სად ინახება თვითმფრინავში საწვავი?

სამგზავრო თვითმფრინავებში საწვავის ძირითადი ნაწილი ფრთების შიგნით განთავსებულ ავზებში ინახება. ზოგიერთ თვითმფრინავს დამატებითი ავზები ფიუზელაჟის ცენტრალურ ნაწილში ან კილში აქვს.
ფრთებში საწვავის განთავსება შემთხვევითი არ არის. მისი წონა ხელს უწყობს თვითმფრინავის წონისა და ბალანსის სწორ განაწილებას და ამცირებს ფრენის დროს ფრთებზე მოქმედი კონსტრუქციული დატვირთვების ეფექტს.
აფრენამდე საჭირო საწვავის რაოდენობა წინასწარ გამოითვლება. გათვალისწინებულია ფრენის მარშრუტი, თვითმფრინავის წონა, ამინდი და სხვა საფრენ-საოპერაციო პირობები.
გარდა დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად საჭირო საწვავისა, ბორტზე იტვირთება სავალდებულო რეზერვიც, რათა გაუთვალისწინებელი სიტუაციების შემთხვევაში საკმარისი მარაგი არსებობდეს.
და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი:
ფრენის განმავლობაში საწვავი იხარჯება და თვითმფრინავი თანდათან მსუბუქდება. ამის შედეგად, ხანგრძლივ რეისებზე გარკვეულ პირობებში შესაძლებელია თვითმფრინავმა ეტაპობრივად უფრო მაღალ საკრუიზო სიმაღლე დაიკავოს – ამას Step Climb ეწოდება.
საწვავის განთავსება, რაოდენობის გამოთვლა და მისი მართვა ფრენის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მნიშვნელოვანი ნაწილია.


