World Class Georgia

ცხოვრების აქტიური, კულტურული წესი, ჰუმანური და ცივილიზებული, რომელიც უშუალო კავშირშია ადამიანის ჯანმრთელობასა და დღეგრძელობასთან, კეთილდღეობასა და ბედნიერებასთან. ეს არის უბრალოდ ცხოვრების პოზიცია, ადამიანის ქცევა და შემოქმედება, მიმართული საკუთარი ჯანმრთელობის განმტკიცებისკენ.
როგორც ყოფილი სპორტსმენი და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პერსონალური მწვრთნელი, ზუსტად ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა. წონის კლება იქნება ეს თუ სხვა მიზანი, რომელიც აქტიური ვარჯიშისას გაქვთ, ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუკი დარბაზში პროფესიონალების მეთვალყურეობის ქვეშ, სპეციალურად თქვენთვის შერჩეული სავარჯიშო პროგრამით დაკავდებით.
თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ, დაიწყოთ თუ გადადოთ თქვენი მიზნებისკენ სწრაფვა, გახსოვდეთ, ყველაფერი თქვენ ხელშია. World Class Georgia-ში გელოდებათ საუკეთესო გარემო, კომფორტული სავარჯიშო სივრცე, მრავალფეროვანი ინდივიდუალური და ჯგუფური პროგრამები, პროფესიონალი, სერტიფიცირებული მწვრთნელების გუნდი და სპეციალური შეთავაზება Georgian Airways-ის კლიენტებისთვის.
ჯანსაღი ცხოვრების დაწყება და ყოველდღიურობაში ცვლილებების
შეტანა არასოდესაა მარტივი. ძველი ჩვევებისგან გათავისუფლება და ჯანსაღი
ცხოვრების დაწყება რთულია, თუმცა,
შეუძლებელი არაფერია.
ᲛᲐᲮᲝ ᲒᲐᲠᲡᲔᲕᲐᲜᲘᲨᲕᲘᲚᲘ


