Georgian Airways ჟურნალი ENG
კულტურა

ნინო ჩუბინიშვილი, CHUBIKA მოდის და ხელოვნების სინთეზი

ნინო ჩუბინიშვილი, CHUBIKA მოდის და ხელოვნების სინთეზი

საქართველოში ტანსაცმლის წარმოებას ხანგრძლივი ისტორია აქვს. ქართული სამოსი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ორიგინალურობითა და მრავალფეროვნებით. რაც შეეხება ქართული მოდის ისტორიას, 90-იანი წლები, ამ მხრივ, ერთ-ერთი საინტერესო პერიოდია. საბჭოთა კავშირისა თუ სხვადასხვა ქვეყნების ტენდენციების გავლენათა მიუხედავად, ქართულმა მოდამ საკუთარი ინდივიდუალობისა და ქართული ხასიათის შენარჩუნება შეძლო.

ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი, ნინო ჩუბინიშვილი, იგივე CHUBIKA-ა, რომელიც 90-იანი წლებიდან, თანამედროვე ქართული სახელოვნებო სივრცის მნიშვნელოვანი ფიგურაა.

პირველი შეხვედრა ხელოვნების სფეროსთან...

დიდ ოჯახში გავიზარდე, რომლის ყველა წევრი

არტისტი გახლდათ და ხელოვნების სხვადასხვა დარგს ემსახურებოდნენ. ყველა მიზიარებდა მათ მიერ აღქმულ სამყაროს. ვერც კი ვიგრძენი, ისე დავიწყე ხატვა, მუსიკის მოსმენა...

პირველი ნამუშევარი, რომელიც შექმენით და მოგეწონათ...

სამხატვრო აკადემიის დიპლომზე მუშაობის პროცესის პარალელურად, დათო დოიაშვილმა, გოგი ძოძუაშვილმა და მე პიტერ ვაისის “მარატსად-ის” პიესის მიხედვით სპექტაკლი დავდგით. სპექტაკლისთვის შექმნილი ესკიზები იმდენად მომეწონა, რომ დიპლომზე წარვადგინე. სწორედ ეს იყო ჩემი პირველი საყვარელი ნამუშევარი.

მოგვიყევით ცნობილი მოდის სახლებთან თქვენი სამუშაო გამოცდილების შესახებ.

მოდის მიმართულებით მუშაობა 1994 წელს დავიწყე. 90-იანების ბოლოს 2000-იანი წლების დასაწყისში კონკურსში გავიმარჯვე და სამუშაოდ „კენზოს“ მოდის სახლში წავედი, სადაც მთავარი დიზაინერი ჟილ ღოზიე გახლდათ. ამ დიდ გუნდში ერთ-ერთი ასისტენტი ვიყავი. გუნდის წევრებს ინსპირაციებს გვირიგებდნენ, რომლის მიხედვითაც ესკიზებს ვქმნიდით. მაშინ, პირველად ვნახე, თუ როგორ მუშაობდა მოდის სახლი, რამხელა იერარქია იყო შიგნით, როგორი იყო მათი მუშაობის კულტურა და რამდენი ადამიანი იყო ჩართული იდეის განხორციელების პროცესში. იქ გუნდის თითოეული წევრის შრომა თანაბრად მნიშვნელოვანი გახლდათ. მათი მუშაობის პრინციპს ორკესტრს შევადარებდი, სადაც ვიღაც ვიოლინოა, ვიღაც ჩელო, ვიღაც საქსაფონი და ყველას თავისი შეუცვლელი როლი აქვს.

როგორ განვითარდა თქვენი პროფესიული გზა წლებთან ერთად? ძიების პროცესი ჩემი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრია. ყოველთვის ვუსმენ შინაგან ხმას და იმ გეზს, რომელსაც ის მკარნახობს. თავს მესაზღვრედ ვგრძნობ. მუდმივად მოდის და ხელოვნების ზღვარზე ვარ. სასაზღვრო მდგომარეობაში ყოფნა ჩემთვის ორგანული მდგომარეობაა. ჩემი გამოფენებიც თეატრალურ დროში გაჩერებულ კადრს ჰგავს, სადაც სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალებებია გამოყენებული: ქანდაკება, ხალიჩა, გრაფიკა, ვიდეო, ხმა. ამას, მარტივად, მულტიდისციპლინარული არტისტიზმი ჰქვი მოგვიყევით, უფრო ვრცლად თქვენი ბოლო გამოფენის What would it mean to leave tip toe dancing? ან იქნებ და(ვ)რჩე პეპლად ომში? და ხელნაკეთი წიგნის „ელენეს“ შესახებ...** აღნიშნული გამოფენა ამ ფორმატამდე გარკვეული მოვლენების შედეგად მივიდა. ეს წიგნი 1998 წელს, ჩემს უფროს შვილს, ელენეს დავუხატე და შარშანდლამდე სახლში მქონდა. ნახატები ფანქარში იყო შესრულებული და ცვდებოდა. წიგნი ჩემი პირველი სერიოზული ნამუშევარი იყო, რომელიც ძალიან მიყვარს. რეალობამ მისი დაკარგვის წინაშე დამაყენა, სწორედ ამიტომ, მისი გამოცემა გადავწყვიტე, რაშიც „დავით კაკაბაძის ფონდის“ დირექტორი მარიამ კაკაბაძე ძალიან დამეხმარა.

მან პროცესის მართვა „თიბისი“-თან ერთად თავის თავზე აიღო. შემდეგ, „თიბისი კონცეპტის“ კურატორმა მარიამ წიქარიძემ გამოფენის გაკეთება შემომთავაზა. როდესაც ჩემ თავს ვეკითხებოდი, რისი გამოფენა მომინდებოდა, იმისათვის, რომ ამ ყველაფერს მხოლოდ სხვადასხვა წლებში დახატული ნამუშევრების ნაკრების ფორმა არ ჰქონოდა, დავფიქრდი იმ დროზე, როგორ ვგრძნობდი თავს, რას განვიცდიდი, რა მეხმიანებოდა. რა თქმა უნდა, ომი და სამყაროში მიმდინარე მოვლენები ჩემთვის კრიტიკული თემებია. ჩემს ემოციებს გავყევი და 90-იანებში გაკეთებული მკვდარი არმიის ორი ოფიცერი გამოვფინე, რომლებიც შუშის სამკუთხედში იწვნენ, ფრთოსანი ცხენი – ნახევრად მითური არსება, რომელიც ჩემთვის ამ ყველაფერთან კავშირში იყო, ასევე, ხალიჩები. ეს ყველაფერი ერთ ექსპოზიციად შეიკრა.

წიგნი ჩემი და ჩემი შვილის, ელენეს მოგზაურობაა. მე მას ვიზუალური ენით ვუზიარებ იმას, რასაც სიტყვებით ვერ გავამჟღავნებდი. ნახატები კი სინამდვილის ანარეკლია, რომლებიც თავისუფალმა წარმოსახვამ გადმოსცა.

რა გაძლევთ ენერგიას მუშაობის პროცესის დროს? პროცესი ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნებაა. ამ დროს ყველაზე ცოცხალი ვარ, რადგან ცოცხალი პროცესის ნაწილი ვხდები. ეს მდგომარეობა ჩემთვის საჩუქარია, უდიდესი ბედნიერების და სიხარულის წყარო. თვითონ პროცესი მეტად მაინტერესებს, ვიდრე შედეგი, რადგან როგორც კი ეს მთავრდება, ნამუშევარი ჩნდება, რომელსაც თავისი ცხოვრება აქვს და მასთან კავშირი მუშაობის დასრულებასთან ერთად მთავრდებ როგორია თქვენი ერთი დღე?**

41 წლამდე სრულად შემოქმედებითი ადამიანის ცხოვრებით ვცხოვრობდი. ეს რაღაც მხრივ რთულიც იყო, რადგან სრული თავისუფლება და სიმარტოვე ადვილი არ არის და თავისი სირთულეები აქვს. მქონდა შეგრძნება, რომ სადაც არ უნდა წავსულიყავი, მთელი სამყარო ჩემი ლაბორატორია იყო. მაშინ, მხოლოდ ერთი როლი მქონდა, მხოლოდ ხელოვანი ვიყავი და ნებისმიერ ადგილას ვმუშაობდი. ახლა, ჩემს ყოველდღიურობას დედის როლი აქტიურად შეემატა, რამაც ჩემს ცხოვრებაში ბევრი ახალი ასპექტი გააჩინა და რომელიც ძალიან მიყვარს. დღევანდელი მოცემულობით, დროის სხვადასხვა მონაკვეთში ჩემს ამ როლებს ვინაწილებ. როცა პროექტი მაქვს, დედობისგან შვებულებას ვიღებ და პირიქით.

2019 წლიდან თქვენს ცხოვრებაში ინტერიერის დიზაინი შემოვიდა. მოგვიყევით ამის შესახებ...

ეს ძალიან საინტერესო და სასიამოვნო გამოცდილება

იყო. გარემო, სადაც ვმუშაობდი შთამბეჭდავი იყო. ჩემი ამოცანა იყო მეპოვა ის ფორმები, რომლითაც გარემოში არაფერს დავარღვევდი და გამოვხატავდი ამ საოცარი ადგილის ერთ-ერთ ასპექტს — სადაც ადამიანი თავს გარემოსთან ახლოს იგრძნობდა და გაიზიარებდა, იმ მთლიან სიმყუდროვეს, რაც ყვარლის ტბას ახასიათებს. ჩემთვის ეს პროცესი ადამიანსა და გარემოს შორის კავშირის პოვნას ჰგავს.

თქვენი საყვარელი ფილმი? კინო გამორჩეულად მიყვარს. მამა სცენარისტი იყო. ფილმებს ერთად ვუყურებდით ხოლმე. ბევრი ფილმი მიყვარს. ახლა გაგიზიარებდით, ჯონ კასავეტესის „Women Under the Influence საყვარელი წიგნი? ბევრი რამ მიყვარს. ახლა პოეზიას ვკითხულობ – თომას ელიოტს და მაიაკოვსკი როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? ამ ეტაპზე ჩემი სამომავლო გეგმები ჩემს სახლთან მაღაზიის გახსნას უკავშირდება, სადაც ჩემი ნამუშევრები განთავსდება და გაიყიდება. ასევე, მსურს ბაბუაჩემის, ვახტანგ ბერიძის ფონდის გაკეთება და მისი ნამუშევრების გამოცემა.

კიდევ წაიკითხეთ

2024 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები „ჯორჯიან ეარვეისისთვის“
ავიაცია

2024 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები „ჯორჯიან ეარვეისისთვის“

2024 წელს, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისიდან ასრულებდა რეგულარულ, პირდაპირ ფრენებს გაზრდილი მიმართულებებითა და სიხშირეებით. წელს, ფრენები სრულდებოდა 12 მიმართულებით: პარიზი, ნიცა, მილანი, ამსტერდამი, ვენა, ლარნაკა, ბერლინი, მიუნხენი, თელ-ავივი, მოსკოვი, სანქტპეტერბურგი, ნოვოსიბირსკი.

ჯორჯიან ეარვეისის ყველაზე ახალგაზრდა მფრინავი
ავიაცია

ჯორჯიან ეარვეისის ყველაზე ახალგაზრდა მფრინავი

თორნიკე ნადიბაიძე, „ჯორჯიან ეარვეისის“ მეორე მფრინავი: „ავიაციით ერთხელ თუ „მოიწამლე“, ერთხელ თუ აფრინდი, სულ ცდილობ, რომ თვითმფრინავი, ფრენა და ავიაცია შენი ცხოვრების ნაწილი იყოს“.

სვანეთი
მოგზაურობა

სვანეთი

როცა საქართველოში ზამთრის გატარებაზე გვაქვს საუბარი, რთულია მთას გვერდი ავუაროთ და სვანეთი არ გაგვახსენდეს. საქართველოს ყველაზე მაღალმთიანი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, რომელიც მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმით გამოირჩევა. სამთო სპორტის მოყვარულებს უკვე დიდი ხანია, რაც აქ…