია. თავიდანვე ვიცოდი, რომ დიზაინერობა მსურდა. მცირე ასაკიდანვე დავიწყე ხატვა და კერვა. პირველად, რომ მოდის ჟურნალი ვნახე გაოგნებული ვიყავი. ვფიქრობდი იმაზე, რომ მოდელების სამოსი ვიღაც ადამიანის შექმნილია, მასზე იმუშავეს და შეკერეს. ეს მეც ძალიან მინდოდა და მიხარია, რომ ჩემი სურვილები რეალობად ვაქციე. მახსოვს, როცა სამხატვრო აკადემიაში ვაბარებდი შანსი მომეცა პარალელურად მემუშავა მაკა ასათიანთან. მასთან ცოტახნით ვიმუშავე. ეს ჩემთვის დიდი შესაძლებლობა იყო. როცა მაკა ერთ-ერთი ჩვენებისთვის ემზადებოდა, სამუშაო პროცესში მეც ვმონაწილეობდი. ამ ყველაფერმა დიდი სტიმული მომცა. ამასთან ერთად ინდივიდუალურადაც ვქმნიდი სამოსს. ბევრი ადამიანი კი მოწონებას გამოხატავდა ჩემი შექმნილი სამოსის მიმართ. მალევე ჩემი საკუთარი ბრენდიც შევქმენ ცნობილი ჟურნალებისა და გამოცემების ფურცლებზე არაერთხელ დაბეჭდილა თქვენი კოლექციები. რომელს გამოარჩევდით? ძალიან ბევრ მოდის ჟურნალში დაბეჭდილა ჩემი კოლექციები, ისეთები როგორებიც მაგალითად „forbes“, „Schön“ და „The business of fashion“ არის. თუმცა მე მაინც იტალიურ „vogue“-ის გამოვარჩევ. ჩემს სამოსს ასევე ცნობილი ვარსკვლავები ირჩევენ, მაგალითად ამერიკელმა მომღერალმა და კომპოზიტორმა კელი როულენდმა არაერთხელ მოირგო ჩემი სამოს როგორ გაიკვლიეთ გზა საერთაშორისო ასპარეზამდე? ამ ყველაფერში დიდი წვლილი მიუძღვის „მერსედეს ბენც მოდის კვირეულს“ და საქართველოში მის დამფუძნებელ სოფო ჭყონიას. სწორედ მისი წყალობით საქართველოში ძალიან ბევრი საერთაშორისო სტუმარი ჩამოვიდა. ეს ყველაფერი კარგი შესაძლებლობა იყო ჩვენთვის – დიზაინერებისთვის, წარგვედგინა მათთვის კოლექციები, რის შემდეგაც ჩვენი ცნობადობა კიდევ უფრო გაიზარდა.

კიდევ წაიკითხეთ

Light That Brings Georgian Culture into Focus
კულტურა

Light That Brings Georgian Culture into Focus

ATINATI არაკომერციული, საქველმოქმედო ფონდია, რომელიც საქართველოს კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. ფონდი საქმიანობს, როგორც მედიაპლატფორმის ATINATI.COM ასევე კულტურის ცენტრის ATINATI’S მიმართულებით (მის: პ. ინგოროყვას 19ა)

„ჯორჯიან ეარვეისი“
ავიაცია

„ჯორჯიან ეარვეისი“

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“, 1993 წლის 15 სექტემბერს, პროფესიონალმა ავიატორმა თამაზ გაიაშვილმა დააფუძნა. თავდაპირველად ავიაკომპანია „აირზენა – საქართველოს ავიახაზების“ სახელით ოპერირებდა. „ზენა“ ძველქართულად „ზეციერს“ ნიშნავს, აქედან გამომდინარე, შეირჩა ეს დასახელება ავიაკომპანიისთვის. 2004 წელს…

„საქართველოს ავიახაზების“ 30 წლის იუბილე: მიღწევების პერიოდი
ავიაცია

„საქართველოს ავიახაზების“ 30 წლის იუბილე: მიღწევების პერიოდი

ცოტა ხნის წინ, საქართველოს ავიახაზებმა დაარსებიდან 30 წლის იუბილე გრანდიოზული წვეულებით აღნიშნა. წვეულებას ესწრებოდნენ ინდუსტრიის წამყვანი წარმომადგენლები, პატივცემული სტუმრები და თავად კომპანიის მფლობელები. საიუბილეო წვეულება, რომელიც თბილისის ცენტრში გაიმართა, სავსე იყო ნოსტალგიური…