Georgian Airways ჟურნალი ENG
ლაიფსტაილი

Concept Star

Concept Star

თბილისში Concept STAR-ის იდეა იმ დროს გაჩნდა, როდესაც ქალაქში ფაქტობრივად არ არსებობდა მაღაზია, რომელიც სხვადასხვა თანამედროვე და კონცეპტუალურ ბრენდს ერთ სივრცეში გააერთიანებდა. მისი შექმნის იდეა თავიდანვე მხოლოდ ახალი სავაჭრო ადგილის გაჩენას არ უკავშირდებოდა. მიზანი იყო ისეთი სივრცის შექმნა, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებას თბილისურ რეალობას მოარგებდა და ქალაქისთვის ორგანული და აქტუალური იქნებოდა.

Concept STAR-ის შექმნისას შთაგონების წყარო ნიუ- -იორკის, პარიზისა და მილანის ენერგია, ესთეტიკა და სავაჭრო კულტურა გახდა. თუმცა კონცეფციის საფუძველი არასოდეს ყოფილა სხვაგან უკვე არსებული მოდელის უბრალოდ გამეორება. თითოეული ბრენდი, პროდუქტი, დეტალი თუ ვიზუალური ელემენტი ადგილობრივი მომხმარებლის გათვალისწინებით შეირჩა. შედეგად, Concept STAR თავისი შთაგონებით საერთაშორისო სივრცეს ეხმიანება, თუმცა ბრენდების შერჩევით, მათი ერთიან კონცეფციად წარმოდგენითა და იმ გამოცდილებით, რომელსაც მომხმარებელს სთავაზობს, გამორჩეულად თბილისურ სივრცედ ჩამოყალიბდა.

Concept STAR-ის შექმნის ერთ-ერთი მთავარი იდეა ის იყო, რომ შოპინგი მხოლოდ ყიდვა-გაყიდვის პროცესი არ უნდა ყოფილიყო. დიდი ხნის განმავლობაში ბევრი ბრენდი, რომელიც დღეს Concept STAR-შია წარმოდგენილი, მომხმარებლისთვის ძირითადად ონლაინ იყო ხელმისაწვდომი. მომხმარებელს აკლდა უშუალო გამოცდილება და შესაძლებლობა, ადგილზე აღმოეჩინა ბრენდი, შეხებოდა ქსოვილს, შეეფასებინა, როგორ ერგება სამოსი და პროდუქტი იმ გარემოში გაეცნო, რომელიც მის ხასიათს შეესაბამება.

Concept STAR-ში ეს გამოცდილება მაღაზიაში შესვლისთანავე იწყება. არქიტექტურა, სურნელი, მუსიკა, ვიზუალური ენა, დახვედრა, საგულდაგულოდ შერჩეული ასორტიმენტი, მორგების პროცესი, ინდივიდუალური ყურადღება და საბოლოო შეფუთვაც კი საერთო გამოცდილების ნაწილია. ამ სივრცეში მთავარი მხოლოდ ის არ არის, თუ რას ყიდულობ, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რას გრძნობ იქ ყოფნისას.

ბრენდების შერჩევისას პირველი კითხვა ყოველთვის ის არის, რამდენად შეესაბამება კონკრეტული ბრენდი Concept STAR-ს და რამდენად საინტერესო და აქტუალურია ის თბილისისთვის. საერთაშორისო მოდის სამყაროში მიმდინარე პროცესებს გუნდი ყურადღებით აკვირდება, თუმცა მიზანი არ არის იმის გამეორება, რაც უკვე წარმატებით მუშაობს პარიზში, მილანში, ლონდონსა თუ ნიუ-იორკში. ბრენდს უნდა ჰქონდეს ძლიერი იდენტობა, მკაფიო დიზაინერული ენა, ხარისხი, აქტუალობა და მიზეზი, რომ იარსებოს და თავისი ადგილი დაიკავოს Concept STAR-ის სამყაროში. ამავდროულად, თითოეული არჩევანი მომხმარებლისთვის პრაქტიკული და გასაგები უნდა იყოს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბალანსი უკვე დამკვიდრებულ სახელებსა და ახალ ბრენდებს შორის. ერთის მხრივ, Concept STAR წარმოადგენს უკვე კარგად ცნობილ ბრენდებს, მეორე მხრივ კი სივრცეს უთმობს მათ, ვისაც მომხმარებელი შესაძლოა ჯერ არ იცნობდეს.

დროთა განმავლობაში Concept STAR გასცდა მაღაზიასა და მომხმარებელს შორის ტრადიციული ურთიერთობის ჩარჩოებს. ამ სივრცის გარშემო ჩამოყალიბდა ერთგვარი საზოგადოება, რომელიც დღეს ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. მიზანი არასოდეს ყოფილა მხოლოდ ის, რომ ადამიანი შემოვიდეს, ნივთი შეიძინოს და წავიდეს. უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ მან კავშირი იგრძნოს ამ გარემოსთან, იდეებთან და იმ სამყაროსთან, რომელიც Concept STAR-ის გარშემო იქმნება.

ეს სამყარო დღეს უკვე მხოლოდ Concept STAR-ს აღარ მოიცავს. ის, რაც Concept STAR-ით დაიწყო, STAR GROUP-ად ჩამოყალიბდა – შემოქმედებით ოჯახად, რომელიც სამ დამოუკიდებელ სავაჭრო კონცეფციას აერთიანებს: Concept STAR-ს, Street STAR-სა და Concept Archives-ს, ასევე ახალ მიმართულებებს, რომლებიც საცალო ვაჭრობის ფარგლებს სცდება.

Street STAR იმავე ფილოსოფიის განსხვავებული გამოხატულებაა. მისი მთავარი მიმართულებებია ქუჩის მოდა, აუთდორი და ჰაიკინგის კულტურა. აქ გაერთიანებულია ძლიერი იდენტობის, ტექნიკური დიზაინისა და უფრო პროგრესული ხედვის მქონე ბრენდები. თავიდანვე მიზანი იყო გაცილებით მეტი შეექმნათ, ვიდრე უბრალოდ სავაჭრო სივრცე. საკუთარი ბარით, მუსიკით, ღონისძიებებითა და მის გარშემო ჩამოყალიბებული საზოგადოებით, Street STAR შეხვედრის ადგილად იქცა, სადაც მოდა ბუნებრივად უკავშირდება ცხოვრების სტილსა და კულტურას.

Street STAR-ის სივრცეში ასევე გაიხსნა STAR INK 00, ტატუ-სტუდია, რომელიც STAR-ის მიერ წლების განმავლობაში მოდისა და ხელოვნების ურთიერთკავშირის კვლევას უფრო პირდაპირი ფორმით აგრძელებს. აქ ხელოვნება პირად და მუდმივ გამოხატულებად იქცევა, რომელიც ადამიანის სხეულზე რჩება.

STAR GROUP-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია STAR 360° – მარკეტინგისა და ბრენდინგის კომპანია. ის სხვა ბიზნესებს უზიარებს იმ შემოქმედებით გამოცდილებას, რომელიც STAR-მა საკუთარ კონცეფციებზე მუშაობისას დააგროვა და ეხმარება მათ იდენტობის, პოზიციონირების, კომუნიკაციისა და ვიზუალური ენის ჩამოყალიბებაში.

ამიტომ STAR-ის მომავალი მხოლოდ ახალი მაღაზიების გახსნას არ უკავშირდება. მიზანი უფრო ფართო შემოქმედებითი ეკოსისტემის შექმნაა, სადაც მოდა, ხელოვნება, მუსიკა, დიზაინი, ბრენდინგი და საზოგადოება ერთ სივრცეში თანაარსებობს. თითოეულ პროექტს საკუთარი ხასიათი აქვს, თუმცა ყველა მათგანი STARის ერთიანი სამყაროს ნაწილია.

Concept STAR-ის ერთგული მომხმარებლები საკუტარ გამოცდილებას ჩვენი ჟურნალის მკითხველს უზიარებენ.

ᲚᲔᲕᲐᲜᲘᲙᲝ ᲫᲝᲫᲣᲐᲨᲕᲘᲚᲘ

როგორ არჩევთ დღის ლუქს? ყოველდღიური ლუქის არჩევა მარტივია ჩემთვის. დილა იწყება სპორტ დარბაზით, შესაბამისად full sport look არის ჩემი პირველი ლუქი. დღის გეგმებიდან და დატვირთულობიდან გამომდინარე ეს, რა თქმა უნდა, იცვლება. პირველ რიგში განწყობას და იმ დღის გეგმებს ვითვალისწინებ.

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ტანსაცმელი მხოლოდ ლამაზი კი არ იყოს, კომფორტულადაც მაგრძნობინებდეს თავს. ხშირად ვიწყებ ერთი მთავარი დეტალიდან. შეიძლება ეს იყოს ქურთუკი, ფეხსაცმელი ან აქსესუარი და შემდეგ მთლიან ლუქს მის გარშემო ვაწყობ. მიყვარს, როცა სტილი და სამოსი თითქოს ძალდაუტანებლად გამოიყურება, მაგრამ ამავე დროს არის ზუსტად მორგებული ჩემზე.

როგორ ფიქრობთ, რას ამბობს სტილი ადამიანის ხასიათზე? ვფიქრობ, სტილი ადამიანის ხასიათის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამოხატულებაა. ჩემთვის ეს რაღაც მხრივ გართობის და ინტელექტის მიქსია. რამდენად თავისუფლად გრძნობ თავს საკუთარ თავში, რამდენად გაბედული ან მინიმალისტური ხარ, რას აქცევ ყურადღებას.

ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა, როცა ადამიანს ეტყობა, რომ თვითონაც სიამოვნებას იღებს ამ მთელი პროცესიდან. საკუთარი სტილი აქვს და არა უბრალოდ ტრენდებს მიჰყვება. თუმცა ტრენდებით თამაშიც ძალიან სახალისოა.

რატომ ირჩევთ Concept Star-ს?

Concept Star-ს იმიტომ ვირჩევ, რომ იქ ყოველთვის ვპოულობ ისეთ ნივთებს, რომლებიც ჩემს სტილს ბუნებრივად ერგება. ჩემთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბრენდი, არამედ ხარისხი, დიზაინი და ის პატარა დეტალები, რომლებიც ლუქს განსაკუთრებულს ხდის. ხარისხი მათი განუყოფელი ნაწილია. მომწონს, როცა სელექციაზე არის კარგად ნაფიქრი. ამავე დროს აქვს საკუთარი ხასიათი და სეზონის ცვლილებასთან ერთად არ კარგავს აქტუალობას.

სად წაიყვანდით ადამიანს, რომელსაც გინდათ, რომ თბილისი გააცნოთ? ალბათ, ძველი თბილისის კლასიკური მარშრუტით დავიწყებდი. წავიყვანდი ასევე იმ ადგილებში, სადაც დღეს თბილისის თანამედროვე ენერგიაც იგრძნობა. შემდგომ კარგი დიზაინის სივრცეები, საინტერესო კაფეები და რესტორნები. საუკეთესო ვარიანტია, თუ სტუმარი Adjara Groupის ტერიტორიაზე გაჩერდება. რაც არის ნამდვილი მიქსი, თბილისის ძველი შენობების და თანამედროვე ცხოვრების სტილის. მინდა, სტუმარმა თბილისი არა მხოლოდ როგორც ისტორიული ქალაქი, არამედ როგორც თანამედროვე, ცოცხალი და საინტერესო ქალაქი იგრძნო სად გიყვართ თბილისში მეგობრებთან ერთად დროის გატარება და რომელ ადგილებს სტუმრობთ ყველაზე ხშირად?** დღის ჯანსაღად და ენერგიულად დაწყებისთვის მე და ჩემი მეგობრები ხშირად ვსტუმრობთ Loomba Food Labs-ს. შესანიშნავია როგორც საუზმისთვის, ასევე ლანჩისთვის. საყიდლებისთვის ყოველთვის ვსტუმრობ Concept Star-ს ან Street Star-ს. სავახშმოდ ერთ-ერთი საყვარელი ჩემი ადგილია Weller. ყოველთვის გემრიელი და გამორჩეული კერძებით. კვირის ბოლოს კი ღვინის დასალევად და კარგ გარემოში გასართობად Stamba Warehouse არის იდეალური ლოკაცია.

ᲘᲠᲣ ᲮᲣᲜᲓᲐᲫᲔ:

სამოსის შერჩევისას პირველ რიგში რას აქცევთ ყურადღებას? პირველ რიგში ავთენტურობას, შემდეგ ალბათ ფერებს, მერე უკვე დეტალებს, ფორმას, ხარისხს, მასალას ა.შ. ჩემ შემთხვევაში უფრო ნაკლებად პრიორიტეტულია კომფორტი. თუ განსხვავებულია ტანისამოსი და ჯდება ჩემს ხასიათში მაგ მსხვერპლს გავიღე რა არის ის ერთი ნივთი, რომლის გარეშეც თქვენი გარდერობი ვერ წარმოგიდგენიათ? მაღალი ქუსლი და რამე ბრჭყვიალა. უი ლურჯი და წითელი “jesus star” ის კაბა forever. იქვე უნდა ეკიდო როგორ ფიქრობთ, რა აქცევს ლუქს ნამდვილად გამორჩეულს? ადამიანი რომელსაც აცვია ის ნებისმიერი სამოს Concept Star-ში პირველად როგორ აღმოჩნდით? ნიკუშას და მისი ახალი პროექტების წარმატების გასაზიარებლა გარდა შოპინგისა, თბილისში კიდევ რომელ ადგილებში გიყვართ სიარული? ამ ჩამოსვლაზე თბილისში ყოფნისას მოვახერხე ბევრ კულტურულ და სახელოვნებო ღონისძიებაზე დასწრება, რომლებიც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ აღდგა. იმედის მომცემია ჩემთვის კრეატიული ენერგიის დაბრუნების დასწრება და იმის ნახვა, რომ ამ მძიმე, თანამედროვე რეალობის ფონზე ნელ-ნელა ბრუნდება ახალი ტალღა კრეატიული პროტესტის, მიხარია რომ ვხედავ, რომ სწორი აღქმა აქვს უამრავ ახალგაზრდას სოციალური და პოლიტიკური მოვლენების და იუმორის რესურსიც აქვთ, როცა ამ უსამართლობებზე ან სიმძიმეებზე საუბრობე რომელი არის თქვენი საყვარელი კვების ობიექტები, საუზმისთვის, ლანჩისთვის და ვახშმისთვის?**

კიდევ წაიკითხეთ

გამორჩეული საცხოვრებელი ძველ ბათუმში
ლაიფსტაილი

გამორჩეული საცხოვრებელი ძველ ბათუმში

„ადმირალ რეზიდენსი“ ბათუმის ისტორიულ უბანში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარეობს და მხოლოდ 13 ბინას აერთიანებს. პროექტი მყუდრო საცხოვრებელ გარემოს ქმნის, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა არქიტექტურას, მდგრადობას, მასალების ხარისხს და სიმყუდროვეს.

ქრონოგრაფის ისტორია ახალ სივრცეში გრძელდება
ლაიფსტაილი

ქრონოგრაფის ისტორია ახალ სივრცეში გრძელდება

ქრონოგრაფი საქართველოში ლუქს სამყაროს გამორჩეული სახელია – სივრცე, სადაც საათების, სამკაულებისა და აქსესუარების მსოფლიოს წამყვანი ბრენდები ერთიანდება. მისი პორტფოლიო აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: Chopard, Hublot, Breguet, Messika, Chaumet და სხვა.