ქართული მხატვრობა საერთაშორისო აუქციონებზე ბიდინგის ზრდასთან ერთად მსოფლიო ყურადღებას იპყრობს

ქართველი მხატვრების ნამუშევრები საერთაშორისო სახელოვნებო აუქციონებზე მაღალი ინტერესით და ღირებულებით სარგებლობს. ქართველი მხატვრების მიერ შექმნილი უნიკალური ტილოები მსოფლიოს ისეთ წამყვან აუქციონებზე იყიდება, როგორებიცაა: „სოტბი“, „კრისტი“, „ბონჰამსი“. აღნიშნული, არა მხოლოდ ქართველი მხატვრების შემოქმედების აღიარებაზე მიგვანიშნებს, არამედ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო სახელოვნებო ასპარეზზე გატანის მნიშვნელობაზეც.
საერთაშორისო აუქციონის ჩანაწერები ინფორმაციას ინახავს, აუქციონებზე გაყიდული ყველაზე ძვირადღი რებული ქართველი მხატვრების ნამუშევრების შესახებ, რომელთაგან რამდენიმე მათგანს გაგიზიარებთ.
2015 წელს, „კრისტის“ აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ტილო Arsenal Hill at Night „არსენალის მთა ღამით“ 1,486 000 დოლარად გაიყიდა.
ნიკო ფიროსმანის ფერწერული ნამუშევარი Roe Deer Drinking from a stream „ირემი“ 2016 წელს, ლონდონში „სოტბის“ აუქციონზე 917,000 დოლარად გაიყიდა.
2018 წელს „სოტბის“ აუქციონზე, რეკორდულ ფასად – 2.230 000 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა ნიკო ფიროსმანის ტილო Georgian Woman Wearing a Lechaki „ქართველ ქალს აცვია ლეჩაქი“.
ქართველი მხატვრის, გიგო გაბაშვილის სურათი — „სამარყანდის ბაზარი“ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასების მქონე ნამუშევარია, რომელიც „კრისტის“ აუქციონზე 2006 წელს 1.360 000 დოლარად გაიყიდა.
აღსანიშნავია, მერაბ აბრამიშვილის ტილოები — „ედემის ბაღი“ და „კუმაონის კაციჭამია“, რომლებიც 2020 წელს, ლონდონში, „სოტბის“ აუქციონზე 67,337 და
58,920 დოლარად გაიყიდა. 2021 წელს კი კვიპროსზე გამართულ აუქციონზე, მხატვრის ტილო „ბოლო ვახშამი“ 55,000 ევროდ გაიყიდა. ეს კი უკვე მისი მეორე ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარი გახლდათ.
საერთაშორისო ასპარეზზე ქართველი მხატვრების წარმატება თანამედროვეთა სახითაც გრძელდება. 2025 წელს, „ბონჰამსის“ აუქციონზე თანამედროვე ქართველი მხატვრის, ნინიკო მორბედაძის ნამუშევარი „კაცი გზაზე მიდიოდა“ ყველაზე ძვირადღირებული ლოტი აღმოჩნდა და 29,300 დოლარად გაიყიდა.







