ინდივიდუალურობის ხელოვნება ყოველ დეტალში

სილამაზის სალონი-სტუდია „KEUNE“ ის ადგილია, სადაც პირველივე ნაბიჯიდან გრძნობ, რომ საკუთარ თავზე ზრუნვისა და ინდივიდუალურობის გამოხატვისთვის სწორი არჩევანი გააკეთე.
სივრცე მორგებულია ყველა სტუმრისთვის, განურჩევლად ასაკისა და სქესისა. კომფორტი თითოეულ დეტალში იგრძნობა, პროფესიონალი გუნდი და მზრუნველი პერსონალი კი ვიზიტს სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს.
სტუდიაში წარმოდგენილია მსოფლიოში აღიარებული ბრენდები როგორებიცაა KEUNE, Paul Mitchell და Moroccanoil. მათი სრული ასორტიმენტი და ბრენდების პროფესიული პროტოკოლები საშუალებას იძლევა, ყოველი მომსახურება კონკრეტული საჭიროებების შესაბამისად შესრულდეს. იქნება ეს ფერის კორექცია, თმის გამაჯანსაღებელი პროცედურა თუ სასურველი ვარცხნილობა. საბოლოო შტრიხისთვის სტუდიაში Lelet NY-ისა და Mauliebris-ის აქსესუარებიც დაგხვდებათ.
ფრჩხილების მოვლისთვის სტუდიაში LCN-ის, Beautix-ისა და Manucurist-ის პროფესიონალური ხაზებია წარმოდგენილი. სტერილური ინსტრუმენტები, სუფთა გარემო, თანამედროვე საშრობები და კვალიფიციური სპეციალისტები ზრუნავენ, რომ ფრჩხილები არა მხოლოდ ესთეტიკური, არამედ ჯანმრთელიც იყოს.
ინდივიდუალურ სტილს კი მაკიაჟი, პერმანენტული მაკიაჟი, წარბებისა და წამწამების ლამინირება და წამწამების დაგრძელება უსვამს ხაზს – დეტალები, რომლებიც სასურველ იმიჯს ქმნის.
სილამაზის სალონი-სტუდია „KEUNE“ აერთიანებს პროფესიონალურ მომსახურებას, ხარისხიან პროდუქტებსა და კომფორტულ გარემოს – ყველაფერს, რაც საკუთარ თავზე ზრუნვას ნამდვილ სიამოვნებად აქცევს.



