Tamuna Ingorokva

ოსკაროსანი ლეიდი გაგა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი და კიდევ სხვა ცნობილი ვარსკვლავები არაერთხელ უნახავს საზოგადოებას ქართველი დიზაინერის – თამუნა ინგოროყვას სამოსში. ბრენდი „ინგოროყვა“ დიზაინერმა 2002 წელს დააფუძნა. ის არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც საკმაოდ პოპულარულია. ოც წელზე მეტია, ბრენდის სახელის ქვეშ იქმნება ინდივიდუალური სამოსი, რაც ადამიანების აღფრთოვანებას იწვევს. აღიარებამდე კი წარსულში უნდა დავბრუნდეთ და დიზაინერს წარმატებისკენ მიმავალ გზაზე გავყვეთ.
თამუნა, გაიხსენეთ თქვენი საქმიანობის პირველი ნაბიჯები.
ბრენდი 2002 წელს დავაარსე, როცა პარიზიდან საქართველოში დავბრუნდი. მაშინ 23 წლის ვიყავი. სულ ვიცოდი, რომ საკუთარი ბრენდის შექმნა მსურდა, ამიტომაც, პარიზში სასწავლებლად ვიმყოფებოდი. საფრანგეთში დავამთავრე მოდისა და დიზაინის სკოლა „ესმოდი“. მიზნობრივად მივყევი სწავლას. შემდეგ, უკვე, დავბრუნდი სამშობლოში, ვიმუშავე კოლექციაზე და 2002 წლის მიწურულს გავხსენი მაღაზია.
პირველი კოლექცია სამეფო უბნის თეატრში გავაკეთე. ჩემთვის ჩემი პირველი კოლექცია დღემდე უნიკალურია. სხვათა შორის, ხელწერა არ განსხვავდება. ახლაც ვიყენებ იმ მასალებს, რითაც მუშაობა დავიწყე – აბრეშუმი, ტყავი, ხელით ნაქსოვი სხვადასხვა ქსოვილი, შალი, ტაფტა და სტილისტურად, ფაქტობრივად, იგივეა, რასაც დღეს ვაკეთებთ. ძალიან გააზრებულად და ჩამოყალიბებულად შეიქმნა ბრენდი „ინგოროყვა“.
ჩემი პირველი კოლექცია, პირველი განაცხადი ძალიან ემოციურია. მე დღემდე ვამაყობ ამ ყველაფრით. ხომ არის, ზოგჯერ, ძველს რომ გადახედავ, ნანობ და ამბობ, ეს რამ ჩამაცვა. მე კი აი ამ კოლექციას დღემდე სიამაყით ვუყურებ. ისეთი მოდელებია ჩემს პირველ კოლექციაში, ისეთი გადაღებაა, თუნდაც ედიტორიალების, ლუქბუქის, რომ არასდროს მინანია ეს რატომ გავაკეთე. პირიქით, დღემდე ვფიქრობ, რომ სამუშაოში ყველაზე დიდი შემოქმედებითობა მაშინ ჩავდე.
როგორი შეფასება დაიმსახურეთ პირველი
კოლექციის წარდგენის შემდეგ? ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად მიმიღო.
ჩვენებიდან სამ დღეში მქონდა მაღაზიის გახსნა.
პირველი დღიდან გვყავს ერთგული მომხმარებლები.
ვფიქრობ, რომ „ინგოროყვას“ ბრენდის შექმნაში ქართველი მომხმარებლების მხარდაჭერას დიდი როლი მიუძღვის, რომ არა ისინი და მათი აღიარება, ბრენდი ვერ განვითარდებოდა.
აუცილებლად უნდა აღვნიშნო ჩემი გუნდი. ადამიანები, რომლებსაც ძალიან სჯეროდათ ჩემი. ჩემი გუნდის ძირითადი ნაწილი დღემდე ერთად ვმუშაობთ, ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. სწორედ მათი დიდი დამსახურებაა, რომ 23 წლის გოგოს დამიჯერეს და დაიჯერეს იმის, რომ ჩვენ წარმატებას მივაღწევდით. სწამდათ იდეის, რის გარშემოც ვტრიალებდით. რეალურად, ერთად გავიზარდეთ, მადლიერი ვარ მომხმარებლის და ჩემი გუნდის.
რომელ გარდამტეხ ფაქტორებს გამოარჩევდით თქვენი კარიერიდან? ჩემთვის ყოველი სეზონი გარდამტეხი იყო. ეს ისეთი პროფესიაა, რომ ყოველი კოლექციის გაკეთება გამოცდასავითაა. ძალიან დიდი ემოციური დატვირთვა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი შრომაა, ემოციურადაც ვიტვირთები და თითქოს, ახალი შვილი გებადება – ასეთი შეგრძნებაა ყოველი კოლექციის გაკეთებისას.
თუმცა, გამოვარჩევდი „vogue runway“-ის, როცა ყდაზე ჩემი პირველი ჩვენება მოხვდა. ასევე, ძალიან ბევრ გლამურულ მოდის ჟურნალში დაიბეჭდა ჩემი კოლექციები, დაიწერა უამრავი ინტერვიუ ბრენდის შესახებ.
უნდა გავიხსენო „fashion tv“. 90-იანი წლების მიწურული იყო. ამ დროს კი „fashion tv“-ზე ჩემი პირველი კოლექცია გამოჩნდა. შოკში ვიყავი. მახსოვს, საღამოს 11 საათზე უნდა ყოფილიყო და მოუთმენლად ველოდი, გულისფანცქალით.
შემდეგ იყო „ტრანოი“ – მოდის საერთაშორისო გამოფენა პარიზში და ჩემი პირველი შეკვეთები საერთაშორისო ბაზრისთვის.
ძალიან ცნობილმა ადამიანებმა ჩაიცვეს ბრენდი „ინგოროყვა“. პირველად მეილი რომ მომივიდა, ლეიდი გაგას პიარი გაწუხებთ და კაბა გვაინტერესებსო, ვიფიქრე, ვიღაც როგორ გვეხუმრება-მეთქი, თავიდან არც გავეცი პასუხი. ბოლოს გაირკვა, რომ არავინ გვეხუმრებოდა და ვარსკვლავს მართლაც სურდა „ინგოროყვას“ მორგება. ლეიდი გაგამ ერთხელ კი არა, რამდენჯერმე ჩაიცვა ჩვენი შექმნილი სამოსი. ასევე, „ინგოროყვა“ მოირგო ჯიჯი ჰადიდმა. ნაომი ქემბელის მეილიც რომ მივიღე, დიდხანს ვერ ვიჯერებდი. ახლა, თითქოს, ეს ყველაფერი ჩვეულებრივი რამ გახდა – მეილს რომ წავიკითხავთ, ჯულია რობერთსისთვის კოსტიუმი გვინდა და ასწრებთ თუ არა გამოგზავნას, გადავხედავთ კალენდარს და შეიძლება ვთქვათ, „უი ვერ ვეტევით დროში“.
თავიდან იმდენად ემოციური იყო ეს ყველაფერი, რომ მზად ვიყავი ჩავმჯდარიყავი თვითმფრინავში და ჩემი ხელით ჩამეტანა.
როდესაც ვსწავლობდი, ორი მთავარი მიზანი მქონდა. მსურდა, ჩემი სამოსი გაყიდულიყო მაღაზიაში „კოლეტი“, მულტიბრენდული მაღაზია იყო პარიზში. სამწუხაროდ, ისე დაიკეტა, რომ ვერ მოვხვდი ამ მაღაზიაში. მეორე ჩემი მიზანი კი ლონდონის „დოვერსთრით მარკეტი“ იყო. სულ ვამბობდი, რომ თუ აქ მოვხვდებოდი, ჩემს მიზანს მივაღწევდი.
პარიზის შოურუმის შემდეგ, ერთ დღესაც, ვნახე, რომ „დოვერსთრით მარკეტიდან“ სამი მეილი იყო მოსული. მაშინვე ჩემს მენეჯერს დავურეკე და ვკითხე, ხომ არ გვეხუმრებიან-თქო, მან ისეთი სიხარულის ყვირილი ატეხა და ისეთ ემოციებში იყო არასდროს დამავიწყდება.
საერთაშორისო შოურუმების დროს, დიდი მულტიბრენდული მაღაზიებისგან ხშირად ყოფილა დაინტერესება. თუმცა, ისე ხდებოდა, რომ კავშირი სადღაც იკარგებოდა. „დოვერსთრით მარკეტის“ მეილში კი ეწერა, რომ „ჩვენ მზად ვართ თანხა ჩავრიცხოთ, კოლექცია დადასტურებულია და თქვენ სექტემბრიდან უკვე დაიდებით ჩვენს მაღაზიაშიო“. თითქოს, ახლიდან დავიბადე და ახალი გამოწვევა იყო ჩემთვის.
ეს იმდენად სერიოზული განაცხადი იყო, რომ ამ მაღაზიაში შეიძლება მოვხვედრილიყავი და იქ ყოფილიყო წარმოდგენილი „ინგოროყვას“ ტანსაცმელი, იმ მაღაზიის მომხმარებელს შეეძინა, თითქოს, კიდევ უფრო მეტის მოთხოვნა დავიწყე საკუთარი თავისგან, კიდევ უფრო მეტად დაიწყო ახალი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში და კარიერულ წინსვლაში.
ახლა, ამ წუთას, ვამაყობ იმით, რომ მინი სერიებივით კეთდება, სადაც პატრიცია ბლექ იღებს მონაწილეობას. ბევრ მონო ეპიზოდში კი ვარსკვლავს ჩვენი სამოსი აცვია.
ასევე, კოვიდის პერიოდში დავიწყე და ბოლო სამი სეზონი ვითანამშრომლე მარიამ ალექსიძის ბალეტთან. საერთოდ, ძალიან მიყვარს თანამედროვე ბალეტი, ჩემი ერთ-ერთი გატაცებაა და ოცნებად მქონდა, რომ ოდესმე გამეკეთებინა ბალეტის კოსტიუმები. ესეც ამიხდა რეალურად. მარიამ ალექსიძემ რამდენიმე წლის წინ შემომთავაზა გოლდბერგის ვარიაციებზე მემუშავა. მერე იყო უფრო სერიოზული „ბეატრიჩე“, რომელიც ვფიქრობ, ძალიან კარგი გამოვიდა, ბოლოს კი ვიმუშავე „მედეაზე“. ბედნიერი ვარ, რომ ამის საშუალება მომეცა და ჩემი თავი ამ კუთხითაც გამოვცადე.
როგორ გგონიათ რატომ დაიმსახურეთ ასეთი აღიარება, რა არის თქვენი მთავარი უპირატესობა? მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სამოსი ძალიან სადაა, ფერებითაც, ყველაფრით თითქოს ერთფეროვანია, ამ სამოსს ძალიან გამორჩეული ხელწერა აქვს. ამავდროულად ძალიან ქალურია, რაღაც მომენტში შეიძლება არც იყოს. აქვს რაღაც ისეთი ინდივიდუალური, რაც სხვისგან გამოარჩევ როგორია თქვენი უახლესი კოლექციები?** სულ ცოტა ხსნის წინ გვქონდა შოურუმი ჩინეთის მოდის კვირეულზე. ზამთრის კოლექცია უკვე დავასრულეთ, ძალიან ლამაზი გამოვიდა. სექტემბრის სეზონზე ისევ პარიზში, შოურუმის სახით წარვადგენთ გაზაფხული/ზაფხულის 2025 წლის კოლექციას.
ბოლო რამდენიმე სეზონის განმავლობაში ჩვენი სიახლე ისაა, რომ ძირითადად სულ გადამუშავებად ქსოვილზე ვმუშაობთ – შეიძლება ეს იყოს ხის ბოლქვზე დამზადებული ნატურალური დისკოზა, პოლიესტერი, რა თქმა უნდა, ესეც გადამუშავებადი. ვცდილობთ, ჩვენი ბრენდი რაც შეიძლება მდგრადი გახდეს. ასევე, ვთანამშრომლობთ ერთ-ერთ კომპანიასთან, რომელსაც პარკების ნარჩენებს ვაძლევთ, შემდეგ ამუშავებს და ქმნის სხვადასხვა პროდუქტს.
რაც შეეხება ახალ კოლექციას, ძირითადად წარმოდგენილი იქნება მეტად ღია ფერები და პასტელური ტონალობები, ვიდრე ეს ზამთრის კოლექციაში გვქონდა. ზამთრის კოლექციაში ჭარბობდა წითელი, კონტრასტული ფერები. ვქმნით სხვადასხვა კოსტიუმებს, კაბებს, ნაზს და ჰაეროვანს.
როგორი არის თქვენი სამომავლო მიზნები? მაქვს ჩემი საყვარელი რამდენიმე მულტიბრენდული მაღაზია, სადაც იყიდება ძალიან ბევრი კარგი დიზაინერის სამოსი. მინდა, რომ მანდაც მოხვდეს ჩემი კოლექციები. მაგალითად, ერთი არის ლოს ანჯელესში, ერთი – ბერლინში. მსურს „ინგოროყვას“ ბრენდი უფრო მეტად გლობალური გახდეს და ისეთ მაღაზიებში დაიდოს, სადაც მე თვითონ მიყვარს შესეირნება. ჩემი ოცნებაა, ქეით ბლანშეტს ჩავაცვა. ძალიან მომწონს, ასევე, ტილდა სუინტონ როგორ ფიქრობთ მსოფლიო ასპარეზზე რა მნიშვნელობა აქვს ქართულ მოდას?** მსოფლიო ასპარეზზე ძალიან სერიოზული მნიშვნელობა ჰქონდა ქართულ მოდას, როცა მოდის კვირეულები ტარდებოდა. დიდი ყურადღება ექცეოდა ქართველ დიზაინერებს, რაც ამ კვირეულების დამსახურებაა. სწორედ ეს იყო ხელშემწყობი ფაქტორი, რომ ქართველი დიზაინერები მსოფლიომ გაიცნო და წარმატებულები გახდნენ.
როგორც ქართულ ხელოვნებას, მხატვრობასა და ყველაფერს აქვს თავისი ხელწერა, ასევე, ქართველ დიზაინერებს გვაქვს ჩვენი ხელწერა. ჩვენ გვაქვს ეს რაღაცნაირი, გენეტიკური კოდი, როგორიც, თუნდაც, ქართულ ცეკვაში დევს. დღეს, ეს ხელწერა ძალიან მოსწონს მსოფლიოს.
ასევე, ქართულ მოდას დიდი რეკლამა გაუწია დემნა გვასალიამ და რეალურად, მისმა უზარმაზარმა წარმატებამ დიდი ყურადღება მიაპყრო ქართველი დიზაინერებისკენ. იმედია, ეს ასე დარჩება და კიდევ უფრო მეტი ყურადღების ქვეშ ვიქნებით, კიდევ უფრო მეტი წარმატებული დიზაინერი დაიბადება და განვითარდება.









