ქართული შტრიხები დიორის რუკაზე თამარ დე ლეტე ვაჩნაძის დიზაინი და კოლაბორაცია

ქართული მოდის ისტორია მდიდარია გამორჩეული ფიგურებით, რომლებიც სხვადასხვა ეპოქაში თავიანთი ნიჭითა და ხელოვნებით საერთაშორისო ასპარეზზე აღმოჩნდნენ. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი სახეა თამარ დე ლეტე ვაჩნაძე – ქართველი არისტოკრატი და მხატვარი, რომლის შემოქმედებამ მეოცე საუკუნის ფრანგული მოდის ერთერთ უმთავრეს ფურცელზე თავისი ადგილი დაიკავა. მისი ესკიზები და დიზაინი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მოდის სახლის, „დიორის“ რუკაზე გაჩნდა.



