მსოფლიოს მასშტაბური სპორტული ღონისძიებები

2025 წელი სპორტულ გლობალურ არენაზე განსაკუთრებულად გამორჩეული იყო. ქართველი სპორტსმენები სულ უფრო ხშირად გვხვდებიან უდიდესი საერთაშორისო ტურნირების მთავარ სცენაზე და თავიანთი წარმატებებით თითოეულ ქართველს დიდ სიამოვნებას გვანიჭებენ. საფეხბურთო თუ საკალათბურთო არენებზე ქართველთა მიღწევებმა ისტორიული მნიშვნელობა შეიძინა, რაც ქვეყნის სპორტული განვითარების ახალი ეტაპის დასაწყისია.
ᲤᲘᲤᲐᲡ ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ ᲡᲐᲙᲚᲣᲑᲝ ᲩᲔᲛᲞᲘᲝᲜᲐᲢᲘ
2025 წელს „ფიფას“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უმასპინძლა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ეგიდით 21-ე საკლუბო ჩემპიონატის გათამაშება წინამორბედების გან რადიკალურად განსხვავებული იყო. 2025 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფორმატი მნიშვნელოვნად შეიცვალა და მასში 6 საფეხბურთო კონფედერაციის 32-მა კლუბმა მიიღო მონაწილეობა. მატჩები აშშ-ს 12 ქალაქში ჩატარდა, 32 კლუბი კი რვა ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდა. დაძაბული მატჩების სერიის შემდეგ ფინალში ერთმანეთს ლონდონის „ჩელსი“ და ფრანგული „პარი სენ-ჟერმენი“ დაუპირისპირდნენ. გადამწყვეტ შეხვედრაში ინგლისურმა გუნდმა დამაჯერებლად ითამაშა და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ „ჩელსიმ” მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ისტორიაში პირველად მოიგო.
ქართველი გულშემატკივრების ყურადღება ფინალის მიმართ განსაკუთრებული იყო. გადამწყვეტი მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა ხომ ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია იყო. მან ჩემპიონატზე „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში ბრწყინვალე თამაში აჩვენა და გუნდის ფინალამდე მიღწევაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. მისი ასპარეზობა საერთაშორისო მედიისა და გულშემატკივრების ყურადღების ცენტრში მოექცა, რაც ქართულ ფეხბურთში ისტორიულ მოვლენად იქცა.
აღსანიშნავია, რომ „ფიფამ“ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის განრიგი და ტურნირის მატჩების მასპინძელი სტადიონები უკვე დაასახელა. ისტორიაში პირველად, მუნდიალზე 48 გუნდი ითამაშებს და ჯამში 104 შეხვედრა ჩატარდება. აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით მატჩს მეხიკოში მდებარე სტადიონი „აცტეკა“ უმასპინძლებს. სიმბოლურია, რომ სწორედ ამ სტადიონზე 1970 და 1986 წლების მუნდიალების ფინალი ჩატარდა. პლანეტის პირველობის ფინალი კი აშშ-ში, ქალაქ ნიუ ჯერსის MetLife Stadium-ზე ჩატარდება, რომელიც 82 500 მაყურებელს იტევს.
ᲔᲕᲠᲝᲑᲐᲡᲙᲔᲢᲘ
წელს ქართული სპორტული წარმატებები მხოლოდ ფეხბურთით არ შემოიფარგლა. 2025 წელს გამართული ევრობასკეტიც განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. კონტინენტის პირველობას ოთხმა ქვეყანამ — ლატვია, პოლონეთი, კვიპროსი და ფინეთი — უმასპინძლა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კი ისტორიულ შედეგს მიაღწია. გუნდმა ჯგუფური ეტაპი წარმატებით გადალახა და მსოფლიოს წამყვან გუნდებთან ღირსეული ბრძოლა გამართა. ევრობასკეტზე ზედიზედ მეექვსედ გასულმა საქართველოს ნაკრებმა მეოთხედფინალში იასპარეზა და გულშემატკივრებს უდიდესი სიამოვნება აჩუქა.
სერბი სპეციალისტის, ალექსანდარ ჯიკიჩის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა მოქმედი ჩემპიონის, ესპანეთის დამარცხება და პლეი-ოფის საგზურის მოპოვება შეძლო, შემდეგ, მერვედფინალში საფრანგეთის ნაკრებს სძლია, მეოთხედფინალში კი ფინეთთან დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ ქართველი კალათბურთელები გამოირჩეოდნენ როგორც გუნდური თამაშით, ისე ინდივიდუალური ოსტატობით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანა თავის ადგილს საერთაშორისო არენაზე, საკალათბურთო მიმართულებითაც მყარად იკავებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ახალგაზრდა მოთამაშეების ასპარეზობა, რომლებმაც მსოფლიო ყურადღება მიიპყრეს და ევროპის წამყვანი კლუბების სკაუტების ინტერესიც გააღვივეს.
ᲡᲣᲞᲔᲠ-ᲑᲝᲣᲚᲘ
კიდევ ერთი მსოფლიო მასშტაბის სპორტული ღონისძიებაა სუპერ-ბოული. ეს გახლავთ ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის (NFL) სეზონის ფინალური მატჩი.
აღსანიშნავია, რომ სუპერ-ბოული მხოლოდ სპორტული დაპირისპირება არ არის. ეს კულტურული ფენომენია. მატჩის მსვლელობა პირდაპირ ეთერში მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში გადაიცემა და მას მილიარდობით ადამიანი ადევნებს თვალს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა „ჰალფთაიმ შოუს“ — მატჩის შესვენებისას გამართულ გრანდიოზულ მუსიკალურ წარმოდგენას, რომელშიც მსოფლიოს ვარსკვლავები მონაწილეობენ. „ჰალფთაიმ შოუს“ მონაწილეები სხვადასხვა დროს ყოფილან — მაიკლ ჯექსონი, ბიონსე, ბრუნო მარსი, ქოლდფლეი, ლეიდი გაგა, ჯასტინ ტიმბერლეიკი და სხვები. 2025 წლის სუპერ-ბოულის „ჰალფთაიმ შოუს“ მთავარი ფიგურა კი კენდრიკ ლამარი გახლდათ. ბილბორდის მონაცემებით, მის პერფორმანსს 133 მილიონმა მაყურებელმა ადევნა თვალი, რაც გასული წლის ჰედლაინერის, აშერის შედეგს (129 მილიონი) აჭარბებს. ამასთან, კენდრიკ ლამარი გახდა პირველი სოლო რეპერი ისტორიაში, რომელიც სუპერ-ბოულის „ჰალფთაიმ შოუს“ მთავარი ჰედლაინერი იყო.
„ჰალფთაიმ შოუ“ ხშირად ისეთივე სანახაობრივია, როგორც თავად მატჩი და მას მილიონობით მაყურებელი ელოდება, უფრო დიდი მოლოდინითაც კი, ვიდრე თამაშს. სუპერ-ბოულის დღე ამერიკაში ფაქტობრივად ეროვნულ დღესასწაულად იქცა. ოჯახები და მეგობრე ბი იკრიბებიან მატჩის საყურებლად, ამ დროს საეთერო რეკლამის დრო ყველაზე ძვირადღირებული ხდება და კომპანიები, სპეციალურად ამ დღისთვის, უნიკალურ, კრეატიულ ვიდეოებს ამზადებენ. სპორტი, შოუ და კო მერცია სუპერ-ბოულში ერთიანდება და ქმნის მოვლე ნას, რომელიც ყოველ წელს სპორტის ჩარჩოებს სცდე ბა და მსოფლიო კულტურის ნაწილად იქცევა.
რაც შეეხება 2025 წლის სუპერ-ბოულს. NFL-ის 2024/25 წლების სეზონის კულმინაციას ნიუ ორლეანმა უმასპინ ძლა, სადაც სუპერ ბოულის ჩემპიონობისთვის ერთმა ნეთს „ფილადელფია იგლზი“ და „კანზას სიტი ჩიფსი“ დაუპირისპირდნენ. მატჩი ფილადელფიელების გამარ ჯვებით, 40-22 დასრულდა. „ფილადელფია იგლზმა“ ამერიკული ფეხბურთის მთავარი თასი ისტორიაში მეო რედ მოიგო. გუნდმა პირველი გამარჯვება 2017 წელს იზეიმა. მის მეტოქე „კანზა სიტი ჩიფსს“ კი სუპერ-ბოუ ლის ჩემპიონის სტატუსი 4-ჯერ აქვს მიღებული.




