Georgian Airways ჟურნალი ENG
საქართველო

უნიკალური ქართული წყლები

უნიკალური ქართული წყლები

საქართველოს მიწა ბუნებრივი საოცრებებით არის სავსე, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული საგანძური კი უნიკალური ქართული წყლებია. საუკუნეების განმავლობაში, ამ მინერალურ წყლებს, არა მხოლოდ გამაგრილებელი, არამედ ჯანმრთელობისათვის სასარგებლო თვისებების გამო იყენებდნენ. მინერალებით გამდიდრებულ წყლებს სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემის სამკურნალოდ სვამდნენ და ის საქართველოს კულტურის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

ყოველი რეგიონის წყალი განსაკუთრებულია და მდებარეობისათვის დამახასიათებელი გემოვნური თვისებებით თუ შემადგენლობით გამოირჩევა. თითოეულ რეგიონში, უნიკალური ქართული წყალი, ადგილობრივებისათვის და სტუმრებისათვის ახალ აღმოჩენას წარმოადგენს. საქართველოს წყლები განახლების და გაჯანსაღების ბუნებრივი გზაა და ადამიანებს ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებაში ეხმარება, როგორიცაა საჭმლის მომნელებელი სისტემის დარეგულირება და სახსრების ტკივილის შემსუბუქება. უფრო ვრცლად, ყველაზე ცნობილი ქართული წყლების და მათი განსაკუთრებული თვისებების შესახებ, ქვემოთ მოგიყვებით.

ბორჯომი და ლიკანი – საჭმლის მონელების ბუნებრივი მკურნალი

ბორჯომი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართული წყალია, რომლის არსებობის ისტორიაც საუკუნეებს ითვლის. მას მსუბუქად მარილიანი და ბუნებრივად გაზირებული გემო აქვს, რის გამოც საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულად მუშაობის და ორგანიზმის დეტოქსისათვის იდეალურ სასმელს წარმოადგენს. ბორჯომის წყალს ბევრი ადამიანი კუჭის პრობლემების დროს აქტიურად სვამს, ამასთანავე, ის ქართული ოჯახების საყვარელი სასმელია. ბორჯომის მსგავსი სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა ლიკანის წყლებიც. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ლიკანის წყლებს საქართველოს სამეფო წარმომადგენლობაც კი სვამდა.

წყალტუბო – ბუნებრივი სპა სახსრებისთვის

წყალტუბო დასავლეთ საქართველოში მდებარე კურორტია. საბჭოთა კავშირის პერიოდიდან ამ ადგილს სტუმრები სახსრების ტკივილის, კანის მდგომარეობის და ნერვული სისტემის გაუმჯობესების მიზნით სტუმრობდნენ. წყალტუბოს წყლები გამორჩეულად სასარგებლოა მისი დამამშვიდებელი და სამკურნალო თვისებების გამო. აქტიურად გამოიყენება ართრიტის და სისხლის მიმოქცევის სისტემის სამკურნალოდ. წყალტუბოში ჩასული ადამიანები თბილი მინერალური წყლების აუზში ბანაობენ, რაც მათი კანის და სხეულის განახლებას უწყობს ხელს.

საირმე – ბალანსირებული წყალი თირკმლების და მომნელებელი სისტემისთვის

მთებში ჩაფლული საირმის წყლები მისი ბალანსირებული მინერალების რაოდენობითაა ცნობილი. წყალი აქტიურად გამოიყენება თირკმლების და მომნელებელი სისტემის პრობლემების მოსაწესრიგებლად. წყლის გემო რბილი და გრილია. იდეალურია, როგორც დასალევად, ისე საბანაოდ. საირმე გამორჩეული კურორტია მშვიდი დასვენების მოყვარულთათვის. რეგიონი სტუმრებს სუფთა ჰაერს და ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარების ბუნებრივ გზებს სთავაზობს. საირმის წყლები რეკომენდებულია მათთვის, ვისაც ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნა და ზოგადად, ჯანმრთელობის გაუმჯობესება სურს.

შოვი – მაღალმთიანი რკინით გამდიდრებული წყალი

უნიკალური მინერალური შემადგენლობის, რკინით გამდიდრებული შოვის წყლები ერთ-ერთი განსაკუთრებული ქართული წყალია. შოვის წყლის დალევა ხელს უწყობს ძალის და სიცოცხლისუნარიანობის აღდგენას. წყალს აქტიურად სვამენ ანემიის სამკურნალოდ და ენერგიის მომატების მიზნით.

სვანეთი და რაჭა – გამაგრილებელი მჟავე წყლები

სვანეთის და რაჭის უსწორმასწორო მთებში ადგილობრივები მჟავე წყალს სვამენ, რომელსაც ასე მისი ოდნავ მწარე გემოს გამო მოიხსენიებენ. ბუნებრივად გაზირებული წყლები ხელს უწყობს მომნელებელი სისტემის პრობლემების მოწესრიგებას და სასიამოვნო სასმელია გრძელი სამთო ლაშქრობის შემდეგ. სვანეთის და რაჭის წყლები ორგანიზმში ფიზიკური აქტივობის შედეგად დახარჯული მინერალების და წყლის ბალანსს აღადგენს. რეგიონების წყაროები ადგილობრივებისათვის განსაკუთრებით წმინდა ადგილს წარმოადგენს. ამ ადგილას სტუმრები ხშირად ჩერდებიან, რათა წყალი პირდაპირ ბუნებიდან დალიონ.

ქართული წყლების უნიკალურობას მისი მინერალური შემადგენლობის გარდა, ისტორიასთან და კულტურასთან მისი ღრმა კავშირიც განაპირობებს. თითოეული მინერალური წყლის გამორჩეული თვისებები მომნელებელი სისტემის, კანის მდგომარეობის, ენერგიის და თირკმლის ფუნქციის გაუმჯობესებაში თავის როლს ასრულებს. ამ წყლების სახეობების უმეტესობას, საუკუნეების განმავლობაში, სხვადასხვა გამაჯანსაღებელი მიზნით იყენებდნენ.

ქართული წყლები ჯანმრთელობის და კეთილდღეობის გაუმჯობესების ბუნებრივ გზას წარმოადგენს. ქართველებისთვის ის ბუნების საჩუქარია, რომელსაც განსაკუთრებით უფრთხილდებიან და დაუღალავად განაგრძობენ მის გაცნობას სტუმრებისთვის, ტურისტებისთვის, ვისაც ქართული წყლების სამკურნალო ძალის საკუთარ თავზე გამოცდა სურს.

კიდევ წაიკითხეთ

Monaco
მოგზაურობა

Monaco

კონიაკის რეგიონის საუკეთესო ტერიტორიაზე – გრანდეს შამპანურის მიწებზე გაშენებული ვაზის უნიკალური მოსავლით იქმნება „მონაკო“, რომლის დაგემოვნების საშუალებაც ქართველ მომხმარებლებს პირველად წელს მიეცათ. ეს უკანასკნელი იშვიათი და უნიკალური კონიაკია, რომელიც ლიმიტირებულად იწარმოება და…

ქართველების წარმატება პარიზის ოლიმპიადაზე
სპორტი

ქართველების წარმატება პარიზის ოლიმპიადაზე

პარიზის 2024 წლის ზაფხულის 33-ე ოლიმპიურმა თამაშებმა სტარტი 26 ივლისს აიღო. საქართველოდან პარიზში 28 სპორტსმენი წავიდა. ძიუდო, ჭიდაობა, ძალოსნობა, კრივი, ტყვიის სროლა, მძლეოსნობა, ცურვა, ბატუტზე ხტომა და ფარიკაობა – ქართველმა ათლეტებმა სპორტის…

მერაბ დვალიშვილი – UFC-ის სუპერმსუბუქის წონის ჩემპიონი გახდა
სპორტი

მერაბ დვალიშვილი – UFC-ის სუპერმსუბუქის წონის ჩემპიონი გახდა

15 სექტემბერი ქართულ საბრძოლო ხელოვნებაში ისტორიულ თარიღად ჩაიწერა. ნევადაში, ლას-ვეგასის Sphere-ში, UFC 306-ზე საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა შონ ომალი დაამარცხა და სუპერ-მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. ქართველი მებრძოლი სფეროს დარბაზში ეროვნული სამოსით…