მიწისქვეშა თბილისი

თბილისი მრავალსაუკუნოვანი ქალაქია, რომლის ისტორია ერთმანეთზე გადაფარულ უამრავ კულტურულ და ისტორიულ ფენას მოიცავს. ქალაქის განვითარბასთან ერთად იცვლებოდა მისი იერი, იზრდებოდა მოსახლეობა და შენდებოდა ახალი უბნები. თუმცა ძველი თბილისის ბევრი საიდუმლო დღემდე მიწის ქვეშ არის დამალული, სწორედ ამიტომ როდესაც თბილისის ისტორიის შესწავლას ვიწყებთ, მნიშვნელოვანია ყურადღბა მივაქციოთ არა მხოლოდ მის ხილულ ნაწილს, არამედ მიწისქვეშა თბილისსაც.
თბილისის მიწისქვეშა სამყაროზე საუბრისას ხშირად გვახსენდება გვირაბები და მიწისქვეშა გასასვლელები.სხვადასხვა პერიოდში ქალაქში იქმნებოდა სხვადსხვა დანიშნულების მიწისქვეშა ნაგებობები. ზოგი დაკავშირებული იყო თავდაცვასთან, ზოგი კომუნიკაციებთან. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა წყალსა და წყალმომარაგებას. თბილისის ისტორიული განვითარების მთავარი ფაქტორი მისი მდებარეობა და წყლის რესურსები იყო. ქალაქში არსებობდა წყაროები, ჭები და წყალგაყვანილობის სხვადასხვა სისტემები. ძველი წყალგაყვანილობის სისტემის აღმოჩენა გვიჩვენებს თუ როგორ ცდილობდნენ თბილისის მაცხოვრებლები სასმელი და საყოფაცხოვრებო წყლით ქალაქის უზრუნველყოფას.
მიწისქვეშა თბილისის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არქეოლოგიური ფენებია. თანამედროვე ქალაქის ქვეშ სხვადასხვა ეპოქის ნაშთებია დამარხული.
განსაკუთრებით საინტერესოა ძველი თბილისის აბანოების მიწისქვეშა და ნახევრად მიწისქვეშა სივრცეები.თბილისის ისტორია გოგირდის ბუნებრივ წყაროებთნ მჭიდროდ არის დაკავშირებული. აბანოებამდე ბუნებრივი გოგირდოვანი წყალის მიწოდება მიწისქვეშა მილებით და არხებით იყო შესაძლებელი. ნარიყალას ციხესიმაგრიდან მტკვრისკენ მიმავალი გვირაბი მტკვრიდან წყლის მოსატანად გამოყენებოდა, ასევე საინტერესოა მეორე გვირაბიც, რომელიც ციხეს წავკისისწყლის მიმართულებით აკავშირებდა. ამ გვირაბების დანიშნულება იყო ალყის დროს ციხის დამცველების წყლით მომარაგება.
სოლოლაკის გვირბი გაჭრილია სოლოლაკის ქედში და აკავშირებს თბილისის ისტორიულ ცენტრს ბოტანიკურ ბაღთან. იგი 100 წელზე მეტი ხნის წინ გაიჭრა და წარმოადგენდა ფეხით სავალ გზას. გვირაბი 2009 წელს საზოგადოებითვის დაიკეტა.
დედაქალაქში 400-ზე მეტი მიწისქვეშა გვირაბია, ისინი გათვლილი იყო საგანგებო სიტუაციებისთვის. ზოგიერთი გვირაბი ერთმანეთთან აერთიანებს სტრატეგიულ ობიექტებს და მთავარ ქუჩებს. ზოგი მათგანი მიტოვებულია ზოგი კი სხვადასხვა მიზნებისთვის ადაპტირებული. ერთ-ერთი ყველაზე დიდი გვირაბია „რუსთაველის გვირაბი“ მისი სიგრძე 1300 მეტრია.ეს იყო სტრატეგიული დანიშნულების გვირაბი.
მიწისქვეშა თბილისი მხოლოდ გვირაბების ქალაქი არ ყოფილა. ქალაქის მიწისქვეშა სივრცის მნიშვნელოვანი ნაწილი ძველი მარნები და თაღოვანი სარდაფებია. ზოგიერთ ძველ შენობას ჰქონდა ერთმანეთთან დაკავშირებული სარდაფები და სათავსები. ერთი და იგივე მიწისქვეშა სივრცე სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა დანიშნულებას ასრულებდა. მშვიდობიან პერიოდში იქ ღვინოს ინახავდნენ, ხოლო საფრთხის დროს მას თავშესაფრის ან დროებითი დაცვის ფუნქცია ჰქონდა.
ძველი თბილისის მიწისქვეშა ნაგებობები ქალაქის ისტორიის უხილავ, მაგრამ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. თბილისი მართლაც ქალაქია, რომლის ისტორია მხოლოდ ქუჩებსა და შენობებში არ იკითხება – მისი მნიშვნელოვანი ნაწილი მიწის ქვესაც გრძელდება.


