Georgian Airways ჟურნალი ENG
ღვინო

ფერაძის მეღვინეობა

ფერაძის მეღვინეობა

ღვინოსთან ურთიერთობა ბევრი ადამიანისთვის განსაკუთრებულ აღმოჩენად იქცევა – რა გახდა მთავარი შთაგონება, რამაც, „ფერაძის მეღვინეობის“ ისტორიის წერა დაგაწყებინათ?

90-იანი წლების დასაწყისში, ბიოქიმიური ფაკულტეტი, მეღვინეობის მიმართულებით დავამთავრე. ვმუშაობდი, კახეთში და ეს საქმე ენთუზიაზმით მავსებდა. სამსახურის პარალელურად, საერთაშორისო პროექტებში ვმონაწილეობდი, საიდანაც კვალიფიკაციის ასამაღლებლად, რამდენიმე თვით, იტალიაში მეღვინეობის პრაქტიკული ნაწილის შესასწავლად გამიშვეს. მოგვიანებით, იყო გარკვეული პაუზა და ჩემი კარიერა ტელეკომუნიკაციის მიმართულებით, მსოფლიოს ლიდერ კომპანიებში „მოტოროლაში“ და „ნოკიაში“ გავაგრძელე. ერთ შემოდგომაზე, ჩემმა მეგობარმა თავის ვენახში მოწეული 300 კგ ყურძენი მაჩუქა. ყოველგვარი კომერციული ინტერესის გარეშე, ეს ყურძენი დავწურე და ჩემთან აგარაკზე ღვინო დავაყენე. ჩემი და ღვინის ურთიერთობის მეორე ეტაპიც ასე დაიწყო. შემდგომ, ამბავი ისე გაგრძელდა, რომ ერთ წელს დაყენებული ხაშმის საფერავი ღვინის ექსპერტებმა გასინჯეს, შეაფასეს, მოიწონეს და საფრანგეთში, ნიცაში, ღვინის კონკურსზე, გაგზავნა შემომთავაზეს. კონკურსიდან ბევრი დადებითი შეფასება, წარმატებული უკუკავშირი წამოვიდა, რამაც მეღვინეობაში დაბრუნების და „ფერაძის მეღვინეობის“ შექმნის სტიმული მომცა.

დღეს, „ფერაძის მეღვინეობა“ თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებით, ლაბორატორიით აღჭურვილი სა

წარმოა. მოგვიყევით ამ განვითარების შესახებ.

ჩვენი საწარმო ეტაპობრივად, წლებთან ერთად ვითარდებოდა. ის საშუალო ზომისაა, თუმცა უახლესი ტექნოლოგიები გვაქვს დანერგილი, რადგან ეს ჩვენთვის პრიორიტეტია. მეღვინეობის სხვადასხვა პროცესის ეფექტური მართვა, ლაბორატორიის გარეშე წარმოუდგენელია. ჩვენთან, ყოველდღიურად სხვადასხვა ანალიზი ტარდება. ხშირად ვატარებთ ექსპერიმენტებს სხვადასხვა ჯიშებზე, რაც სამუშაო პროცესში საინტერესო გამოცდილებას გვაძლევს. დღეს, ჩვენი ღვინის პროდუქცია კახეთის, ქართლის, იმერეთის და რაჭის რეგიონის ყურძნის ჯიშისგან დამზადებულ 43 დასახელების ღვინოს ითვლის. ვაწარმოებთ კლასიკურ, ევროპულ ღვინოებს, ტრადიციულ, ქვევრის ღვინოებს, ასევე მინდა აღვნიშნო ერთ-ერთი, ბოლო წარმატებული პროექტი, ღვინის ფრანგული ტექნოლოგიით, ბატონაჟის მეთოდით, დამზადება, რაც ღვინის თავისივე ლექზე დავარგებას გულისხმობს. ჩვენი წარმადობა წელიწადში 100,000 ბოთლია. გავრცელების არეალი ევროპა, ამერიკა და ყოფილი დსთ-ს ქვეყნებია. საქართველოს მასშტაბით, ჩვენი ღვინოები თითქმის ყველა მაღალი დონის რესტორანში, 5 ვარსკვლავიან სასტუმროში, ღვინის ბარსა და მაღაზიაშია წარმოდგენილი.

ყველაზე დიდი გამოცდილება, რაც ყურძენმა, ვენახმა, ღვინის დაყენების პროცესმა და ამ სფეროში მომუშავე ადამიანებმა ერთობლივად გასწავლათ? ჩემი აზრით, წარმატებული საქმიანობის მთავარი მამოძრავებელი ძალა მისი სიყვარულია. მეღვინეობაში ჯამში 25 წლიანი სამუშაო გამოცდილება მაქვს. საკუთარ თავზე გამოვცადე, რომ იმის კეთება, რაც გიყვარს სიმამაცეს, გამბედაობას რწმენას და დიდ ძალას გაძლევს. კომპანიის „ფერაძის მეღვინეობა“ შექმნის პროცესში ბევრ გამოწვევას, სირთულეს შევხვდი, თუმცა საქმის სიყვარულმა, ერთი შეხედვით, გადაულახავი წინააღმდეგობებიც კი გადამალახინა. ის, რასაც ვაკეთებ ჩემთვის დიდი ცხოვრებისეული გამოცდილებაა. ღვინოსთან დაახლოების შემდეგ, ვიგრძენი რომ, ღვინო ადამიანებს აკავშირებს. პურს და ღვინოს ჩვენს ცხოვრებაში, განსაკუთრებით ქართველების ისტორიაში და განვითარებაში უდიდესი როლი აქვს. მათი საშუალებით ჩვენ უფლის საიდუმლო ზიარებას ვიღებ თქვენი ღვინოები კახეთის, ქართლის, რაჭის და იმერეთის ყურძნისგან მზადდება – რატომ აირჩიეთ ამ ოთხი რეგიონის სინთეზი და რითია გამორჩეული თითოეული მათგანის გემო? ჩემთვის ძალიან რთულია რომელიმე ღვინო ან რეგიონის ყურძენი გამოვარჩიო, რადგან თითოეულ მხარეს თავისი უნიკალური გემო და ხასიათი აქვს. პირადად, მომწონს ტრადიციული მეთოდით დაყენებული კახური ღვინოები, რასაც ქვევრის ღვინოს ვუწოდებთ. ვფიქრობ დიდი პოტენციალი აქვს იმერულ ჯიშებს ევროპული ღვინის მიმართულებით. საუცხოო შედეგები გვაქვს, ქართლის ყურძნის ჯიშების ლექზე დავარგების მეთოდის გამოყენების დროსა ახალი საწარმო სადეგუსტაციო ტურებს, კორპორაციულ და სადღესასწაულო ღონისძიებებს მასპინძლობს. მოგვიყევით ამ შეთავაზებების შესახებ, რა ემოციასა და გამოცდილებას უზიარებთ თქვენს სტუმრებს? ჩვენი საწარმო მცხეთიდან 4 კილომეტრში, არმაზის ხეობაში მდებარეობს. ისტორიული მდებარეობიდან გამომდინარე, ღვინის სადეგუსტაციო ტურები, კორპორაციული და სადღესასწაულო ღონისძიებები ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ მიზნით, საინტერესო სადეგუსტაციო სივრცე შევქმენით, სადაც სტუმრებს შეუძლიათ დაისვენონ, დატკბნენ ბუნებით, ხედებით და ერთ სივრცეში საქართველოს ყველა იმ რეგიონის ღვინის გემოებში იმოგზაურონ, სადაც ღვინო იწარმოება. სადეგუსტაციო ტურის დაჯავშნა მსურველებს ჩვენი საიტის, Peradzewinery.com საშუალებით შეუძლიათ. რაც შეეხება კორპორაციულ ღონისძიებებს, ეს სფერო ჩვენთვის ახალია, სადაც პირველ ნაბიჯებს ვდგამთ.ვიმედოვნებ, ბევრ საინტერესო ღონისძიებას ვუმასპინძლებ თქვენმა ხაზმა უკვე არაერთი ჯილდო მოიპოვა – რომელი მათგანი იყო პირადად თქვენთვის ყველაზე ემოციური და მნიშვნელოვანი? საერთაშორისო კონკურსებში მუდმივად ვმონაწილეობთ. მეამაყება რომ, კონკურსზე გაშვებული ღვინო ყოველთვის მედლით გვიბრუნდება. ბოლო ჯილდო 2 თვის წინ მივიღეთ. Wine Expo, საქართველოში ერთ-ერთი ცნობილი კონკურსია, რომელიც 20 წელია ტარდება. კონკურსზე გაგზავნილი ორი ღვინიდან ორივე მედლით დაგვიბრუნდა: კრახუნასგან დამზადებული ევროპული კლასიკური ღვინო და ჩინური ბატონაჟის მეთოდით დამზადებული ლექზე დავარგებული ღვინ რა არის „ფერაძის მეღვინეობის“ შემდეგი მიზანი? სტაბილურობა, ხარისხის შენარჩუნება, ყურძნის ახალი ჯიშების აღმოჩენა, ცოდნის დაგროვება, პროფესიული განვითარება, ექსპერიმენტების ჩატარება და მსოფლიოს მასშტაბით, ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდაში წვლილის შეტანა. დღევანდელი ხედვით, ჩემი მიზნები ამ მიმართულებების გარშემო ტრიალებს.

კიდევ წაიკითხეთ

გამორჩეული საცხოვრებელი ძველ ბათუმში
ლაიფსტაილი

გამორჩეული საცხოვრებელი ძველ ბათუმში

„ადმირალ რეზიდენსი“ ბათუმის ისტორიულ უბანში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარეობს და მხოლოდ 13 ბინას აერთიანებს. პროექტი მყუდრო საცხოვრებელ გარემოს ქმნის, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა არქიტექტურას, მდგრადობას, მასალების ხარისხს და სიმყუდროვეს.

ქრონოგრაფის ისტორია ახალ სივრცეში გრძელდება
ლაიფსტაილი

ქრონოგრაფის ისტორია ახალ სივრცეში გრძელდება

ქრონოგრაფი საქართველოში ლუქს სამყაროს გამორჩეული სახელია – სივრცე, სადაც საათების, სამკაულებისა და აქსესუარების მსოფლიოს წამყვანი ბრენდები ერთიანდება. მისი პორტფოლიო აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: Chopard, Hublot, Breguet, Messika, Chaumet და სხვა.