Georgian Airways ჟურნალი ENG
საქართველო

უჩვეულო ადგილები, კანიონები, დმანისი მღვიმეები.

უჩვეულო ადგილები, კანიონები, დმანისი მღვიმეები.

საქართველო გამოირჩევა მრავალფეროვანი ბუნებითა და უნიკალური ისტორიული ძეგლებით. ამ პატარა ტერიტორიაზე გვხვდება კანიონები, მღვიმეები, კლდეები, ჩანჩქერები და უძველესი ნამოსახლარები. ზოგიერთი მათგანი ბუნების საოცრებას წარმოადგენს, ზოგი კი ჩვენი ქვეყნის უძველეს ისტორიას გვიყვება. ასეთი განსაკუთრებული ადგილებია დაშბაშის, მარტვილის და ოკაცეს კანიონები, დმანისის არქეოლოგიური ძეგლი და საქართველოს მღვიმეები.

საქართველოს კანიონები გამოირჩევა შთამბეჭდავი კლდეებით, მდინარეებითა და ულამაზესი ბუნებით. განსაკუთრებით ცნობილი მარტვილის და ოკაცეს კანიონები, ასევე დაშბაშის კანიონი, სადაც ბუნებრივი ლანდშაფტი და თანამედროვე ტურისტული ინფრასტრუქტურა ერთმანეთს ერწყმის.

მარტვილის კანიონი მდებარეობს სამეგრელოში,მდინარე აბაშის ხეობაში. კანიონი გამოირჩევა მაღალი კლდეებით, ჩანჩქერებითა და ულამაზესი ფირუზისფერი წყლით. კანიონის ბუნებრივი გარემო განსაკუთრებით ლამაზია გაზაფხულსა და ზაფხულში, როდესაც ხეობა სიმწვანით იფარება. მარტვილის კანიონის ერთერთი ყველაზე საინტერესო სანახაობაა ნავით გასეირნება მდინარეზე.

მარტვილის კანიონი დღეს ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული ადგილია საქართველოში. მისი განსაკუთრებული ბუნება, სუფთა წყალი, კლდეები და ულამაზესი პეიზაჟები მას საქართველოს ყველაზე საინტერესო და უჩვეულო ადგილად აქცევს.

ოკაცეს კანიონი მდებარეობს იმერეთში, ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორდის მიმდებარე ტერიტორიაზე. კანიონი ცნობილია ღრმა ხეობით, ციცაბო კლდეებით, ულამაზესი ტყეებით და მდინარე ოკაცეს მიერ შექმნილი ბუნებრივი ლანდშაფტით. ოკაცეს კანიონის განსაკუთრებული სანახაობაა დაკიდული საფეხმავლო ბილიკი, რომელიც კანიონის კლდოვან ფერდობზეა მოწყობილი. ასევე შთამბეჭდავი ადგილია სანახავი პლატფორმა, საიდანაც კანიონის ფართო ხედები იშლება.

ოკაცეს კანიონი საქართველოს მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულებაა და საუკეთესო ადგილია ამ კუთხის ბუნებრივი სილამაზის გასაცნობად.

დაშბაშის კანიონი საქართველოს კიდევ ერთი გამორჩეული ბუნებრივი ძეგლია.იგი მდებარეობს წალკის მუნიციპალიტეტში, მდინარე ქციას ხეობაში. კანიონი გამოირჩევა მაღალი ვერტიკალური კლდეებით, ჩანჩქერებით და მდინარის მიერ საუკუნეების განმავლობაში შექმნილი უნიკალური ლანდშაფტით. დაშბაშის კანიონის მთავარი ღირსშესანიშნაობაა 240ი მეტრის შუშის და ლითონის კონსტრუქციის თანამედროვე დაკიდული ხიდი,რომელიც კანიონის თავზეა გადებული. ხიდიდან გნსაკუთრებით შთამბჭდავი ხედები იშლება კანიონსა და მის გარშემო მდებარე ბუნებაზე. კანიონის სიღრმეში ჩასვლისას დამთვარიელებელს შეუძლია ნახოს ჩანჩქერები და ბუნებრივი კლდოვანი წარმონაქმნები.

დაშბაშის კანიონი საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ ტურისტულ ღირსშესნიშნაობად ითვლება.

დმანისი საქართველოს უმნიშვნელოვანესი ისტორიუ

ლი და არქეოლოგიური ადგილია. იგი მდებარეობს ქვემო ქართლში,მდინარეების მაშავერასა და ფინეზაურის შესართავთან.დმანისი ისტორიულად ცნობილია როგორც შუა საუკუნეების მნიშვნელოვანი ქალაქი და უძველესი ადამიანის ნაშთების აღმოჩენის ადგილი.დმანისის მთავარი ღირსშესანიშნაობაა დმანისის ნაქალაქარი.აქ აღმოჩენილია შუა საუკუნეების ქალაქის ნაშთები,თავდაცვითი ნაგებობები,ქუჩები და სხვადასხვა დანიშნულების შენობების კვალი.

განსაკუთრებული ადგილი უკავია დმანისის სიონს – შუა საუკუნეების ქართულ ეკლესიას, რომელიც ნაქალაქარის ტერიტორიაზე მდებარეობს. ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლია და მის ტერიტორიაზე მრავალი ისტორიული ნაგებობისა და წარწერის ნახვაა შესაძლებელი.

დმანისის ყველაზე ცნობილი ისტორიული აღმოჩენა კი უძველესი ადამიანის ნაშთებია. ასევე საინტერესოა ქალაქის ძველი თავდაცვითი სისტემის, გვირაბებისა და სხვა ნაგებობების ნაშთები, რომლებიც გვაჩვენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანი სტრატეგიული ადგილი იყო იგი წარსულში.

დმანისი უნიკალური ადგილია, სადაც ერთმანეთთან არის დაკავშირებული საქართველოს შუა საუკუნეების ისტორია და კაცობრიობის უძველესი წარსული. ნა ქალაქარი, დმანისის სიონი და სხვა არქეოლოგიური აღმოჩენები ამ ტერიტორიას საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ისტორიულ ღირსშესანიშნაობად აქცევს.

საქართველო მდიდარია მღვიმეებით, რომლებიც ქვეყნის ერთ-ერთ საინტერესო ბუნებრივ სიმდიდრეს წარმოადგენს. პრომეთეს მღვიმე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფელ ყუმისთავთან მდებარეობს.იგი გამოირჩევა დიდი მიწისქვეშა დარბაზებითა და მრავალფეროვანი ბუნებრივი წარმონაქმნებით. მღვიმეში მოწყობილია ტურისტული ბილიკები და შესაძლოა მისი მიწისქვეშა სამყაროს დათვალიერება.

სათაფლიის მღვიმე მდებარეობს ქუთაისთან ახლოს, სათაფლიის დაცულ ტერიტორიაზე. მღვიმეებთან ერთად აქ განსაკუთრებით საინტერესოა დინოზავრის ნაკ ვალევი, რომელიც ამ ტერიტორიის ისტორიულ-ბუნებრივ მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის.

საქართველოს სხვა საინტერესო მღვიმეებია ნავენახევის და ცუცხვათის მღვიმეთა კომპლექსი. ცუცხვათის მღვიმეები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არქეოლოგიური თვალსაზრისით, რადგან აქ სხვადასხვა ეპოქის ადამიანის საქმიანობის კვალია აღმოჩენილი.

საქართველოს მღვიმეები ბუნებისა და ისტორიის უნიკალური საგანძურია. მათი შესწავლა, დაცვა და სათანადო პოპულარიზაცია ხელს უწყობს როგორც მეცნიერების განვითარებას, ისე ტურიზმისა და ქვეყნის კულტურულბუნებრივი მემკვიდრეობის წარმოჩენას.ამიტომ საქართველოს მღვიმეების შენარჩუნება მომავალ თაობას საშუალებას მისცემს თავადაც აღმოაჩინონ და შეაფასონ ეს უნიკალური მიწისქვეშა სამყარო.

კიდევ წაიკითხეთ

გამორჩეული საცხოვრებელი ძველ ბათუმში
ლაიფსტაილი

გამორჩეული საცხოვრებელი ძველ ბათუმში

„ადმირალ რეზიდენსი“ ბათუმის ისტორიულ უბანში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარეობს და მხოლოდ 13 ბინას აერთიანებს. პროექტი მყუდრო საცხოვრებელ გარემოს ქმნის, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა არქიტექტურას, მდგრადობას, მასალების ხარისხს და სიმყუდროვეს.

ქრონოგრაფის ისტორია ახალ სივრცეში გრძელდება
ლაიფსტაილი

ქრონოგრაფის ისტორია ახალ სივრცეში გრძელდება

ქრონოგრაფი საქართველოში ლუქს სამყაროს გამორჩეული სახელია – სივრცე, სადაც საათების, სამკაულებისა და აქსესუარების მსოფლიოს წამყვანი ბრენდები ერთიანდება. მისი პორტფოლიო აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: Chopard, Hublot, Breguet, Messika, Chaumet და სხვა.