ყვავილებით შთაგონებული სამყარო

გაგვაცანით და დაგვიხასიათეთ როგორია პერსონა – ბექა ცერცვაძე? ბექა ცერცვაძე 25 წლის ფლორისტია ულამაზესი საქართველოდან, რომელიც ხშირად ჩემი შთაგონების წყაროა. ვცდილობ, ყვავილების სამყარო ადამიანებს ჩემთვის დამახასიათებელი ხედვით და ხელწერით გავაცნო, რაც ელეგანტურობას, დახვეწილობას და ექსტრავაგანტურობას აერთიანებს. ჩემი მოგზაურობა ფლორისტიკაში შემთხვევით დაიწყო. მას შემდეგ, თაიგულების შესაქმნელად მთელ სულს და გულს ვდებ. თაიგულები ბევრ ამბავს მოგვითხრობენ. მათი შექმნის პროცესი განსაკუთრებული, უპირობო სიყვარულით არის შთაგონებული. თითოეული კომპოზიციის შექმნას მხატვრულად და ემოციურად ვუდგები, რაც იმ გრძნობების გადმოცემაში მეხმარება, რომლებსაც იმ მომენტში განვიცდი. თაიგულის შექმნით, ძლიერ ემოციას ვქმნი, რომელიც შემდგომ ადამიანებს დიდხანს ამახსოვრდება როდის გაგიჩნდათ პირველი ინტერესი ფლორისტიკის მიმართულებით? ჩემი ინტერესი ფლორისტიკის მიმართ 5 წლის წინ შემთხვევით დაიწყო. ყვავილები, მათი სილამაზე ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ როდესაც ჩემი პირველი თაიგული შევქმენი მივხვდი, რომ კავშირი ჩემსა და ყვავილებს შორის ბევრად დიდი იყო და ამ სფეროში ჩემი თავის ძიება დავიწყე. ამ მომენტიდანვე ვიცოდი, რომ მსურდა ჩემი სტილი განმევითარებინა, ამისათვის ბევრ ექსპერიმენტს ვატარებდი, ვრისკავდი, რათა ჩემი სახელი და ინდივიდუალური ხელწერა ადამიანებამდე მიმეტანა. ისეთ ქალაქში როგორიც პარიზია, და ზოგადად საფრანგეთში, ყვავილები ძალიან მნიშვნელოვან, კულტურულ ადგილს იკავებს. ყვავილები ხელოვნების, ნებისმიერი ღონისძიების შეუცვლელი ნაწილია. ცხოვრებისეული მომენტების გალამაზება და ხანგრძლივი შთაბეჭდილების მოხდენა, ეს არის ის, რასაც ფრანგები ყოველდღიურად ეძებენ და ყვავილები ამ პროცესში მათი მუდმივი თანამგზავრები არია როდის და ვისთვის ააწყვეთ პირველი თაიგული? დაახლოებით 6-7 წლის ასაკში, როცა ბებიასთან ვისვენებდი, ერთ-ერთ მეზობელს თაიგული ვაჩუქე. ერთი წლის წინ, ჩემმა მეზობელმა თავად გამიზიარა, რომ ჩემი ნაჩუქარი თაიგული მის ცხოვრებაში პირველი ყოფილა და დღემდე გამშრალ მდგომარეობაში ინახავს. ამ მონათხრობმა ძალიან გამახარა და მისი გახსენება უამრავ სასიამოვნო ემოციას აღძრავს ჩემშ რა ემოციებს აცოცხლებს თქვენს ცხოვრებაში ყვავილები? ყვავილები ჩემში უამრავ ემოციას აღვიძებენ, ვფიქრობ, ისინი თავად არიან სხვადასხვა ემოციის შთაგონების წყარო. თითოეულ ყვავილს თავისი ისტორია და მნიშვნელობა აქვს. ისინი ისეთ ემოციებს გამოხატავენ როგორებიცაა: ბედნიერება, სინაზე, ნოსტალგია, სიხარული და მრავალი სხვა. საფრანგეთში ადამიანები ხშირად ყვავილების საშუალებით საუბრობენ. მაგალითად, იების თაიგული საიდუმლოს, ერთგულ სიყვარულს ნიშნავს და მას ხშირად ამ დანიშნულებით ვაგზავნით ადრესატებთან. მიხაკები დღემდე წარუმატებლობასთან ასოცირდება. მათ მწუხარების ნიშნად იმ მსახიობებს უგზავნიდნენ, რომლებმაც როლი ვერ მიიღეს. ჩემთვის, ჩემს პროფესიას განსაკუთრებულ აზრს, მომხიბვლელობას ის ღრმა კავშირი სძენს, რაც ადამიანსა და ყვავილებს შორის იქმნება. ყვავილები ცოცხლები არიან, თითოეული მათგანი თავის სათქმელს ჰყვება და იქ გადასცემს, სადაც სიტყვები საკმარისი არ არის. თაიგულის შექმნის პროცესში, ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, სწორად განვსაზღვრო რომელ ყვავილს რისი თქმა შეუძლი როგორ ფიქრობთ რა დანიშნულების მატარებელია ადამიანის ცხოვრებაში ყვავილები? ყვავილებს ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მათი სილამაზის მიღმა შინაარსი და სიღრმეა. ისინი ჩვენი არსებობის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტების გამზიარებლები არიან. ჩვენი დაბადება ყვავილების ჩუქებით იწყება. ჩვენ მიმართ სიყვარულს, მოწონებას ყვავილების მორთმევით გამოხატავენ. ისინი ჩვენთან არიან სხვადასხვა დღესასწაულის დროს და სამწუხაროდ, სიცოცხლის უკანასკნელ გზაზეც ყვავილებით გვაცილებენ. ისინი გამოხატავენ იმას, რასაც სიტყვები ხანდახან ვერ ამბობენ. ყვავილების გარშემო ყოფნა ამშვიდებს, ალამაზებს ჩვენს გარემოს და განუმეორებელ ატმოსფეროს ქმნის. ისინი გვახსენებენ ბუნების სილამაზეს და გვიხალისებენ ყოველდღიურ ცხოვრებას, რაც დიდ ქალაქებში მაცხოვრებლებს განსაკუთრებით გვენატრებ ფლორისტიკის სფეროში რა თვისებებია თქვენთვის მიმზიდველი?** ფლორისტიკის სფერო გეხმარება სიცოცხლე უკეთ შეიგრძნო და სხვა ადამიანების მნიშვნელოვანი მომენტების შექმნაში მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს პროფესია საფრანგეთში ძალიან დაფასებულია. ბევრის ოცნებაა აღიარებული ფლორისტი გახდეს, რაც შესაძლებლობას გაძლევს ბევრი ცხოვრებისეული კომფორტი შეიქმნა ლამაზ, სასიამოვნო და ყველაზე სურნელოვან გარემოში მუშაობით.
მოგვიყევით თქვენი მაღაზიის BEKA Paris-ის შესახებ.
ჩვენი მაღაზია იმ გამოცდილების გაგრძელებაა, რომელიც ჩემი, როგორც ფლორისტის მოგზაურობით დაიწყო. ის პარიზის მე-6 ოლქის ცენტრში, ემბლემურ და ცოცხალ უბანში მდებარეობს, სადაც ერთმანეთს ხელოვნება და კულტურა ხვდება. ეს უბანი ისტორიისა და შემოქმედების გზაჯვარედინია, რაც მას ჩვენი მაღაზიისთვის იდეალურ ადგილად აქცევს. აქ ბევრი დახვეწილი და გამორჩეულად გემოვნებიანი ადამიანი ცხოვრობს, რომლებსაც „ცხოვრების ხელოვნება“ სხვანაირად ესმის და ყველა დეტალს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. უბნის შუაგულში მდებარე Beka Paris პარიზულ ელეგანტურობას, ამავდროულად თანამედროვეობასა და ექსტრავაგანტურობას განასახიერებს. ჩემი გუნდი 6 არაჩვეულებრივი ფრანგი თანამშრომლისგან შედგება, რომლებიც მუდმივად მზად არიან ჩვენი მომხმარებლებისთვის ნებისმიერი მნიშვნელოვანი დღის გასალამაზებლად.
რა ეტაპია დღეს თქვენს პროფესიულ ცხოვრებაში? საბედნიეროდ, დღეს ჩემი სახელი და ადგილი ბაზარზე საფუძვლიანად დავიმკვიდრე. ყველა გამოწვევას პროფესიული ზრდისთვის ვიყენებ. ვცდილობ მუდმივად განვვითარდე. ამ მიმართულებით მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება და ჩვენც უფრო დიდ მასშტაბებზე გავდივართ, ისეთი კონტრაქტებით, რომლებიც ძალიან კარგ მომავალს გვთავაზობს, როგორც მე, ისე ჩემს თანამშრომლებს, რაც ძალიან მაბედნიერებს.
რჩევა, რომელსაც ფლორისტებს გაუზიარებდით...
ვიქნები თამამი და არა მხოლოდ ფლორისტებს, არამედ ყველა მკითხველს რჩევის სახით გავუზიარებ, რომ ბევრი შრომა რაღაცის ფასად ყოველთვის ფასდება. ოცნებაც ზუსტად მაშინ ხდება, როდესაც დაიჯერებთ, რომ მისი ასრულება რეალურია. 7 წლის წინ, როდესაც, Georgian Airways-ის თვითმფრინავით საქართველოს, ჩემს ოჯახს, მეგობრებს, სრულიად მარტო, ცრემლიანი თვალებით ვტოვებდი, წარმოდგენაც კი არ მქონდა რა მელოდა. დღეს, სიამაყით შემიძლია ვთქვა, როდესაც ცდილობ ყველაფერი შესაძლებელი ხდება. გულწრფელი, სუფთა და დადებითი ენერგია ადამიანს ყოველთვის უკან უბრუნდება. რა თქმა უნდა, ამ გზაზე დიდი წვლილი სწორ დროს, სწორ ადამიანებთან შეხვედრასაც მიუძღვის. ყოველთვის მემახსოვრება რამდენიმე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი, რომლებმაც ჩემში უდიდესი გარდატეხა მოახდინეს, გამაძლიერეს და იმის ძალა მომცეს, რომ ჩემი ოცნების რეალობა შემექმნა.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები და ხედვა? პარიზი სავსეა შესაძლებლობებით, ყოველდღიური სიახლეებით და ხედვის უსასრულო არეალით. სამომავლო გეგმები, ბაზარზე მოთხოვნის ზრდის პარალელურად, ჩემი ბიზნესის ზრდას, გაფართოებას და ახალ ეტაპზე გადასვლას უკავშირდება.






