Georgian Airways ჟურნალი ENG
ლაიფსტაილი

ციკოლია

ციკოლია

შემოქმედება ყველაზე ძლიერი იარაღია, რომლითაც ხელოვანი თავის ემოციურ სამყაროს გადმოსცემს. ქართული ბრენდის „ციკოლიას“ და მისი დიზაინერის ზვიად ციკოლიას მთავარი ხელწერა განსხვავებულობა და საქმის სიყვარულია, რომლის მიღმაც ბევრი შრე, ფიქრი, აზროვნების ხარისხი და ფილოსოფია იმალება.

გაგვაცანით და დაგვიხასიათეთ ზვიად ციკოლიას პერსონა

ქართველი, რომელსაც სურს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მეცნიერებისა და განათლების სიაში საქართველოს პოზიცია სამაგალითოდ იყოს წარმოჩენილი.

როგორ და რა ასაკში მოხდა თქვენი და დიზაინის სფეროს პირველი შეხვედრა?

7 წლის ასაკში, როდესაც დედამ „ნორჩ ტექნიკოსთა სადგურში“ სატრანსპორტო ლაბორატორიაში ნოდარ ინჯიასთან მიმიყვანა. ის ემოციები ახლაც მახსოვს და დღემდე განსაკუთრებულია ჩემთვის. თუმცა, სიტყვა დიზაინი მაშინ არ ვიცოდით. ეს სიტყვა პირველად 14 წლის ასაკში გავიგე.

რას ნიშნავს თქვენთვის დიზაინი და რას ავსებს მისი არსებობა ადამიანების ცხოვრებაში? ჩემი და საზოგადოების აღქმა დიზაინის მიმართ სრულიად განსხვავებულია. საზოგადოებისთვის დიზაინი სილამაზეს ნიშნავს, ჩემთვის დიზაინი აზროვნების ხარისხია, მთელი თავისი თანხმლები სიღრმეებითა და ფილოსოფიით. ის იმდენად ღრმაა, რომ ვფიქრობ დიზაინში უფრო მარტივად ჩაიკარგები, ვიდრე ინტერნეტ სივრცეშ როდის გადაწყვიტეთ საკუთარი ბრენდის შექმნა?** საკუთარი ბრენდის შექმნა პირველად დედამ შემომთავაზა, თუმცა, ეს უფრო ტენდენციურ და სტერეოტიპულ შემოთავაზებად შეიძლება ჩაითვალოს, ვიდრე ბრენდად. განსაკუთრებით მახსოვს ერთი ეპიზოდი – 7 წლის ასაკში ავად ვიყავი, წვიმიანი, სუსხიანი ნოემბრის თვე იყო. ქსელის რადიოში გლენ მილერის მუსიკა იყო და დედაჩემს ვუთხარი თვითმფრინავების კონსტრუქტორი უნდა გამოვიდემეთქი, მან მიპასუხა – შენს თვითმფრინავებს ერქმევა „ციკ-1“ „ციკ-2“ და ა.შ. თავიდან ვერ მივხვდი აბრევიატურის მნიშვნელობას და დედამ ამიხსნა, რომ თვითმფრინავებს თავისი კონსტრუქტორის პატივსაცემად შემოკლებით არქმევდნენ სახელებს. მოგვიანებით, სიყმაწვილის ასაკში საკუთარი სახელით სპორტული ავტომობილების წარმოება მინდოდა. შემდეგ, დროთა განმავლობაში, ჩემმა შრომამ და საქმისადმი მიდგომამ ჩემი გვარი თავად აქცია ბრენდად. 2006 წელს, შემთხვევით შევესწარი ერთერთ საუბარს, მოვისმინე, როგორ საუბრობდნენ ჩემს გვარზე და მაშინ მივხვდი, რომ უკვე დრო იყო ამ ბრენდით უფრო დიდ მასშტაბებზე გავსულიყავი.

გაგვაცანით უფრო ახლოს ბრენდი „ციკოლია“

„ციკოლია“ ბრენდია, რომელიც ხაზს უსვამს თავის წარმომავლობას, ამაყობს ამით და იმ მიდგომით, რაც საქმის მიმართ აქვს. ჩვენთვის ის სტანდარტები, რომლებიც სხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბრენდებს აქვთ, ხშირ შემთხვევაში მიუღებელია. ამიტომ, მუდმივი განვითარებისა და ზრდის პროცესში ვართ. გვსურს, „ციკოლია“ ხარისხის და განსაკუთრებულობის სინონიმი იყოს.

პროფესიული მიზნები, რისი მიღწევაც გსურდათ, თავიდანვე განსაზღვრული გქონდათ თუ ეს ყველაფერი თავისით, ბუნებრივად მოვიდა თქვენს ცხოვრებაში? თუ ჩემ განვლილ და გასავლელ გზას გადახედავთ, კარგად დაინახავთ რომ თავისით არაფერი მოსულა. არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, ლატარეის ბილეთს რომ იგებენ. სწავლა, შრომა, კომუნიკაცია, მიზანსწრაფვა და ბევრი უძილო ღამე – ეს არის ამ ყველაფრის ფუნდამენტი. მეტიც, ჩემს შემთხვევაში ბევრი რამ გაცილებით უფრო რთულად მოდის ვიდრე სხვებთა თქვენი პორტფოლიო ძალიან მრავალფეროვანია, რა უნდა ჰქონდეს სფეროს ისეთი რომ მისი დიზაინის შექმნით დაინტერესდეთ? ძალიან მიყვარს შექმნის, მუშაობის პროცესი, მიუხედავად იმისა, თუ რას ვაკეთებ. შედეგი თავისთავად მნიშვნელოვანია, მაგრამ კეთების პროცესი ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ბევრი რამ არის დარჩენილი, რისი შექმნაც მსურს. არსებული პროექტები, რომლებიც ახლა თავში მაქვს, ჩემგან დამატებით 150-200 წლიან სიცოცხლეს ითხოვს. ვფიქრობ, მთავარია ადამიანი იმ საქმეში იყოს, რომელიც უყვარს და მაშინ მუდმივ განცხრომაში იქნებ რა პროცესისგან შედგება დიზაინზე მუშაობა? ამ კითხვაზე მოკლე პასუხის გაცემა ძალიან რთულია, რადგან თუ პროცესებს ჩავშლით ამან შესაძლოა

3-4 გვერდიც კი მოიცვას. აზროვნების ხარისხი, არაორდინალურობა, გამოწვევის სწორად აღქმა, გამოსავლის პოვნა, სწორი გადაწყვეტილების ძიება და წერტილის დროულად დასმა. ეს ის მცირე და უხეში ჩამონათვალია, რომლებიც დიზაინზე მუშაობისთვის აუცილებელია.

თქვენ მიერ შექმნილი დიზაინი, რომელშიც ყველაზე კარგად წარმოაჩინეთ თქვენი პიროვნული თვისებები

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემ მიერ შექმნილი ყველა ნივთი ჩემი ნაწილია. სხვა ავტორების შემთხვევაშიც იგივეა. რეჟისორი, კომპოზიტორი, მხატვარი თუ სხვა ხელოვანი, საკუთარი შემოქმედებით, თავიანთ ემოციურ სამყაროს გადმოსცემენ. ვფიქრობ, ჩემი ყველა ნამუშევარი და მთლიანად შემოქმედება ერთი სახასიათო ნიშნით გამოირჩევა, განსხვავებულია, მიუხედავად იმისა, ის მცირე ზომის ნივთია თუ საბრძოლო ტექნიკა.

საუკეთესო პროფესიული რჩევა, რომელიც მიგიღიათ და სულ გახსოვთ? არასდროს დაკმაყოფილდე და შეწყვიტო ზრდა. სწავლა პრაქტიკაში!

მიღწევა, რომლითაც განსაკუთრებით ამაყობთ...

ალბათ, ჯერ წინ არის. მინდა ჩემს ქვეყანაში ისეთი პროდუქტი იქმნებოდეს, რომელიც მსოფლიოს მოსახლეობისათვის საოცნებოდ იქცევა.

რა ეტაპია დღეს თქვენს პროფესიულ ცხოვრებასა და კომპანიაში? იგივე ეტაპია რაც შარშან და შარშანწინ იყო. შრომის, ისევ უძილო ღამეების, ზრდის, განვითარების და ახალ გამოწვევებთან გამკლავების. სხვანაირი მოცემულობა არც მე და არც ჩემს გუნდს არ წარმოგვიდგენია. სხვა მასშტაბებზე გადასვლის პერიოდი როგორია თქვენი გეგმები და სამომავლო ხედვა?**

„კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო“.

კიდევ წაიკითხეთ

Monaco
მოგზაურობა

Monaco

კონიაკის რეგიონის საუკეთესო ტერიტორიაზე – გრანდეს შამპანურის მიწებზე გაშენებული ვაზის უნიკალური მოსავლით იქმნება „მონაკო“, რომლის დაგემოვნების საშუალებაც ქართველ მომხმარებლებს პირველად წელს მიეცათ. ეს უკანასკნელი იშვიათი და უნიკალური კონიაკია, რომელიც ლიმიტირებულად იწარმოება და…

ქართველების წარმატება პარიზის ოლიმპიადაზე
სპორტი

ქართველების წარმატება პარიზის ოლიმპიადაზე

პარიზის 2024 წლის ზაფხულის 33-ე ოლიმპიურმა თამაშებმა სტარტი 26 ივლისს აიღო. საქართველოდან პარიზში 28 სპორტსმენი წავიდა. ძიუდო, ჭიდაობა, ძალოსნობა, კრივი, ტყვიის სროლა, მძლეოსნობა, ცურვა, ბატუტზე ხტომა და ფარიკაობა – ქართველმა ათლეტებმა სპორტის…

მერაბ დვალიშვილი – UFC-ის სუპერმსუბუქის წონის ჩემპიონი გახდა
სპორტი

მერაბ დვალიშვილი – UFC-ის სუპერმსუბუქის წონის ჩემპიონი გახდა

15 სექტემბერი ქართულ საბრძოლო ხელოვნებაში ისტორიულ თარიღად ჩაიწერა. ნევადაში, ლას-ვეგასის Sphere-ში, UFC 306-ზე საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა შონ ომალი დაამარცხა და სუპერ-მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. ქართველი მებრძოლი სფეროს დარბაზში ეროვნული სამოსით…