Georgian Airways ჟურნალი ENG
მოგზაურობა

საირმე

უწერა

საირმე

სამი თვის განმავლობაში გრძელდება. კურორტზე ხის სააგარაკო სახლები დგას, რომელიც ბახმაროს ესთეტიკის განუმეორებელი ნაწილია. გამორჩეულია მთა – გადრეკილი, რომელიც დამსვენებლებში „მზის ამოსვლის გორის“ სახელითაა ცნობილი. მთაზე დამსვენებლები საღამოობით კარვებით მიდიან და საოცარ სანახაობას – ღრუბლების ზღვიდან მზის ამოსვლას ხვდებიან. კურორტზე პატარებისთვის ხის სათამაშოებს, სამზარეულოს ხის დაფებს და სხვადასხვა ხის ნივთებს ამზადებენ.

კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი საირმე, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე წაბლარისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ერისთავების კუთვნილ ტყეებში, ირმების ამოჩემებული ადგილი პირველად მონადირეებმა შენიშნეს. თქმულების მიხედვით, წყარო დაჭრილი ირმის კვალს ადევნებულმა ძმებმა აღმოაჩინეს. წყალი ჟანგით გადაწითლებულ ქვებზე მოედინებოდა, მის გარშემო კი ყველაფერი მარილს გადაეთეთრებინა. ირმის ჯოგები მარილს და წყალს მორიგეობით ეტანებოდნენ. ამიტომაც იქაურობას საირმე უწოდეს. ადგილს ყურადღება მწყემსებმაც მიაქციეს და კიდევ ერთი უჩვეულო რამ აღმოაჩინეს – ირმების წყაროდან დაახლოებით 3 კმ-ის მოშორებით, ერთ ადგილას ბალახი მუდამ მწვანე რჩებოდა, თოვლით არ იფარებოდა, მიწა კი წვიმის მოსვლიდან რამდენიმე წუთში შრებოდა. „ჯადოსნური“ ველის საიდუმლოს ფარდა 20-იან წლებში აეხადა, როცა გეოლოგებმა მიწის სიღრმეში ცხელი მინერალური წყალი აღმოაჩინეს. საირმე გამორჩეული დასასვენებელი კურორტია, რომელიც დამსვენებლებს მწვანეში ჩაფლულ გარემოს, კომფორტული სასტუმროების მრავალფეროვან არჩევანს, სამკურნალო, გამაჯანსაღებელ პროცედურებს, ზიპლაინს, მთაში მანქანების ტურს და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს სთავაზობს.

უწერა რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონის ნაპირებზე, ზღვის დონიდან 1050 მეტრზე მდებარეობს. კურორტი ულამაზესი ბუნებით, ტყეებით, მინდვრებითა და ყინულოვანი მწვერვალების საოცარი ხედებით მრავალ დამსვენებელს იზიდავს. უწერა კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია, ზომიერად ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი, თბილი ზაფხულით. კურორტი შესანიშნავი ადგილია მთაში დასვენების მოყვარულთათვის. უწერაში კომფორტულ გარემოში, სუფთა ჰაერზე ბუნების სიმშვიდეში განტვირთვას შეძლებთ. ასევე, თუკი უპირატესობას თავგადასავლებს და მრავალფეროვნებას ანიჭებთ, მცირე გასვლების, პიკნიკების და ლაშქრობების

კიდევ წაიკითხეთ

საქართველოს ავიაციის ისტორიაში პირველი სამგზავრო „ბოინგ 767-300“ „ჯორჯიან ეარვეისის“ ფლოტშია
ავიაცია

საქართველოს ავიაციის ისტორიაში პირველი სამგზავრო „ბოინგ 767-300“ „ჯორჯიან ეარვეისის“ ფლოტშია

„ჯორჯიან ეარვეისი“ მუდმივად ზრუნავს თავისი მგზავრების კომფორტზე და ემსახურება თანამედროვე საფრენი ხომალდებით. ამ მიზნით, „ჯორჯიან ეარვეისი“ ავიაპარკს კვლავ აფართოვებს. ავიახომალდი „ბოინგ 767-300“ „ჯორჯიან ეარვეისს“ აშშ-ის ყველაზე უმსხვილესი კომპანიისგან ლიზინგის წესით გადაეცა. აღსანიშნავია,…

„ჯორჯიან ეარვეისის“ მეორე პილოტი მაგდა ქააძე – მფრინავი გოგონა თუშეთიდან
ავიაცია

„ჯორჯიან ეარვეისის“ მეორე პილოტი მაგდა ქააძე – მფრინავი გოგონა თუშეთიდან

„ჯორჯიან ეარვეისის“ ეკიპაჟის ერთადერთი ქალბატონი – მაგდა ქააძე ავიაკომპანიაში მეორე მფრინავად 2018 წლიდან მუშაობს. მაგდა თუშეთში გაიზარდა და ბავშვობაში ხშირად ადევნებდა თვალს სოფელში ჩამოფრენილ ვერტმფრენებს.

ნიკო ფიროსმანი
კულტურა

ნიკო ფიროსმანი

„მეთევზე წითელ პერანგში“, „აქტრისა მარგარიტა“, „მეეზოვე“, „ქართველი ქალი დაირით“ – ეს იმ ცნობილ ნახატთა მცირე ჩამონათვალია, რომელიც არა მხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო სამხატვრო სივრცეში უნიკალურ ნამუშევრებადაა მიჩნეული.