ღვინის სპა თერაპია და არომატით შექმნილი შუხმანის ღვინის კომპლექსი

შუხმანის ღვინის შატო და სპა — ეს არის ღვინის კომპლექსი, სადაც ვაზი და ღვინო მხოლოდ სასმელი კი არა, ცხოვრების სტილის, დასვენების და განტვირთვის საშუალებაა. შუხმანის კომპლექსი დაუვიწყარი გამოცდილებაა, რომელიც ერთდროულად ქართულ სტუმართმოყვარეობას, ისტორიულ გარემოს, ულამაზეს პეიზაჟებს და მაღალი დონის სერვისს აერთიანებს. შატოს კომპლექსის ტერიტორიაზე განლაგებულია ვენახები, ტრადიციული და თანამედროვე სტილის მარნები, დახვეწილი რესტორანი და, რა თქმა უნდა, სპა ცენტრი, რომელიც დასვენებისთვის სრულყოფილ გარემოს ქმნის.
სპა ცენტრის მთავარი კონცეფცია დამყარებულია ღვინის თერაპიაზე — ვინოთერაპიაზე, რაც გულისხმობს ყურძნის წიპწის ზეთის, ღვინის ნარჩენების, ვენახის ფოთლებისა და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოყენებას, ჯანმრთელობისა და სილამაზის გაჯანსაღებისთვის. ღვინის კოსმეტიკა მიიღება მათივე სათუთად მოვლილი ვენახებისგან, ღვინის კოსმეტიკის შეძენა კი მხოლოდ სპაშია შესაძლებელი. ვინოთერაპიას დღეს მთელ მსოფლიოში მაღალი შეფასება აქვს, რადგან მასში შემავალი ანტიოქსიდანტები დაბერების პროცესებს აქტიურად ებრძვიან, აჯანსაღებენ კანს, აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას და გააჩნიათ ანტისტრესული მოქმედება. შუხმანის სპა-სივრცე მოიცავს სხვადასხვა თერაპიულ მომსახურებას, როგორიცაა ღვინის აბაზანა, მასაჟები ღვინის ზეთით, ყურძნის პილინგები და სხვა.
შუხმანის კომპლექსი აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ მწარმოებლებთან და ეკო-მეურნეობებთან, რათა სპა პროცედურებში გამოყენებული მასალები მაქსიმალურად ნატურალური და ორგანული იყოს. ამ ყველაფერს ემატება კომპეტენტური სპეციალისტების გუნდი, რომლებიც ინდივიდუალურად განიხილავენ თითოეული სტუმრის საჭიროებებს და ქმნიან პერსონალიზებულ სპა პროგრამებს. შუხმანის გუნდის მიზანია ღვინის ჯადოსნური თვისებების სხეულზე განცდა.
სასტუმრო ნომრები გათვლილია სხვადასხვა ტიპის დამსვენებელზე — წყვილებზე, ოჯახებზე ან სოლო-მოგზაურებზე, რომლებიც სიმშვიდეს, ბუნებასთან სიახლოვეს და ხარისხიან დასვენებას ეძებენ. სტანდარტული და დელუქს კლასის ნომრები გამოირჩევა დახვეწილი ინტერიერით, სადაც ტრადიციული ქართული ელემენტები თანამედროვე კომფორტს ერწყმის. ხის იატაკი, თბილი ფერები, ბუნებრივი ტექსტურები და პანორამული ხედები ალაზნის ველზე და კავკასიონზე — ეს ყველაფერი ქმნის განსაკუთრებულ ატმოსფეროს, რომელიც დამსვენებელს კომფორტულად აგრძნობინებს თავს.
შუხმანის სასტუმრო სივრცე არ არის მხოლოდ ფიზიკური დასვენების ადგილი — ეს არის ემოციური და ესთეტიკური გამოცდილება.






