Georgian Airways ჟურნალი ENG
მოგზაურობა

ბერლინი – იდუმალი ქალაქი, სადაც ისტორია და თანამედროვეობა ერთმანეთს ხვდება

ბერლინი – იდუმალი ქალაქი, სადაც ისტორია და თანამედროვეობა ერთმანეთს ხვდება

რთული ისტორიის მქონე ქალაქი, რომელმაც ყველაფრის მიუხედავად, წარსულის თავის სასარგებლოდ შემობრუნება შეძლო – ეს იდუმალი, კონტრასტული და ისტორიული ბერლინია.

გერმანიის დედაქალაქს ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს. ქალაქის სავიზიტო ბარათად დასავლეთ და აღმოსავლეთ ბერლინის გაერთიანების ერთ-ერთი სიმბოლო – ბრანდენბურგის კარიბჭე ითვლება. ის გერმანული კლასიციზმის საუკეთესო მაგალითია. ახალი წლის დადგომას მოსახლეობა, სწორედ, ბრანდენბურგის კარიბჭესთან აღნიშნავს.

ბრანდენბურგის კარიბჭის მახლობლად უჩვეულო არქიტექტურული ძეგლი, 2 000-ზე მეტი ბეტონის ფილისგან აგებული უზარმაზარი ლაბირინთი მდებარეობს. ადგილი შთამბეჭდავია არა მხოლოდ გამორჩეული დიზაინით, არამედ მნიშვნელობითაც – იგი ჰოლოკოსტის დროს დაღუპული ებრაელების ხსოვნისადმია მიძღვნილი.

თუ გეზი ბერლინისკენ გაქვთ აღებული, აუცილებლად მოინიშნეთ გალერეა ისტ-საიდი, ადგილი, სადაც ბრეჟნევისა და ჰონეკერის კოცნის ამსახველი, ქუჩის ცნობილი გრაფიტი მდებარეობს. გალერეა ისტსაიდი ბერლინის კედლის ნაწილზეა განთავსებული. აღსანიშნავია, რომ კედლის დაცემის შემდეგ, 21 ქვეყნიდან 100-ზე მეტი მხატვარი შეიკრიბა, რათა ის მშვიდობისა და სიყვარულისადმი მიძღვნილი გამოსახულებებით მოეხატათ.

თუ ქალაქის ისტორიის გაცნობა უფრო საფუძვლიანად მოგინდებათ, მაშინ, აუცილებლად ეწვიეთ მემორიალურ კომპლექსს, სახელწოდებით „ბერლინის კედელი“. ის გერმანიის დედაქალაქის რთულ წარსულზე, მის დაშლასა და გაერთიანებაზე საინტერესო ცნობებს მოგაწვდით.

არ უნდა გამოგრჩეთ რაიხსტაგიც – გერმანიის პარლამენტის მოქმედი შენობა, რომელიც ოდესღაც ნაციზმის, შემდეგ კი მასზე გამარჯვების სიმბოლოდ იქცა. არ დაგავიწყდეთ შენობის ცნობილი გუმბათის მონახულებაც, საიდანაც ქალაქის საოცარი ხედი იშლება.

ბერლინის ყველაზე დიდი და ცნობილი ეკლესია – ბერლინის ტაძარი – ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. აქვეა ბერლინის სამუზეუმო კუნძულიც, სადაც მსოფლიოში ცნობილი 5 მუზეუმია

კიდევ წაიკითხეთ

2024 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები „ჯორჯიან ეარვეისისთვის“
ავიაცია

2024 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები „ჯორჯიან ეარვეისისთვის“

2024 წელს, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისიდან ასრულებდა რეგულარულ, პირდაპირ ფრენებს გაზრდილი მიმართულებებითა და სიხშირეებით. წელს, ფრენები სრულდებოდა 12 მიმართულებით: პარიზი, ნიცა, მილანი, ამსტერდამი, ვენა, ლარნაკა, ბერლინი, მიუნხენი, თელ-ავივი, მოსკოვი, სანქტპეტერბურგი, ნოვოსიბირსკი.

ჯორჯიან ეარვეისის ყველაზე ახალგაზრდა მფრინავი
ავიაცია

ჯორჯიან ეარვეისის ყველაზე ახალგაზრდა მფრინავი

თორნიკე ნადიბაიძე, „ჯორჯიან ეარვეისის“ მეორე მფრინავი: „ავიაციით ერთხელ თუ „მოიწამლე“, ერთხელ თუ აფრინდი, სულ ცდილობ, რომ თვითმფრინავი, ფრენა და ავიაცია შენი ცხოვრების ნაწილი იყოს“.

სვანეთი
მოგზაურობა

სვანეთი

როცა საქართველოში ზამთრის გატარებაზე გვაქვს საუბარი, რთულია მთას გვერდი ავუაროთ და სვანეთი არ გაგვახსენდეს. საქართველოს ყველაზე მაღალმთიანი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, რომელიც მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმით გამოირჩევა. სამთო სპორტის მოყვარულებს უკვე დიდი ხანია, რაც აქ…