გოზინაყი – ასე ტკბილად დამიბერდი

ტრადიციული ქართული ნუგბარის ისტორია, რომელსაც ჩვენი წინაპრებიც მიირთმევდნენ, საუკუნეებს ითვლის. მრავალფეროვანი და საინტერესო გემოებით გაჯერებული ტკბილეულის ზოგიერთ სახეობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსიც აქვს მინიჭებული და ქართულ გასტრონომიულ კულტურაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.
ქართველი ხალხის რწმენა-წარმოდგენებით, უძველესი დროიდან, თაფლი და ნიგოზი წმინდა საკვებად ითვლებოდა, რომელსაც „ბატონებს“ სწირავდნენ. გოზინაყის მოსამზადებლად თაფლს საშობაო კორკოტში ურევდნენ, შემდეგ კაკალს ამატებდნენ და ამ ყველაფერს სიმბოლურ დანიშნულებას უძებნიდნენ.
გოზინაყს საქართველოს ზოგიერთ კუთხეში, ძველად, ჩურჩხელას უწოდებდნენ. ქართულ კულტურაში


