Georgian Airways ჟურნალი ENG
მოგზაურობა

ელენე დუმბაძის ლინზით დანახული მოგზაურობა პულიაში

ელენე დუმბაძის ლინზით დანახული მოგზაურობა პულიაში

რა გახდა თქვენთვის პულიაში მოგზაურობის მოტივაცია? პულიაში წასასვლელად კონკრეტული მოტივაცია მქონდა. სოციალურ ქსელში ვნახე ვიდეო, სადაც ნაჩვენები იყო შუაგულ ზღვის მღვიმეში განთავსებული ზღაპრული რესტორანი, პირდაპირ ტალღების ზემოთ. ამ ჯადოსნურმა ატმოსფერომ სრულიად მომხიბლა და მისი მოძიება მიზნად დავისახე.

გაგვიზიარეთ პირველი შთაბეჭდილებები, რომლებიც პულიაში ჩასვლისას გაგიჩნდათ...

წარმოდგენა არ მქონდა რა დამხვდებოდა, ამიტომ, ყველაფრისადმი ღია ვიყავი. ბუნების დიდი მოყვარუ ლი ვარ და მაშინვე დავაფასე უსასრულო ზეთისხილის ხეებსა და ვენახებში გაჭრილი გზა. საინტერესო ფაქტი: იტალიის ზეთისხილის ზეთის 40% სწორედ პულიაში იწარმოება, სადაც დაახლოებით 60 მილიონი ზეთისხილის ხეა. ზოგიერთი მათგანი 1000 წელს არის გადაცილებული და კვლავ ისხამს ნაყოფს!

სასტუმრო, სადაც გავჩერდი, ადრე ფერმა იყო, რომელიც ამ სასოფლო-სამეურნეო მიწებში მდებარეობს. თუ პულიაში მოგზაურობას გეგმავთ, გირჩევთ Masseria Torre Maizza, Rocco Forte-ს სასტუმროს. ის იდეალურადაა განთავსებული პატარა ქალაქებს შორის, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ.

გაიხსენეთ ყველაზე დასამახსოვრებელი ადგილები ან მომენტები მოგზაურობიდან...

ჩემს დაბადების დღეზე მოვინახულეთ Grotta di Castellana – მღვიმე, რომელიც დაახლოებით 90 მილიონი წლისაა და მიწის ქვეშ 122 მეტრის სიღრმეში ჩადის. ეს იყო ნამდვილი დროში მოგზაურობა, რამაც ჩემი ერთი დამატებული წლის ფაქტი სრულიად უმნიშვნელო გახადა. თუმცა, თუ კლაუსტროფობია გაწუხებთ, იქ ჩასვლას არ გირჩევთ. ზედა დონეებზე, უნიკალური აკუსტიკის გამო, ხანდახან კონცერტები და თეატრალური წარმოდგენები ტარდება. იმავე საღამოს სწორედ იმ რესტორანში წავედით, რომელიც პულიაში წასვლის მთავარი მიზეზი იყო – Grotta Palazzese.

ის ნამდვილად ჯადოსნური აღმოჩნდა. ვახშმობისას ისეთი შეგრძნება დაგეუფლებათ, თითქოს, თქვენ ქვემოთ ქალთევზები ცურავენ.

სტუმრობის საუკეთესო დრო საღამოა, როცა ჯერ კიდევ სუსტად არის შემორჩენილი დღის სინათლე და არც ღამე დამდგარა. ვახშმის ბოლოს კი შესაბამისი დესერტი მოიტანეს – ქვიშის ციხესიმაგრე და ნიჟარა მარგალიტით.

აღმოაჩინეთ თუ არა რეგიონის დამალული მარგალიტები ან მხარისთვის დამახასიათებელი საიდუმლოებები, რომელთა შესახებაც ინფორმაცია სამოგზაურო პლატფორმებზე ხელმისაწვდომი არ არის? რა თქმა უნდა! ჩემმა მეგობარმა სასტუმრო Palazzo Daniele მირჩია, რომელიც პატარა ქალაქში – Gagliano del Capo-ში მდებარეობს. სამწუხაროდ, რთული შესვლის პროცესის შესახებ არ გამაფრთხილა. ამასთან დაკავშირებით პატარა ისტორიას მოვყვები: თავდაპირველად, ეს პალაცო საოჯახო რეზიდენცია იყო. შემდეგ კი უნიკალურ სასტუმროდ გარდაიქმნა, ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერ ფრანჩესკო პეტრუჩის მიერ. შესაბამისად, ხელოვნების კვალი იგრძნობოდა ყველგან! ეს არის ნამდვილი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ისტორიისა და თანამედროვეობის ჰარმონიული შერწყმა, რაც ლუდოვიკა სერაფინიმ და რობერტო პალომბამ შესანიშნავად განახორციელეს.

გადავალ მეტად სახალისო ნაწილზე: სასტუმროში მისვლისას შესასვლელს ვერ მივაგენით. გრძელი კედლის შუაში უბრალო კარი იყო, რომელსაც წარწერა საერთოდ არ ჰქონდა, იყო მხოლოდ ერთი ზარი. მივაჭირე ამ ზარს და გაისმა ხმა, რომელმაც მკითხა სასტუმროს სტუმრები თუ ვიყავით, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შევიდოდით. უსირცხვილოდ, წამში მოვიგონე ამბავი, თითქოს, სასტუმროს ქორწილის გადასახდელად განვიხილავდით და უნდა დაგვეთვალიერებინა – ამ ამბავმა იმუშავა! კარი გაიღო და ელეგანტური მამაკაცი წინ გაგვიძღვა, ყველა კუთხე შემოგვატარა. ყველაფერი გამორჩეული იყო ინტერიერიდან დაწყებული, სამზარეულოთი დასრულებული, სადაც თავად ეგრეთ წოდებული ნონები იყვნენ მზარეულები. იქ თავს ისე გრძნობ, როგორც სტუმარი მეგობრის სახლში და არა, როგორც სასტუმროს რიგითი კლიენტი. ჩემი ფავორიტი კი ბარი იყო.

რა გავლენა იქონია თქვენს მოგზაურობაზე და რეგიონის აღქმაზე თვითონ მგზავრობის პროცესმა? თვითონ მოგზაურობის პროცესი ამ მშვენიერი გამოცდილების დიდ ნაწილს შეადგენს. Georgian Airways-ის პირდაპირი რეისით რომში ჩავედით, იქ კაბრიოლეტი ვიქირავეთ და სამხრეთისკენ გავემართეთ. ამ მოგზაურობამ საშუალება მოგვცა გზად დამატებით საინტერესო ადგილები აღმოგვეჩინა.

გამოწვევები ან მოულოდნელი სიურპრიზები, რომლებიც გზაზე შეგხვდათ...

ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი დაგვხვდა ბარიში, რომელსაც გზად გავდიოდით. ვიცოდი, რომ იქ წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია იყო, სადაც მისი წმინდა ნაწილებია დაკრძალული. მის მოსანახულებლად შევჩერდით. შიგნით შესვლისას საკმაოდ ბევრი ხალხი და სადღესასწაულო ატმოსფერო დაგვხვდა. მალე შევიტყვეთ, რომ წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღე იყო – დღე, როდესაც მისი წმინდა ნაწილები ბარიში გადმოასვენეს. ეს იყო საოცარი დამთხვევა და გამოცდილება.

კულტურული და კულინარიული გამოცდილება რომელსაც ამ მოგზაურობაში გამოარჩევდით? აუცილებლად უნდა აღინიშნოს რესტორანი Osteria del Tempo Perso ქალაქ ოსტუნიში, სადაც შესანიშნავი ადგილობრივი სამზარეულოა.

ჩემთვის კიდევ ერთი აღმოჩენა იყო Caffe Leccese. აქ ყავას სპეციალური წესით ლეჩედან ამზადებენ. ყავა ცხელი ესპრესოს ყინულზე დასხმით მზადდება და შემდეგ ტკბილი ნუშის სიროფით გვირგვინდება.

გაქვთ თუ არა პრაქტიკული რჩევები და ხრიკები, რომლებსაც გაუზიარებდით მათ, ვინც პულიაში სტუმრობას პირველად აპირებს? გირჩევთ იქირაოთ მანქანა. პულიას გამოცდილება სხვადასხვა პატარა ქალაქში ყოველდღიური გასეირნებისგან შედგება. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთის გან შორს არ მდებარეობს, ყველა მათგანი განსხვავებულია.

დასამახსოვრებელი ქალაქები, რომლებიც ვნახე არის: Ostuni, Polignano a Mare, Alberobello (UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი) და აღმოსაჩენი კიდევ უამრავია.

რითი გამოარჩევდით პულიაში მოგზაურობას თქვენი წინა მოგზაურობებიდან? პულია ძალიან ავთენტიკურია. იქ პირდაპირ უკავშირდები ბუნებას, ისტორიას და მემკვიდრეობას. ეს იდეალური ადგილია სწრაფი, თანამედროვე ცხოვრების რიტმისგან თავის დასაღწევად. შეგიძლია დაისვენო, დაიმუხტო და არაჩვეულებრივი, გამორჩეული გარემოთი დატკბ აპირებთ თუ არა დაბრუნებას პულიაში სამოგზაუროდ?** მინდა პულიას უკიდურეს სამხრეთით მდებარე ქალაქები ვნახო. იტალიის ეგრეთ წოდებულ ჩექმის ქუსლის წვერში ჩავიდე!

ᲔᲚᲔᲜᲔ ᲓᲣᲛᲑᲐᲫᲘᲡ ᲒᲖᲐᲕᲜᲘᲚᲘ GEORGIAN AIRWAYS-ᲘᲡ ᲛᲒᲖᲐᲕᲠᲔᲑᲡ

ძვირფასო Georgian Airways-ის მგზავრებო, იმედია, მოგეწონათ ჩემი გამოცდილების გაზიარება. თუ პულიაში წასვლას გადაწყვეტთ და შეკითხვები გექნებათ, დიდი სიხარულით გიპასუხებთ. გამომყევით და დამიკავშირდით Instagram-ზე: @ellendumbadze, სადაც სხვა მოგზაურობების შესახებაც ვაზიარებ ჩემს შთაბეჭდილებებს.

კიდევ წაიკითხეთ

„ჯორჯიან ეარვეისის“ მრავალწლიანი პარტნიორი
ავიაცია

„ჯორჯიან ეარვეისის“ მრავალწლიანი პარტნიორი

„ჯორჯიან ეარვეისი“ უკვე მრავალი წელია თბილისსა და ამსტერდამს პირდაპირი რეისით აკავშირებს, „KLM“ ჩვენი მრავალწლიანი პარტნიორია. „ჯორჯიან ეარვეისს“ და „KLM“-ს „Code Share“ ხელშეკრულება აკავშირებს და მგზავრებს თბილისიდან ამსტერდამში, ხოლო ამსტერდამიდან მხოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით,…

Airplane mode On
ავიაცია

Airplane mode On

**რატომ გვთხოვენ ეკიპაჟის წევრები ფრენის დროს მობილური ტელეფონების გადაყვანას Airplane Mode-ზე?** ავიაცია იყენებს ძალიან მგრძნობიარე რადიოსიხშირეებს, რომლებიც აუცილებელია როგორც დისპეტჩერთან კომუნიკაციისთვის, ასევე ნავიგაციისთვის. აქტიური მობილური მოწყობილობების დიდმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს რადიოსიხშირეების შეფერხება.

ამსტერდამი/AMSTERDAM
მოგზაურობა

ამსტერდამი/AMSTERDAM

წარმოიდგინეთ ქალაქი, სადაც არხების ხმაური მანქანების ხმაურს ანაცვლებს, ადამიანები ველოსიპედებით გადაადგილდებიან და ძველი შენობების ფონზე თანამედროვე ცხოვრება მშვიდად მიედინება. ეს ამსტერდამია, ნიდერლანდების განსაკუთრებული ქალაქი, სადაც ისტორია, ხელოვნება და თავისუფალი აზრი ერთ სივრცეში…