Monaco

კონიაკის რეგიონის საუკეთესო ტერიტორიაზე – გრანდეს შამპანურის მიწებზე გაშენებული ვაზის უნიკალური მოსავლით იქმნება „მონაკო“, რომლის დაგემოვნების საშუალებაც ქართველ მომხმარებლებს პირველად წელს მიეცათ. ეს უკანასკნელი იშვიათი და უნიკალური კონიაკია, რომელიც ლიმიტირებულად იწარმოება და ექსკლუზიურად იქმნება კომპანიისთვის – Monaco “MC Product Spirit”. გამოშვებული ბოთლების რაოდენობა ძალიან მცირეა, სულ რამდენიმე ათასი.
ექსკლუზიური კონიაკის განუმეორებელი არომატი სპეციალური რეცეპტის წყალობით მიიღება. მის ისტორიას შუა საუკუნეებამდე მივყავართ. სწორედ იქ, სადაც შეიქმნა კონიაკის რეგიონის ცნობილი, უნიკალური ალკოჰოლური სასმელები – „Grande Champagne“ და „Fins Bois“. კონიაკი „მონაკოს“ დაძველება 50 და 110 წელს ითვლის. ყურძნის ძირითად ჯიშს, რომელიც „მონაკოს“ წარმოებისთვის გამოიყენება „უგნი ბლენქ“ (Ugni Blanc) ჰქვია. ასევე, შეიძლება იყოს „კოლომბარდი“ (Colombard) და „ფოლე ბლანქი“ (Folle Blanche). კონიაკის დამახასიათებელ თავისებურებებს, როგორიცაა სირბილე, ელეგანტურობა და ყვავილოვანი ნოტები, სწორედ ვენახების გაშენების ადგილას, ნიადაგის შემადგენლობის სიმდიდრე და სირთულე აძლევს. ამჟამად, კონიაკი „მონაკოს“ მთავარი ოსტატი ჯეფრი კარლოვიჩია, რომელიც მსოფლიოში ერთერთ საუკეთესოდ ითვლება ამ სფეროში.
ცნობილი მევენახე ჟან-პოლ კამიუ ამბობდა: „კარგი კონიაკის დამზადება ადვილია, საჭიროა უბრალოდ დიდი ბაბუა, ბაბუა და მამა, რომლებმაც მთელი ცხოვრება ამ საქმეს მიუძღვნეს“.
კომპანია Monaco “MC Product Spirit” 10 წელზე მეტია არსებობს და საპატიო ადგილს იკავებს ბაზარზე. ის წარმოდგენილია საუკეთესო ადგილებში, როგორიცაა ლაჟვარდოვანი სანაპირო, ევროპა, აშშ, არაბეთის გაერთიანებული საამიროები და საქართველო. კონიაკი „მონაკოს“ დისტრიბუტორი საქართველოში არის კომპანია Мссg. კომპანია თავდაუზოგავად მუშაობს, იმისთვის, რომ ქართველ მომხმარებელს საუკეთესო პროდუქტი შესთავაზოს. აღსანიშნავია, რომ Мссg და “MC Product Spirit” ნათელი მაგალითია წარმატებული დასაწყისის.
დღესასწაულები ახლოვდება, კონიაკი „მონაკო“ კი თავისი უნიკალური გემოთი საუკეთესო საჩუქარი იქნება, ძვირფასი სასმელების მოყვარულთათვის. ის განსაკუთრებულ სადღესასწაულო განწყობას შექმნის ახალი წლის საღამოს. რა სჯობს ისეთი კონიაკის დაგემოვნებას, რომელიც წარმოგიდგებათ სრული, მდიდარი, გულუხვი არომატით, ხმელი ხილის, მუქი შოკოლადის, მუხის ნოტებით, ენერგიული ტანინებითა და მდგრადი გემოთი. ეს „მონაკოა“, რომლის არომატი სავსეა წვნიანი ხილისა და სანელებლების დახვეწილი ნიუანსებით.


