Georgian Airways ჟურნალი ENG
ლაიფსტაილი

ქართველების მიერ დაარსებული ტექნო კლუბი ნიუ-იორკში

ქართველების მიერ დაარსებული ტექნო კლუბი ნიუ-იორკში

საკლუბო კულტურის, მუსიკალური სცენის განვითარების, თანასწორობის, ერთობის და სოლიდარობის იდეის შთაგონებით ორმა ქართველმა, თეა აბაშიძემ და გეგა ჯაფარიძემ ამერიკაში, კერძოდ ნიუ-იორკში ელექტრონული სივრცე – ტექნო კლუბი BASEMENT დააარსეს. კლუბის გახსნის და მუსიკალური ფესტივალის დაარსების მიზნით, საერთო ხედვებით და ღირებულებებით გაერთიანებული ორი ქართველი ნიუ-იორკში 2014 წელს ჩავიდა.

კლუბის გახსნის და სასურველი სივრცის ძიების პარალელურად, გეგა ჯაფარიძე და თეა აბაშიძე სხვადასხვა კლუბში მუშაობდნენ, აგროვებდნენ გამოცდილებას, ეცნობოდნენ ადგილობრივ ბაზარს, ამყარებდნენ კონტაქტებს სხვადასხვა არტისტებთან. 2018 წელს, Knockdown Center-ში, რომელიც ნიუიორკში ერთ-ერთი გამორჩეული მუსიკის სახელოვნებო ცენტრია და ჯამში 3000 ადამიანს იტევს. სამუშაოდ მიწვევის შემდგომ, გეგამ და თეამ იმავე შენობის გამოუყენებელ სივრცეში, კერძოდ კი სარდაფში, კლუბის გახსნაზე დაიწყეს მუშაობა. ასე შეიქმნა ტექნო კლუბი BASEMENT 2019 წლის 10 მაისს.

„ბევრი წინააღმდეგობის, გამოწვევის, სკეპტიკურად განწყობილი ადამიანების და აზრების მიუხედავად, რომ ჩვენი იდეა არ გაამართლებდა, მიზნის ბოლომდე გვჯეროდა, ეს რწმენა იყო ჩვენი სუპერ ძალა, რამაც გაამართლა. დღეს, BASEMENT ნიუიორკში ერთადერთი ტექნო კლუბია, რომლის ყველა ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთი სულ გაყიდულია.“ კლუბის ძირითადი მიმართულება ტექნო მუსიკაა. სივრცეში ასევე მოქმედებს ჰაუს ოთახიც.

BASEMENT-ში ისეთ მნიშვნელოვან არტისტებს დაუკრავთ როგორებიც: Ben Klock, DVS1, Newa, DJ Stingray, Oscar Mulero, Héctor Oaks, Anetha, SPFDJ, Dax J, Juan Atkins-ია. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ კლუბი აქტიურად თანამშრომლობს ქართველ არტისტებთან, ხშირად იწვევს და მასპინძლობს მათ.

კლუბს სამი რეზიდენტი არტისტი ჰყავს — Beatrice, Lydo და Newa. Newa ქართველი არტისტია, რომელიც კლუბ ბასიანის რეზიდენტი დიჯეია. აღსანიშნავია, კლუბის სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილიც. სივრცე უკრაინის აქტიური მხარდამჭერია, შესასვლელში უკრაინის დროშა კიდია. DJ სეტის შემდეგ, ყველა არტისტი ამ ფონზე ფოტოს იღებს და სოციალურ ქსელში აზიარებს.

კლუბ BASEMENT-ის გარდა, გეგა ჯაფარიძემ და თეა აბაშიძემ ნიუ-იორკში ელექტრონულმუსიკალურ ფესტივალს WIRE FESTIVAL-ს ჩაუყარეს საფუძველი, რომელიც პირველად 2022 წლის მაისში ჩატარდა. ფესტივალის ფარგლებში ქართველმა არტისტებმაც მიიღეს მონაწილეობა. სპეციალურად „ბასიანის“ რეზიდენტი არტისტებისთვის გამოყოფილი იყო სცენაც. დამფუძნებლების სურვილი და სამომავლო გეგმები ფესტივალისთვის ყოველწლიური ხასიათის მიცემას უკავშირდება.

კიდევ წაიკითხეთ

ვალერიან ჩხენკელი – „ჯორჯიან ეარვეისის“ შეფ-პილოტი
ავიაცია

ვალერიან ჩხენკელი – „ჯორჯიან ეარვეისის“ შეფ-პილოტი

„თვითმფრინავის ძრავის ხმა რომ მესმის, ახლაც იგივე ემოცია მეუფლება, რაც პირველი ფრენის დროს. თვითმფრინავის გარეშე ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია“.

„ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისიდან პირდაპირ ფრენებს ახალი ევროპული მიმართულებებით – რომსა და ფორლიში იწყებს.
ავიაცია

„ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისიდან პირდაპირ ფრენებს ახალი ევროპული მიმართულებებით – რომსა და ფორლიში იწყებს.

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ აპრილიდან, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისიდან პირდაპირ ფრენებს ახალი ევროპული მიმართულებებით – იტალიაში, რომსა და ფორლიში იწყებს.

თელ-ავივი
მოგზაურობა

თელ-ავივი

ქვიშიანი სანაპიროები, ძველი და თანამედროვე არქიტექტურის შთამბეჭდავი ნაზავი, კულტურული ძეგლები, ტრადიციული ებრაული სამზარეულო, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს – ეს ისრაელის საქმიანი ცენტრი და იერუსალიმის შემდეგ სიდიდით მეორე ქალაქი თელ-ავივია. აღსანიშნავია, რომ სახელწოდება…