Georgian Airways ჟურნალი ENG
კულტურა

ილიკო სუხიშვილი ქართული ცეკვის ისტორია

ილიკო სუხიშვილი ქართული ცეკვის ისტორია

მრავალი უძველესი ხალხის მსგავსად, ქართველები ცეკვას ძლიერ კოსმოსურ ენერგიასთან დასაკავშირებლად იყენებდნენ, რაც მათ ცხოვრებაში რთული ეტაპების გადასალახად აუცილებელი იყო. ცეკვავდნენ არა მხოლოდ ენერგიის დასახარჯად, არამედ მის მოსაპოვებლად, შემოქმედის გულის მოსაგებად, ქვეყნისთვის წარმატების მოსაზიდად და ბოროტთან ბრძოლაში გასამარჯვებლად.

ანსამბლ სუხიშვილების 79 წლიანი ისტორია, მაყურებლისთვის გაზიარებულ და ნაჩუქარ უამრავ ამბავს, გამარჯვებას, მოგონებას, ერთიანობის განცდას, სიამაყეს, გრძნობების, ემოციების ზეიმს აერთიანებს. ისტორიულ მემკვიდრეობას, ახლა გვარის მესამე თაობა – ილიკო და ნინო სუხიშვილების ხელმძღვანელობით, ახალ საუკუნეში, ახალი გამოწვევებით და შემართებით განაგრძობენ. თითოეული დადგმული ცეკვის, ილეთის, მუსიკის მიღმა ბევრი ფიქრი, მონახაზი, ჩანახატი და გრძნობებია, რომლებიც მაყურებლის თვალწინ ცოცხლდება და მათ ამ სანახაობის მონაწილეს ხდის.

1930-1940-იან წლებში, ძნელი სათქმელია, რა მომავალი ელოდა ამ საამაყო ეროვნულ ფენომენს – ქართულ ცეკვას, რადგან იმ პერიოდის საქართველოში ცეკვის ხელოვნება საგრძნობლად მივიწყებული იყო. ძნელია, არ გიხაროდეს და გეამაყებოდეს „სუხიშვილები“, რომლებიც დღევანდელ დღემდე სწორედ ილიკოს და ნინოს ძალისხმევით მოვიდა.

ხელოვნება ცოცხალი, მუდმივად განვითარებადი ორგანიზმია. გაიხსენეთ ის მნიშვნელოვანი მომენტები, რომლებსაც სუხიშვილების არსებობის ისტორიაში გამოარჩევდით. სუხიშვილების ისტორია მისი შექმნიდან იწყება. ნინო რამიშვილმა და ილიკო სუხიშვილმა ერთმანეთი ოპერის თეატრში გაიცნეს. ნინო კლასიკური ბალეტის მოცეკვავე იყო, ხოლო ილიკო, ზაქარია ფალიაშვილის მიერ დადგმულ საოპერო წარმოდგენებში, სახასიათო როლებს ასრულებდა. ჩემი აზრით, ნინოს და ილიკოს გაერთიანებით კლასიკის და ფოლკლორის სინთეზი შედგა.

კლასიკური ჟანრი კანონებს, წესებს, სიზუსტეს მოითხოვს, ფოლკლორს კი იმპროვიზაცია, შინაგანი მდგომარეობის, განწყობის, მუხტის, ემოციის, სხვადასხვა კულტურის ხასიათის წინა პლანზე წამოწევა ახასიათებს. ჩემი აზრით, ზუსტად ეს შერწყმა გახდა ამ იდეის დაბადების მთავარი საფუძველი და მუხტი. ანსამბლის არსებობის განმავლობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, პროგრამის შექმნის პერიოდში სცენოგრაფიის და მხატვრობის გაერთიანება გახლდათ. სოლიკო ვირსალაძემ პირველად შემოიტანა ფერები. თითოეულ სიახლეს, ყოველთვის თან ახლდა წინააღმდეგობები, რაც ანსამბლის მოღვაწეობის პერიოდს სულ გასდევდა. კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ რომ ეს არ იყო ბოლომდე ქართული, ნაციონალური, თუმცა ხელოვნებას ჩარჩოებში ვერ მოაქცევ. ჩვენ ჟანრად მაშინაც და ახლაც ქართული ფოლკლორული ცეკვა და მუსიკა ავიღეთ, რაც თავის თავში ფერთა გამას, სცენოგრაფიას, კოსტიუმებს და ყველა მონაწილე ელემენტს მოიაზრებს. ამ ჟანრში ჩვენ სრული თავისუფლება გვაქვს, რაც ძალიან კარგია. ერთერთი მნიშვნელოვანი გარდამტეხი ეტაპი 60-იან წლებში ანსამბლის ლა სკალაში გამოსვლა იყო. ამ მოვლენით, ფოლკლორული ცეკვა კლასიკური ჟანრის გვერდით დააყენეს და აღიარეს. ლა სკალას თეატრის რეპერტუარი მხოლოდ კლასიკური მუსიკით, ოპერით და ბალეტით შემოიფარგლებოდა. ფოლკლორი კლასით მათთან გასწორებული არ იყო. ლა სკალაში ქართული ფოლკლორული ცეკვის წარდგენით, ვფიქრობ, მისი დაფასება და სათანადო დონეზე აღიარება მოხდა.

როგორ გაჩნდა თქვენში ბაბუის, დიდი ილიკო სუხიშვილის დაწყებული საქმის გაგრძელების სურვილი? როგორც მე, ისე ჩემმა დამ ნინომ, ყველაფერი ცეკვით დავიწყეთ. 12 წლის ასაკიდან სცენაზე ვიყავი. ჯერ სოლო პარტიებს ვასრულებდი, მოგვიანებით, ჩვეულებრივი, რიგითი მოცეკვავე გავხდი, რომელიც დიდად სხვებისგან გამორჩეული არ იყო. ბავშვობიდან, ჩემი გარემო ცეკვის ირგვლივ ტრიალებდა. როგორც ყველა ბავშვს, მეც მეგონა, რომ ყველა იმ გარემოში ცხოვრობდა, როგორშიც მე. შესაბამისად, ამ ყველაფერს პასუხისმგებლობად ვერ აღვიქვამდი. ძალიან გვიან გავაცნობიერე, რომ ეს ყველაფერი ჩემი საქმე და პროფესია იყო, რადგან ეს ყველაფერი ჩემში ბუნებრივად იყო გამჯდარი. ვფიქრობ, კარგია პასუხისმგებლობის სიღრმის შეგრძნება თავიდანვე რომ არ მქონდა. ადამიანებთან, რომლებიც ჩემი მასწავლებლები იყვნენ, მოგვიანებით პროფესიული ურთიერთობა დავიწყე. მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, ისინი ჩემზე უფროსები იყვნენ. საწყის ეტაპზე, როცა მათთვის დადგმების ახსნა მომიწია ძალიან მეუხერხულა, თუმცა ყველა გვერდით დამიდგა და ხელი შემიწყო. პატივისცემა და თანადგომა თაობიდან თაობაში ისე გადავიდა, რომ პასუხისმგებლობის სიმძიმე და ტვირთი არ მიგრძნია, რაც დღევანდელი გადმოსახედიდან ძალიან დამეხმარა. რაც დრო გადის, უფრო ვაკვირდები, უფრო სერიოზულად ვუყურებ სიტუაციებს, მოვლენებს. თუკი ადრე, თამამ ნაბიჯებს და გადაწყვეტილებებს ვიღებდი, ახლა, უფრო ფრთხილი ვარ. ჩვენ თავად ავწიეთ ანსამბლის თამასა, შესაბამისად, სულ გვინდა ჩვენივე შედეგები გავაუმჯობესოთ. ამან ჩემში მეტი სერიოზულობა და სხვადასხვა მიდგომის მოძებნის სურვილი გააჩინ როდესაც საქმე გადაიბარეთ, რა იყო თქვენი სურვილი, რისი გაკეთება გინდოდათ? რისი დანახვა მსურს მე, რა არის ჩემი სურვილი, ეს არის ჩემი მთავარი მოტივაცია. მიმაჩნია, რომ თუ ადამიანი იმაზე დაიწყებს ფიქრს რა მოეწონება საზოგადოებას, მაყურებელს, რა იქნება ეფექტური, ამ დროს ფოკუსი გარეთ არის გასწორებული და შინაგანი ხმის ჩურჩულს ყურს ვეღარ უგდებ, რაც არასწორია. მთავარია შენი სურვილის დანახვა შეძლო და შემდეგ მუშაობის პროცესში ხვდები, იქნება თუ არა ეს ყველაფერი წარმატებული. მე ჯგუფთან ერთად ვმუშაობ, მათი რეაქციები მელაპარაკებიან, მახვედრებენ კომფორტულად გრძნობენ თუ არა თავს ახალ დადგმაში და სწორედ ამ მომენტში ხდება მისტიკა ჩვენს შორის, რომელიც აუხსნელია. იმ მომენტში ყველა ხვდება, რომელ ნაწილში დაიკვრება ტაში, რა იქნება წარმატებული. თავიდან უბრალოდ გჭირდება დაინახო ის, რისი სურვილიც გაქვს და გზას გაჰყვე. იყო რაღაცები რაც მეზედმეტებოდა, რაც მაკლდა. დროსთან ერთად ტენდენციები იცვლება. 30-იან, 60-იან, 90-იან წლებში მოთხოვნადი სულ სხვა ელემენტები იყო. დღეს სულ სხვა საუკუნეა, სხვა მოთხოვნილებებია, რომლებსაც აუცილებლად უნდა გაჰყვე და იგრძნო. ცეკვაში ბევრი რამ შეიცვალა. ადრე, დადგმებს მსახიობური ოსტატობით გაჯერებული შესავალი ჰქონდა, ვითომ გოგო ბიჭს ეძებს, რაზეც დარბაზები ინგრეოდა, რაც მოთხოვნადი იყო, რასაც ცნობილი სოლისტები ასრულებდნენ. გვქონდა გამოსვლები ყანწებით, რომლებსაც მოცეკვავეები ვითომ სვამდნენ, ოღონდ ვითომ. მე ეს ვითომ ნაწილი მოვხსენი. ჩემი სურვილია, განწყობა შევქმნა და ეს ყველაფერი ეფექტურ სანახაობად ვაქციო, რაც მაყურებელს ემოციას, მუხტს და ხასიათს აგრძნობინებ რა არის სუხიშვილების უცვლელი ტრადიცია? ტრადიცია ლამაზად შენახული გვამია, რომელიც დიდად არაფერში გვეხმარება. ჩვენი მთავარი ტრადიციაა, ყველას ნამდვილი ქართული ცეკვის ანბანი ვასწავლოთ. მას შემდეგ კი რაც საბაზისო ცოდნას მიიღებენ, იმავე ბაზიდან თანამედროვეობაში გადავიყვანოთ. „შენ კარგი ადამიანი იყავი და ცეკვას გასწავლი“, ბაბუაჩემის და ბებიაჩემის დროს ასეთი დევიზი იყო. მაშინ სკოლები არ იყო, და ხშირად მომისმენია ისტორიები როცა ბაბუას ან ბებიას ქუჩაში გოგო, ბიჭი მოსწონებიათ და ცეკვის სასწავლებლად წამოუყვანიათ. ცეკვას ნებისმიერი ისწავლის, მთავარია კარგი ადამიანი იყო. როცა ანსამბლი გასტროლებზე მიემგზავრება, იქ მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით კარგად ჩანს ადამიანის სისუფთავე და სინამდვილე. ცეკვა მხოლოდ სცენა და თეატრი არ არის. ეს ერთად ცხოვრება, ერთობლივი მოგონებების შექმნა და გაზიარებაა, სადაც თავს კარგად ვგრძნობთ. სადაც ადამიანები თავიანთი გადაწყვეტილებით, მოდიან, გზას ერთად აგრძელებენ, მოგზაურობენ, ქართულ ცეკვას სხვადასხვა ქვეყნებს, აუდიტორიას აცნობენ. საინტერესოა და განსხვავდება მაყურებლის აღქმა. ზოგი თავიდანვე უკრავს ტაშს, ზოგი ჩუმად არის და ბოლოს ფეთქდება. ამ რეაქციებში გამოიხატება ადამიანების ხასიათი, თავისებურებები, ემოციების მრავალფეროვნება, რაზე დაკვირვებაც ხელოვანს ძალიან დიდ გამოცდილებას აძლევ სურვილი, ბავშვმა ქართული ცეკვა შეისწავლოს, ადრე ძირითადად მშობლისგან მოდიოდა, შეიცვალა თუ არა დღეს ეს ყველაფერი? ახლა იგრძნობა რომ სურვილი, ინტერესი ბავშვიდანაც მოდის და მე სულ ვეკითხები ამის შესახებ ბავშვებს. ჩემი პირადი მაგალითი რომ გაგიზიაროთ, მე არ მომწონდა ბავშვთა სტუდიაში სიარული. ქართული მიდგომებიდან გამომდინარე, რადგან ილიკო სუხიშვილის შვილიშვილი ვიყავი მასწავლებლები განსაკუთრებულად მიყურებდნენ, შემეძლო დამესვენა, თავისუფლად ვყოფილიყავი, ამ დროს კი სხვა ბავშვები აქტიურად ცეკვავდნენ, შენიშვნებს იღებდნენ. ამ სიტუაციას, მიდგომას, დამოკიდებულებას ვერ შევეწყვე, ეს ყველაფერი ჩემთვის გაუგებარი და უხერხული შეგრძნების მომტანი იყო. შემდეგ, ბაბუას ვთხოვე, ჩემთვის ცეკვა ანსამბლში ესწავლებინა. მთელ დროს იქ ვატარებდი, გასტროლებზე დავყვებოდი, სანამ ცეკვას დავიწყებდი, სცენის მტვერს ვსუნთქავდი და ამ ყველაფრით მთლიანად მოწამლული ვიყავი. შესაბამისად, ეს ჩემთვის საქმე არასდროს ყოფილა, ჯერ ბავშვური თამაში იყო, მერე გართობა, მერე მოგზაურობა. 80-იან წლებში ქვეყანა ჩაკეტილი იყო, ფარგლებს გარეთ გასვლა კი – წარმოუდგენელი. ასეთ დროს ბევრი რამ ვნახე და უკან დაბრუნებულს მეგონა კოსმოსიდან ვბრუნდებოდი. როცა ოჯახი გასტროლებზე მიდიოდა და მე მტოვებდა ძალიან მიხაროდა, ვერთობოდი, ფეხბურთს ვთამაშობდი, სხვადასხვა რაღაცას ვაკეთებდი. ეს ყველაფერი ძალიან კარგად მახსენდება. ახლა, როცა სტუდიაში ბავშვები მოჰყავთ, მნიშვნელოვანია, ბავშვის სურვილი მოვისმინო, გავესაუბრო, რადგან ჩემივე გამოცდილებით, ამ განწყობას და ბავშვის დამოკიდებულებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ბავშვისთვის ცეკვაზე მოსვლა დამთრგუნველი და ძალდატანებითი არ უნდა იყო უყურებთ თუ არა ცეკვას დარბაზიდან მაყურებლის ამპლუაში და რა ემოციას აცოცხლებს თქვენში ეს ყველაფერი? მე ცეკვას კულისებიდან ვუყურებ, რადგან დარბაზში თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ. მამაჩემი თენგიზი, ცეკვას სულ დარბაზიდან უყურებდა. ბებიაჩემი სულ კულისებში იყო, კულისებში ყოფნა მისთვის სცენასთან სიახლოვეს გულისხმობდა, თითქოს იქიდან შორს რომ ყოფილიყო რაღაც აირეოდა და გაფუჭდებოდა. კულისებში ყოფნის დროს მუდმივ მოძრაობაში ხარ. ერთ წამში შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს. მთავარი ამბავი შიგნით, ფარდის მიღმა ხდება. ჩვენი კონცერტი ყოველთვის ცოცხალ მუსიკაზეა, რადგან ეს შესაძლებლობას გვაძლევს სიტუაციის განვითარების შესაბამისად, ცოცხალი პროცესი ვმართო რა შეიცვალა ცეკვის სტილისტიკასა და ქორეოგრაფიაში? ქართულ ცეკვას ძალიან დიდი რესურსი აქვს. როგორც მაყურებელი მივხვდი, რომ ქართული ცეკვის დარბილება, შენელება, მომენტებად ჩაშლა, გაწელვა შესაძლებელი იყო და ჩემმა ხედვამ ამ მიმართულებით წამიყვანა. მინდოდა, ქორეოგრაფიული ელემენტი ილეთთან გაერთიანებული ყოფილიყო და ცალკე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არ ეარსება. ერთერთი იყო ცდო, სადაც მუხლებზე დაცემა არ არის, მაგრამ ილეთშია მუხლები და ეს ეფექტი სხვანაირად ჩანს. მომხრე ვარ, ქართული ცეკვა განმეორებითი იყოს, რათა ის არაპროფესიონალმაც გაიმეოროს. ქართულად იმოძრაონ, რიტმს აჰყვნენ და გამოხატონ ის, რასაც გრძნობენ. ამისკენ მივდივართ და მივისწრაფვით მეტი, თავისუფალი ქართული მოძრაობებისაკე რა პროცესია და რას ნიშნავს ქორეოგრაფისთვის ცეკვაზე მუშაობა, როდესაც ის არ არის დარბაზში და რეპეტიციაზე? ეს ფიქრის პროცესია. თუ იცი რა გინდა და რისი დანახვა გსურს, ამ ყველაფერს პრაქტიკაში მალე ახორციელებ. ფიქრობ დეტალებზე, მოცეკვავეების რაოდენობაზე, რიტმზე, რაღაცებს იწერ, ნახაზს აკეთებ, ამით ძალიან ვერთობი, დიდ სიამოვნებას ვიღებ და სულ პროცესში ვარ. როცა რაღაცას მოვინიშნავ, ვფიქრობ, რაღაც გავაკეთე, თუმცა, იშვიათად ხდება ისე, რომ ეს ჩანახატი დარბაზში მოვიტანო და იგივე გამოვიდეს. ადგილზე სულ სხვა რაღაც ხდება და ყველაფერი იცვლებ თქვენი პერსონა მხოლოდ ცეკვით და ქორეოგრაფიით არ შემოიფარგლება. აქტიურად ხართ ჩართული მუსიკის ნაწილშიც. ბევრ პროცესში ჩართულობა რამდენად გეხმარებათ მაყურებლამდე მეტი სათქმელი მიიტანოთ? მუსიკა ჩემთვის ღმერთია. ხელოვნების არცერთ დარგს აქვს ისეთი გავლენის უნარი, როგორც მუსიკას. მე პირადად, მუსიკა ცეკვისთვის მჭირდებოდა. ცეკვის სცენარი შესაძლოა მუსიკალური იყოს, შესაძლოა ეს მუსიკა დამთავრებული საერთოდ არ იყოს, თუმცა, მას ძალა აქვს მიმართულება და ცეკვის მონახაზი მოგცეს. სიცარიელეში და სიჩუმეში, მხოლოდ თვლაზე რაღაცის აწყობა შესაძლებელია, თუმცა, თუ მელოდია, განწყობა და ხასიათი არ გაქვს ეს ყველაფერი გაურკვეველია და რიტმზე ფიზიკურ ვარჯიშს ემსგავსება. მუსიკის კეთების ამბიცია, არასდროს მქონია. ბოშური ორკესტრი ვართ, კონსერვატორია არ დაგვიმთავრებია, თუმცა, სმენა გვაქვს, ნოტებს არ ვწერთ, ერთმანეთს ვუმღერით, ვუსმენთ და ცეკვასთან ერთად ნაბიჯ-ნაბიჯ ერთ მთლიან კომპოზიციას ვაწყობთ. სუფთა ჰაერიდან ხელშესახები, საგრძნობი, მოსასმენი დიდი სიმდიდრე ჩნდება, შემდეგ, მაგიაც ირთვება, სადაც ყველა ხვდება, რომ ეს სიამოვნებთ, საიდანაც ცდილობენ თავიანთი თავები, ამ პროცესში, ინდივიდუალურად გამოაჩინონ და მე ამას მივესალმები. არასდროს ვარ კატეგორიული, რადგან მნიშვნელოვანია მუსიკოსმა თავი კომფორტულად იგრძნოს. რადგან, როცა მუსიკოსი თავს კომფორტულად გრძნობს, ის ამაში ცხოვრობს და ეს სხვანაირად იგრძნობა, სხვანაირად განიცდება. ძალიან მომწონს გარკვეული მუსიკალური თემები, რაც გამომივიდა. ახლაც იმ მთავარი მუსიკის მოლოდინში ვარ, რომელიც ვფიქრობ, შესაბამის დროს მოვ ხშირად ამბობენ „სადაც სუხიშვილებია იქ დღესასწაულია“, რა არის ქართული ცეკვა და რა ქმნის ამ განწყობას? ეს ყველაფერი განსაკუთრებით მაშინ იგრძნობა, როცა გასტროლებზე მივდივართ. ქართველი ემიგრანტები, ჩვენი ქვეყნის კულტურა, შესაძლებლობები, საზღვარგარეთ მასპინძელი ქვეყნისთვის და ადამიანებისთვის ბოლომდე ნაცნობი არ არის. კონცერტის დასასრულს, მათ გამარჯვების, ღირსების, სიამაყის შეგრძნება ეუფლებათ. უცხოელი სტუმრები, რომლებიც კონცერტზე ქართველებს მოჰყავთ დასასრულს ქართველების მიმართ ხედვას, განწყობას, შთაბეჭდილებას მთლიანად იცვლიან. ჩემამდე ბევრი ისტორია მოვიდა, რომელიც ემიგრანტი ქართველებისთვის ჩვენი კონცერტის შემდეგ დაწინაურების, სასიამოვნო სიახლის, პროგრესის საწყისი გახდ რას აცოცხლებს ცეკვა ადამიანში? პირველ რიგში, ადამიანს ახვედრებს რომ ცოცხალია, მოქმედი, მშვიდი, უბოროტო და მოსიყვარულე. ცეკვა ადამიანში ემოციურ აფეთქებას იწვევს. ხშირად ვამბობ, ნუ ფიქრობთ რასაც აკეთებთ, გათიშეთ გონება, არ იფიქროთ როგორ გამოიყურებით, მხოლოდ შეიგრძენით ის, რასაც შინაგანად გრძნობთ. თუ არ იტყუები და რეალურად გადმოსცემ შენს სათქმელს, ყოველთვის საინტერესო სანახავი იქნები. როცა მოცეკვავე ამ შინაგანი მდგომარეობით ცეკვავს, მაშინ, ის სრულყოფილია და მაყურებლამდე ყველაზე ნამდვილი ემოცია მიაქვ როგორია ანსამბლთან მიმართებაში თქვენი მომავლის ხედვა? როცა მუსიკალური ბენდი, მოცეკვავეები ერთად დავსხდებით, ერთ ენაზე ვსაუბრობთ, ვფიქრობთ, იქ იბადება იდეები, აზრები, რისი დანახვაც გვინდა. პირველ რიგში, ამით სიამოვნებას ჩვენ თავად ვიღებთ, ეს ჩვენთვის ჰაერივითაა. როცა ეს საქმე დავიწყე, სამომავლო გეგმების შესახებ კითხვა რომ დაესვათ, გამიჭირდებოდა იმის წარმოდგენა, რომ აქამდე მოვიდოდით, ამდენს შევძლებდით. კონკრეტული გეგმა, რომელსაც მივყვებით არ გვაქვს. ეს ყველაფერი დინამიკა, პროცესი და სურვილია. გვიხარია, რომ ცეკვის პოპულარიზაციას, ბავშვებში ქართული ცეკვის შესწავლის სურვილს ვაღვიძებთ და მსოფლიოს საქართველოს ხელოვნების ნაწილს ვაცნობთ.

კიდევ წაიკითხეთ

Light That Brings Georgian Culture into Focus
კულტურა

Light That Brings Georgian Culture into Focus

ATINATI არაკომერციული, საქველმოქმედო ფონდია, რომელიც საქართველოს კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. ფონდი საქმიანობს, როგორც მედიაპლატფორმის ATINATI.COM ასევე კულტურის ცენტრის ATINATI’S მიმართულებით (მის: პ. ინგოროყვას 19ა)

„ჯორჯიან ეარვეისი“
ავიაცია

„ჯორჯიან ეარვეისი“

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“, 1993 წლის 15 სექტემბერს, პროფესიონალმა ავიატორმა თამაზ გაიაშვილმა დააფუძნა. თავდაპირველად ავიაკომპანია „აირზენა – საქართველოს ავიახაზების“ სახელით ოპერირებდა. „ზენა“ ძველქართულად „ზეციერს“ ნიშნავს, აქედან გამომდინარე, შეირჩა ეს დასახელება ავიაკომპანიისთვის. 2004 წელს…

„საქართველოს ავიახაზების“ 30 წლის იუბილე: მიღწევების პერიოდი
ავიაცია

„საქართველოს ავიახაზების“ 30 წლის იუბილე: მიღწევების პერიოდი

ცოტა ხნის წინ, საქართველოს ავიახაზებმა დაარსებიდან 30 წლის იუბილე გრანდიოზული წვეულებით აღნიშნა. წვეულებას ესწრებოდნენ ინდუსტრიის წამყვანი წარმომადგენლები, პატივცემული სტუმრები და თავად კომპანიის მფლობელები. საიუბილეო წვეულება, რომელიც თბილისის ცენტრში გაიმართა, სავსე იყო ნოსტალგიური…