ნინო დევდარიანის ცხოვრების ახალი თავი ხელოვნებაში

ნინო დევდარიანი თვითნასწავლი ქართველი მხატვარია, რომლის მოგზაურობაც ხელოვნების სფეროში 51 წლის ასაკში მოულოდნელად დაიწყო. ხელოვანის ცხოვრების ახალი ეტაპი „ვენეციის სახელოვნებო ბიენალეზე“ გამარჯვებით დაიწყო, შემდეგ ფლორიდაში ყოველწლიურად გამართულ ხელოვნების მსოფლიო გამოფენაზე „არტ ბაზელზე“ წარმატებით გაგრძელდა.
მსოფლიოში აღიარებულმა კრიტიკოსებმა მხატვრის ტექნიკა განსაკუთრებულად შეაფასეს, რაც ნახატის დახატვას პირდაპირ მარკერით და ტუშით, ფანქრის და საშლელის გამოყენების გარეშე მუშაობას გულისხმობს. მკვეთრი პალიტრა, გამორჩეული ტექნიკა, ფორმატზე ასახული საინტერესო სცენები, რომლებიც დამთვალიერებლებს იმ სამყაროში და ცხოვრებაში ამოგზაურებს, რომელმაც ხელოვანს საკუთარი თავის ახლიდან აღმოჩენის შესაძლებლობა მისცა.
გაგვაცანით და დაგვიხასიათეთ როგორია პერსონა ნინო დევდარიანი? ჩემთვის რთული და ამავდროულად უხერხულია საკუთარ თავზე საუბარი და დახასიათება. ქარიზმატული ადამიანი ვარ, მიყვარს ექსპერიმენტები, ძიების პროცესი, სიახლეების აღმოჩენა, ურთიერთობები, ფიქრი, მოსმენა და გაზიარებ როგორ მოხდა თქვენი – ხატვასთან პირველი შეხვედრა?**
2025 წლის მარტში, 2 წელი შესრულდება რაც ვხატავ. მანამდე არასდროს დამიხატავს, მეტიც, ისეთი ცუდი კალიგრაფია მქონდა, შეუძლებელი იყო იმის წარმოდგენა, რომ ასეთი ხელწერის ავტორი რამეს დახატავდა. ერთ გამორჩეულ დღეს, ხელსახოცზე კალმით ჩემი მეუღლის პორტრეტი დავხატე. სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი, რადგან ნახატსა და ჩემს მეუღლეს შორის დიდი მსგავსება იყო. შემდეგ, ჩემი შვილის პორტრეტი დავხატე, ისიც გამომივიდა. ასე დაიწყო ყველაფერი. ჩემს ცხოვრებაში ახალი უნარი და შესაძლებლობა გაჩნდა, რომელმაც ჩემში სიხარული, აღფრთოვანება და შიში ერთდროულად შემოიტანა.
როგორ გაიცნო თქვენი შემოქმედება საზოგადოებამ? ნამუშევრები ჩემმა შვილმა საკუთარ სოციალურ ქსელში გააზიარა. შემდეგ სხვებმა გადააზიარეს და დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ ყველაფრის პარალელურად, მადრიდში ჩემი ნახატები გალერისტს ვაჩვენე შესაფასებლად, რომელიც აღფრთოვანდა. მას შემდეგ ხატვა აქტიურად გავაგრძელე. ერთ დღეს, სრულიად შემთხვევით, ამერიკელი აგენტისგან, ლიზ ვუდისგან შეტყობინება მივიღე – პირველი მიწვევა ვენეციის მე-60 ბიენალეზე. გამოფენაში მონაწილეობას ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები, მსოფლიოს 384 ქვეყნიდან იღებდნენ. გამოფენის ბოლოს კონკურსი ჩატარდა, რომელშიც გავიმარჯვე და 10 საუკეთესო ხელოვანს შორის მოვხვდი. შვიდმა კრიტიკოსმა, რომლებიც გამოფენას ესწრებოდნენ, ჩემს ტექნიკას უმაღლესი შეფასება მისცეს. ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, ამის გააზრება, დაჯერება ჯერ კიდევ მიჭირს. დიდი წარმატების შემდეგ თბილისში დავბრუნდი. ამ მიმართულებით ჩემი გზა თავისთავად განვითარდა. 2024 წლის დეკემბერში, ფლორიდაში, „არტ ბაზელზე“ მიმიწვიეს. გამოფენაზე 6 დიდი ნახატით წარვდექი. ჩემი ნამუშევრების გვერდით კი სალვადორ დალის და ჩემი საყვარელი მხატვრის, რომლის პოსტერებსაც მთელი ბავშვობა ვაგროვებდი, ჯოან მიროს ნახატები ეკიდა. იმ შეგრძნებების და ემოციების სიტყვებით გადმოცემა, რაც იმ მომენტში განვიცადე და რასაც ვგრძნობ, ძალიან რთულია. ეს ყველაფერი ზღაპარს ჰგავდა, თუმცა, რეალობა იყ რა ეტაპია ახლა თქვენს შემოქმედებით ცხოვრებაში? აპრილში ნიუ-იორკში, Artexpo-ზე ვარ მიწვეული. ჩემი ნახატები 24 მაისს, კანის კინოფესტივალზე, მთავარ სივრცეში იქნება გამოფენილი. 1719 ოქტომბერს, პარიზში კარუსელ დე ლუვრის მხატვართა გამოფენაში მივიღებ მონაწილეობას. ასევე, მიწვეული ვარ ფლორიდაშიც 2025 წლის „არტ ბაზელზეც“. ბევრი შემოთავაზება მაქვს ქართველი დიზაინერებისგან. ჩემთვის საინტერესოა ჩიკაგოდან მიღებული წინადადება, მიუზიკლის კოსტიუმების მხატვარი ვიყო. ვნახოთ როგორ განვითარდება ყველაფერ მოგვიყევით, როგორია თქვენი მუშაობის პროცესი? ეს პროცესი ჩემთვის კალეიდოსკოპში ყურებას ჰგავს, სადაც ფიგურები სხვადასხვა განზომილებაში მოძრაობენ, ამ დროს კი მე ყველაფერს ვიჭერ, ვიმახსოვრებ და შემდეგ ვხატავ. ნახატები ჯერ ჩემს გონებაში ჯაზის ფონზე იხატება. ხატვის დაწყებამდე დიდხანს ვფიქრობ. თავდაპირველად ცარიელ ფორმატს ვიღებ, წინ ვიდებ და ვუყურებ. სივრცეში, ადამიანების უკან მუდმივად ვხედავ ფიგურებს, ქალებს, კაცებს, ბავშვებს, მითოლოგიურ პერსონაჟებს, გლადიატორებს, მეომრებს, ცხოველებს. ჩემს მიერ დანახულ ფიგურებს, პერსონაჟებს წარმოსახვაში ვაცმევ, კონკრეტული ამბის სცენარს ვაწყობ, კომპოზიციას წარმოვიდგენ და ფორმატზე ამის შემდეგ გადამაქვს. ხატვას პირდაპირ აკრილის მარკერებით, საღებავებით, ტუშით ვიწყებ და ვასრულებ. არასდროს დამიხატავს ფანქრით და არ გამომიყენებია საშლელ ეხმაურება თუ არა თქვენი ნახატები გარკვეულ თემას? ყველა ნახატი ჩემი განვლილი ცხოვრების შესახებ ჰყვება ამბავს. ხშირ შემთხვევაში თემა თავისუფალია, თუმცა, მაქვს გარკვეული ნახატები, რომლებიც ჩემი შინაგანი მდგომარეობის გამოძახილია, ის, რაზეც ბევრს ვფიქრობ. დედაჩემის ავადმყოფობისას ნახატი სახელად „დემენცია“ დავხატე, სადაც ჩემი ემოციები და განცდებია გადმოცემული. ყველა ნამუშევარს ჩემი საყვარელი კომპოზიციების სახელებს ვარქმე როგორი იყო თქვენი ცხოვრება ხატვამდე? ძალიან კარგად ვსწავლობდი, განსაკუთრებით, ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო საგნებს. თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის გამოთვლითი ტექნიკისა და ეკონომიკის ფაკულტეტები დავამთავრე. გარკვეული პერიოდის შემდეგ საკუთარი საქმიანობა წამოვიწყე, რომელიც დღემდე წარმატებით მუშაობს. კომპანია, შპს „თბილტექსტილი“ დავაფუძნე, რომლის ძირითადი მიმართულება კომპიუტერული ქარგვაა. მომსახურებას სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიებს ვუწევთ. აგრეთვე, ვქარგავთ, ვკერავთ პერსონალურ ხალათებს და თეთრეულს. გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩემი ტექსტილისთვის პრინტის შექმნაზე დავიწყე ფიქრი. მაშინ ვეძებდი ვინმეს, ვინც ჩემს იდეებს დახატავდა, რადგან თავად ხატვა არ შემეძლო, თუმცა, დღეს ახალი სასიამოვნო რეალობის წინაშე აღმოვჩნდ რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში ხატვის დაწყების შემდეგ? ამ მოვლენამ ჩემი ცხოვრება მთლიანად ამოაყირავა. გავაცნობიერე, რომ ყოველთვის შეგიძლია გააკეთო ის, რაც წარმოუდგენლად მიგაჩნია და ახალი ნიჭის აღმოჩენა ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი. ჩემი თაობის წარმომადგენლები მეუბნებიან, რომ მათთვის მოტივაცია გავხდი. მოულოდნელად ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდი, მოსწონთ ის რასაც ვქმნი. ხშირად იმის დაჯერება, რაც ჩემ თავს ხდება, მიჭირს და ამჟამად, ახალ რეალობას თავადვე ვეგუები. ხატვის დაწყების შემდეგ, მივხვდი, რომ ამ ცხოვრებაში რაღაც ღირებული შევქმენი და ჩემი ნახატები სხვა ადამიანების სახლებსა და სივრცეში ჩემს შემდეგაც გააგრძელებენ ცხოვრება როგორ შეაფასებდით თქვენს ნამუშევრებს? ყველა ნახატს თავისი შინაარსი და ისტორია აქვს. მათში სიცოცხლე და ფერები იგრძნობა. ვფიქრობ, მთელი სიცოცხლის განმავლობაში დაგროვილ შთაბეჭდილებებს, ემოციებს, განცდებს ახლა ამ ფორმით ვაზიარებ.
გაგვიზიარეთ თქვენი სამომავლო გეგმები...
თბილისში დიდი, საინტერესო ფორმატის პერსონალური გამოფენის მოწყობას ვგეგმავ. ჩემი შემოქმედების მთავარი შთაგონების წყარო ბებია და ბაბუაა, რომლებმაც გამზარდეს და ჩემი სიყვარული მათ მიმართ განსაკუთრებულია. ბაბუაჩემმა ოთარ ლაზიშვილმა საქართველოში ტექსტილის წარმოებას ჩაუყარა საფუძველი. მსურს, ის ყველაფერი, რასაც ვხატავ ნაჭრებზე გადავიტანო და ამ საქმიანობის მასშტაბები გავზარდო.









