თბილისის ნაძვის ხე

თბილისი ნამდვილად არის ის ქალაქი, სადაც ახალი წლის განწყობას ერთიორად ამძაფრებს ქალაქში დამონტაჟებული დეკორაციები. არ აქვს მნიშვნელობა ცენტრალურ უბანში მოხვდებით თუ არა, ყოველწლიურად თბილისის თითოეული ქუჩა განსაკუთრებულად ირთვება. თუმცა ქვეყნის მთავარი – რუსთაველის გამზირი ამ კუთხით მაინც გამორჩეულია. ყოველ წელს თითოეული მოქალაქე თუ უცხოელი ვიზიტორი მთავარი ნაძვის ხის ანთებაზე იკრიბება, რა დროსაც ქალაქში სხვადასხვა სახის საზეიმო კონცერტები იმართება.
რაც შეეხება უშუალოდ ქვეყნის მთავარ ნაძვის ხეს. ის ყოველთვისაა გამორჩეული მისი სიბრჭყვიალითა და მორთულობით. მაგალითად გასულ წელს დედაქალაქის ცენტრში ახალი 365 ტოტისგან შემდგარი 24 მეტრიანი ნაძვის ხე დაიდგა, რომელსაც 120 ცალი ფარდა-განათება ამშვენებდა.
2020 წლის შესახვედრად თბილისში მთავარი ნაძვის ხე


