Georgian Airways ჟურნალი ENG
ლაიფსტაილი

თანამედროვე ოქროს სამკაულის ბრენდი BLURE ქრონოგრაფში

თანამედროვე ოქროს სამკაულის ბრენდი BLURE ქრონოგრაფში

გაიცანით თანამედროვე დიზაინით შექმნილი, ოქროს სამკაულების ბრენდი – BLURE, რომელიც სილამაზისა და სიძლიერის შერწყმის ემოციურ ამბავს მოგვითხრობს. ბრენდის კონცეფცია და დიზაინი ოკეანის სიღრმით და სირინოზების მისტიკური ხიბლითაა შთაგონებული. ეს იდეა განსაკუთრებით იგრძნობა Wave, Sea Cut და Mystic კოლექციებში, სადაც ზღვის ტალღების დინამიკა, ბუნებრივი ფორმები და იდუმალება ოქროს სამკაულებში ცოცხლდება.

BLURE-ის სამკაულში ფემინური ენერგია იმალება, რომელიც ერთდროულად მიმზიდველი, იდუმალი და მომაჯადოებელია. ამ სიღრმეს კი მხოლოდ ის შეიგრძნობს, ვინც სილამაზეს ზედაპირზე არ ეძებს. სწორედ ამიტომ ბრენდის კოლექციებში შეგხვდებათ ისეთი ელემენტები, რომლებიც ქალებში ერთი შეხედვით შეუმჩნეველ სიძლიერეს გამოხატავენ. Allure კოლექციაში მარგალიტი შინაგანი სილამაზისა და იმედის სიმბოლოდ გვევლინება, ხოლო კოლექცია Knots თავისი დახვეწილი ფორმებით ქალის შინაგანი სამყაროს კომპლექსურობას და ემოციურ სიღრმეს გადმოსცემს.

BLURE-ის თითოეული ნამუშევარი ხელნაკეთია, რაც მათ უნიკალურობას და განსაკუთრებულ ღირებულებას ანიჭებს. ყველა დეტალი გამორჩეული ტექნიკით და ყურადღებით მზადდება, რათა ყველა ქალბატონმა შეიგრძნოს ის ემოციები რაც ამ სამკაულების შექმნაშია ჩაქსოვილი.

BLURE-ის სამკაული პრემიუმ ესთეტიკისა და ხელმისაწვდომობის ჰარმონიული შერწყმაა, რაც ბრენდის კოლექციებს სხვადასხვა ბიუჯეტისა და სტილის მქონე მომხმარებლისთვის მიმზიდველს ხდის.

თავად აღმოაჩინეთ BLURE-ის კოლექცია ქრონოგრაფში და შეიგრძენით საიუველირო ხელოვნების ახალი, უსაზღვრო ჰორიზონტი.

კიდევ წაიკითხეთ

გამორჩეული საცხოვრებელი ძველ ბათუმში
ლაიფსტაილი

გამორჩეული საცხოვრებელი ძველ ბათუმში

„ადმირალ რეზიდენსი“ ბათუმის ისტორიულ უბანში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარეობს და მხოლოდ 13 ბინას აერთიანებს. პროექტი მყუდრო საცხოვრებელ გარემოს ქმნის, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა არქიტექტურას, მდგრადობას, მასალების ხარისხს და სიმყუდროვეს.

ქრონოგრაფის ისტორია ახალ სივრცეში გრძელდება
ლაიფსტაილი

ქრონოგრაფის ისტორია ახალ სივრცეში გრძელდება

ქრონოგრაფი საქართველოში ლუქს სამყაროს გამორჩეული სახელია – სივრცე, სადაც საათების, სამკაულებისა და აქსესუარების მსოფლიოს წამყვანი ბრენდები ერთიანდება. მისი პორტფოლიო აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: Chopard, Hublot, Breguet, Messika, Chaumet და სხვა.