ქრონოგრაფის ისტორია ახალ სივრცეში გრძელდება

ქრონოგრაფი საქართველოში ლუქს სამყაროს გამორჩეული სახელია – სივრცე, სადაც საათების, სამკაულებისა და აქსესუარების მსოფლიოს წამყვანი ბრენდები ერთიანდება. მისი პორტფოლიო აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: Chopard, Hublot, Breguet, Messika, Chaumet და სხვა.
2026 ქრონოგრაფისთვის მნიშვნელოვანი სიახლეებისა და განვითარების წელია. ამ წლის მთავარი მოვლენა კი ახალი სივრცის გახსნაა, სადაც Montblanc-ი და Messika დამოუკიდებელი Shop-in-shop სივრცეებით იქნება წარმოდგენილი. ეს ეტაპი ქრონოგრაფის ხედვის და იმ მაღალი სტანდარტის ბუნებრივი გაგრძელებაა, რომელსაც იგი წლებია ქმნის.
ქრონოგრაფის პორტფოლიოს პირველად უერთდება Montblanc – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლუქს ბრენდი, რომელიც საუკუნეზე მეტია ოსტატობას, დახვეწილობას და გამორჩეულ დიზაინს. აერთიანებს.
Messika-ს გამორჩეულმა ესთეტიკამ და თანამედროვე ხედვამ ქართველი მომხმარებლის განსკუთრებული სიყვარული დაიმსახურა. სწორედ ამიტომ, ახალ სივრცეში ბრენდი უფრო ფართო ასორტიმენტით, განსხვავებული და მრავალფეროვანი კოლექციით იქნება წარმოდგენილი.
ქრონოგრაფისთვის ეს კიდევ ერთი ნაბიჯია იმ გზაზე, რომლის მთავარი მიზანიც მომხმარებლისთვის მუდმივად ახალი, განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი გამოცდილების შექმნაა. ახალი სივრცის გახსნით ქრონოგრაფი თავის ისტორიაში ახალ ფურცელს შლის და თქვენც გიწვევთ გახდეთ მისი გაგრძელების ნაწილი.




