Georgian Airways ჟურნალი ENG
სპორტი

ქართველების წარმატება პარიზის ოლიმპიადაზე

ქართველების წარმატება პარიზის ოლიმპიადაზე

პარიზის 2024 წლის ზაფხულის 33-ე ოლიმპიურმა თამაშებმა სტარტი 26 ივლისს აიღო. საქართველოდან პარიზში 28 სპორტსმენი წავიდა. ძიუდო, ჭიდაობა, ძალოსნობა, კრივი, ტყვიის სროლა, მძლეოსნობა, ცურვა, ბატუტზე ხტომა და ფარიკაობა – ქართველმა ათლეტებმა სპორტის ამ 9 სახეობაში მიიღეს მონაწილეობა. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, პარიზში საქართველოს მედროშეები ოლიმპიური ჩემპიონები – ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე და ძალოსანი ლაშა ტალახაძე იყვნენ. საქართველოს დელეგაციამ პარიზში 4 ოლიმპიური ჩემპიონის ნინო სალუქვაძის, ლაშა ტალახაძის, ლაშა შავდათუაშვილის და ლაშა ბექაურის სახელით იასპარეზა. საქართველოს ოლიმპიური ნაკრების გარდა, ოლიმპიადაზე არაერთი ქართველი ასპარეზობდა, რომლებიც სხვა ქვეყნების სახელით გამოდიოდნენ.

ვერცხლის მედალი, ასპარეზობის პირველივე დღეს, ქართველმა ლუკა მხეიძემ მოიპოვა, რომელიც საფრანგეთის სახელით ასპარეზობდა. გამარჯვების აღსანიშნავად, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქართველ ფალავანს მადლობა გადაუხდა. ოლიმპიადაზე ესპანეთის სახელით ქართველი ძიუდოისტი ნიკო შერაზადიშვილი წარსდგა. ესპანეთის ღირსებას იცავდა ქართველი ძიუდოისტი ტრისტან მოსახლიშვილიც. ქართველი ძიუდოისტი თორნიკე ჭკადუა ნიდერლანდების სახელით ასპარეზობდა. აზერბაიჯანი კი ქართველმა ძიუდოისტმა, უშანგი კოკაურმა წარადგინა.

სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაოს მედალი – ასეთია ჩვენი ოლიმპიური ნაკრების შედეგი პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე. საქართველომ ტოკიოს ოლიმპიადის შედეგი გააუმჯობესა და საფრანგეთში მიმდინარე უდიდეს სპორტულ ფორუმზე 206 ქვეყანას შორის გუნდურ ჩათვლაში 24-ე ადგილი დაიკავა.

პირველობა არავის დაუთმო ლაშა ტალახაძემ – მსოფლიოს უძლიერესი ძალოსანი ოლიმპიური ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა. ზედიზედ მეორედ დაეუფლა ოლიმპიურ ოქროს ლაშა ბექაურიც. განსაკუთრებით ამაღელვებელი აღმოჩნდა გენო პეტრიაშვილის ასპარეზობა – ქართველმა მოჭიდავემ ფინალში ირანელი ფალავანი დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

საფრანგეთის ისტორიულმა ოლიმპიადამ ქართველი სპორტსმენების და სპორტის სახეობების განვითარების ახალი ეტაპი დაწერა. ისტორიულმა წარმატებამ, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით ქართველმა ათლეტებმა მიაღწიეს, კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართველები საერთო ეროვნული სიხარულის გაზიარებით და მსოფლიოს საქართველოს შესაძლებლობები აჩვენა.

კიდევ წაიკითხეთ

Monaco
მოგზაურობა

Monaco

კონიაკის რეგიონის საუკეთესო ტერიტორიაზე – გრანდეს შამპანურის მიწებზე გაშენებული ვაზის უნიკალური მოსავლით იქმნება „მონაკო“, რომლის დაგემოვნების საშუალებაც ქართველ მომხმარებლებს პირველად წელს მიეცათ. ეს უკანასკნელი იშვიათი და უნიკალური კონიაკია, რომელიც ლიმიტირებულად იწარმოება და…

მერაბ დვალიშვილი – UFC-ის სუპერმსუბუქის წონის ჩემპიონი გახდა
სპორტი

მერაბ დვალიშვილი – UFC-ის სუპერმსუბუქის წონის ჩემპიონი გახდა

15 სექტემბერი ქართულ საბრძოლო ხელოვნებაში ისტორიულ თარიღად ჩაიწერა. ნევადაში, ლას-ვეგასის Sphere-ში, UFC 306-ზე საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა შონ ომალი დაამარცხა და სუპერ-მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. ქართველი მებრძოლი სფეროს დარბაზში ეროვნული სამოსით…

Tbilisoba is a Celebration of Brotherhood and Friendship, where Brothers Reunite and Friends Express Their Love for One Another
კულტურა

Tbilisoba is a Celebration of Brotherhood and Friendship, where Brothers Reunite and Friends Express Their Love for One Another

ადამიანებს შეხვდებით, ასევე, მტკვარზე ტივით, თუ ქუჩებში ფაეტონით მოსეირნეებს. იწვება მწვადი, საწნახელში იწურება ყურძენი, არც სადღეგრძელოების თქმას ერიდებიან. მარტივად რომ ვთქვათ,