ქართული ბრენდის წარმატების ისტორია

როგორ გაჩნდა ბრენდ MACH & MACH-ის შექმნის იდეა? გვანცა მაჭარაშვილი – მე და ჩემი და ხელოვნებისადმი სიყვარულით, მოდის ჟურნალებით, ხატვით ბავშვობიდანვე გატაცებულები ვიყავით და ეს ყველაფერი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. ჩვენი ინსპირაცია იყო პროფესიით ექიმი დედა, ხელსაქმის დიდი ნიჭით და კონსტრუქტორ-ინჟინერი მამა, რომელსაც განსაკუთრებული გემოვნება და პროპორციების შეგრძნება ჰქონდა; აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი ჩვენთვის უცხო არ იყო და მოდის სფეროში საქმიანობის დაწყება ჩვენს ცხოვრებაში ბუნებრივად მოხდა. ყოველთვის ვიცოდით, რომ ეს ის მიმართულება იყო, სადაც თავს ყველაზე კარგად ვგრძნობდით და რისი კეთებაც ძალიან დიდ სიამოვნებას გვანიჭებდა. ჩვენი ოცნება ბავშვობიდან ისეთი პროდუქციის შექმნა იყო, რომელიც ჩვენს წარმოსახვაში გვქონდა და რომლის ყიდვაც მაღაზიაში შესაძლებელი არ იყ რა ეტაპები გაიარა დასაწყისიდან დღემდე ბრენდმა განვითარების გზაზე? ბრენდი 2012 წელს დავაარსეთ. დროთა განმავლობაში, საქმიანობით, ინტუიციითა და ენთუზიაზმით მივყვებოდით გზას და ვიღებდით ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ჩვენი ოცნებისაკენ – MACH & MACH მსოფლიო ბრენდი გამხდარიყო, გვაახლოებდა. დასაწყისში, თბილისის მოდის კვირეულზე, ხოლო მოგვიანებით, Mercedes Benz Fashion Week-ზე გამოსვლამ შესაძლებლობა მოგვცა, აუდიტორიისათვის ჩვენი თავი გაგვეცნო. 2019 წელს, პარიზში, ჩვენი კოლექციის წარდგენამ მსოფლიოს მასშტაბით ცნობადობა და ყურადღება მოგვიტანა. ამ ყველაფრის შემდეგ, ჩვენ მიერ შექმნილი სტილი, მისი უნიკალური დიზაინით, 2020 წელს, გლობალური პანდემიის დროს ინტერნეტ სივრცეში ვირუსულად გავრცელდა. იმისათვის, რომ მომხმარებლებისთვის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია შეგვეთავაზებინა ჩვენი წარმოება იტალიაში გადავიტანეთ, სადაც მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ხარისხის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი იწარმოება. უკვე მესამე სეზონია, რაც ყოველ ახალ კოლექციას მილანის მოდის კვირეულზე რეგულარულად წარვადგენთ. ამ ეტაპზე, საკუთარი წარმოების გახსნა გვსურს, რათა ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით, წარმოებისა და ხარისხის მხრივ, მუდმივად განვვითარდეთ. ამ ეტაპამდე მისასვლელად და ჩვენი მიზნების მისაღწევად ბევრი ნაბიჯი გადავდგით და ყოველდღიურად სამომავლო ნაბიჯებზე ვფიქრობ რა იდეის და კონცეფციის მატარებელია MACH & MACH?
MACH & MACH მოდის ინდუსტრიაში ახალგაზრდა და თავდაჯერებული კონცეფციის ხმის მატარებელია. ჩვენი კოლექციები გაბედული და განსხვავებულია. ჩვენი ხელწერა ორმაგი ბაფთაა (Double bow) და აღნიშნავს იმას, რომ ორნი ვართ, ასევე, ვიზუალურად უსასრულობის მატარებელია. იგი გამოხატავს მუდმივ კავშირს, ურთიერთობას, სინერგიას ერთმანეთსა და ჩვენს აუდიტორიას შორის.
ყოველ სეზონზე ახალ მასალებს და ტექნიკებს ვეძებთ, რაც ჩვენს პროდუქციას უნიკალურს და განსაკუთრებულს გახდის. შთაგონებას, შეიძლება ითქვას, ყველაფრისგან ვიღებთ, გარშემო არსებული სამყაროდან, რაც კი ჩვენს ინტერესს იპყრობს.
წარმატება, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თქვენს საქმიანობაში. რა გამოწვევები ახლავს თან ამ ინდუსტრიაში მუშაობას?
MACH & MACH მოდის ინდუსტრიაში ძალიან ახალგაზრდა ბრენდია. ჩვენ კარგად გვესმის, რომ განვითარების სხვადასხვა ეტაპს თან ახლავს უამრავი გამოწვევა. ჩვენი მთლიანი გუნდი ერთი მიზნისკენ არის გაერთიანებული – სრულყოფილებისაკენ სწრაფვა და ყველა ბარიერის შემოქმედებითი, დაუღალავი შრომით და ერთგულებით გადალახვა. ჩვენი მთავარი მოტივაცია ჩვენი პროდუქციით ბედნიერი ადამიანები არიან. მათი აზრი ჩვენთვის ბევრს ნიშნავს, ხოლო მათი სიყვარული ჩვენი ენერგიისა და ენთუზიაზმის მთავარი წყაროა.
MACH & MACH-ის მომხმარებლები დიდი ხანია საქართველოს ფარგლებს გასცდა, აღგვიწერეთ როგორია თქვენი ხედვით ქალი, რომელსაც MACH & MACH აცვია?
MACH & MACH-ის კულტი ახალგაზრდა, ციფრულ კომუნიკაციებთან დაახლოებული ადამიანია.
თუმცა, ჩვენი წარმოსახვა კონკრეტული ჩარჩოთი არ შემოიფარგლება. ეს საერთო ფასეულობები და დამოკიდებულებაა, რომელსაც ჩვენი ბრენდით დაინტერესებული ადამიანები იზიარებენ. ჩვენი პროდუქციით ქალებს თავდაჯერებულობას, სიხარულს და ძალას ვმატებთ. ჩვენი მომხმარებელი ის კატეგორიაა, რომელსაც თამამი ნაბიჯების გადადგმა და სიახლის ძიება სურს ცხოვრებაში და საკუთარ სტილში. ეს ყოველივე თანხვედრაშია ჩვენს საწყის სურვილთან და მიზანთან, შეგვექმნა ისეთი ნივთები, რომლებსაც ვერსად აღმოვაჩენდით და შევიძენდით.
რა ემოციას იწვევს, როცა მომხმარებელს თქვენს ფეხსაცმელში ხედავთ? როცა ვხედავთ, მომხმარებლებს MACH & MACH აცვიათ, უდიდესი სიხარულით ვივსებით და ეს ჩვენი მთავარი მოტივაციაა განვითარებისკენ მიმავალ გზაზე. დასაწყისიდანვე, ჩვენი კომპანიის დაარსებას თან ახლდა სურვილი ჩვენს შემოქმედებას დადებითი ენერგია და სიხარული შეეტანა ადამიანთა ცხოვრებაში. სასიამოვნოა, როცა ვხედავთ, როგორ უკეთებენ ჩვენი მომხმარებლები ინტერპრეტაციას ჩვენს ნამუშევრებს, უხამებენ მათ სხვადასხვა სტილს, გამოხატავენ თავიანთ ხასიათს, პერსონა როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?** ამ ეტაპზე ბევრ მიმდინარე პროექტზე ვმუშაობთ, რათა მომხმარებლებთან უფრო ახლო კავშირი და კომუნიკაცია დავამყაროთ. მსოფლიოს გარშემო ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ბევრი ახალი ფიზიკური სივრცე გავხსენით და მომხმარებლებს მაღაზიაში შესვლის და შეძენის ახალ გამოცდილებას ვთავაზობთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ადამიანებმა პროდუქციის ხარისხი და სილამაზე რეალურ ცხოვრებაში ნახონ და აღიქვან. ძალიან მალე იხილავთ ახალ კოლექციას მსოფლიოს მასშტაბით, სადაც უამრავი სიახლეა – ლოფერები, ბალერინები და ზამთრის ფეხსაცმელი. გამუდმებით სიახლეების და საინტერესო იდეებს ძიებაში ვართ, რაც ყოველ ახალ კოლექციას მეტად უნიკალურს და განსხვავებულს გახდის.










