Georgian Airways ჟურნალი ENG
ლაიფსტაილი

Rooms Studio

Rooms Studio

როგორ დაიწყო ამბავი სახელად Rooms Studio?

Rooms Studio 2007 წელს დავაარსეთ. მანამდე, თბილისის სამხატვრო აკადემიის ინტერიერის დიზაინის ფაკულტეტზე ვსწავლობდით. 2003 წელს, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ინტერიერის სხვადასხვა პროექტზე მუშაობა ერთად დავიწყეთ.

როგორია Rooms Studio-ს თვალით დანახული ინტერიერი? ცოცხალი, ზომიერი და არქიტექტურულად საინტერეს როგორ ფიქრობთ, რა არის Rooms Studio-ს ხელწერა, რაც ბაზარზე სხვებისგან გამოგარჩევთ? ჩვენი ხედვა წლების განმავლობაში საკუთარი თავის ძიების შედეგად ჩამოყალიბდა. ის ისტორიული, კულტურული წარსულის იდენტიფიკაციას და მის ტრანსფორმაციას თანამედროვე ადგილობრივ და გლობალურ კონტექსტში გულისხმობს, ჩვენივე მეხსიერებისა და აღქმის პრიზმის გავლით. ეს პროცესი მუდმივად განახლებადია, რადგან ჩვენი პრაქტიკაც დღევანდელობის დაკვირვებასა და მასთან მუდმივ დიალოგს ეფუძნებ როგორ დაახასიათებთ თბილისური შენობების ინტერიერს? ჩვენთვის თბილისური შენობების ინტერიერის სივრცე ისტორიით და გრძნობებით არის გაჟღენთილ როცა ვსაუბრობთ ინტერიერის დიზაინის შექმნაზე, რა ძირითად ეტაპებს მოიცავს ეს პროცესი?** პირველ რიგში, მოცემულ არქიტექტურულ სივრცეს ვაკვირდებით, რადგან პროექტზე ფიქრს სივრციდან გამომდინარე ვიწყებთ. შემდეგ, ჩვენი ხედვის სხვადასხვა ფორმით გადმოცემას ვცდილობთ, სადაც უკვე, ძირითადი დიზაინის იდეა იკვეთება.

მოგვიყევით, თქვენი ერთ-ერთი განსაკუთრებული და ცნობილი პროექტის სასტუმრო „რუმსის“ შესახებ

სასტუმრო „რუმსის“ პროექტებიდან, 2019 წელს, ბაკურიანში „რუმს კოხტას“ გამოვარჩევდით. ვფიქრობთ, ჩვენი ხელწერა ყველაზე კარგად აქ იგრძნობა. ამ სივრცეში შესაძლებლობა მოგვეცა, რომ ჩვენი ორივე პრაქტიკა – ინტერიერის და ავეჯის დიზაინი მთლიანობაში მოგვეყვანა და ერთად გაგვეკეთებინა.

ყაზბეგის „რუმსი“ ჩვენი ერთ-ერთი პირველი დიდი პროექტი იყო, რომლის ინტერიერზე და ექსტერიერზე 2012 წელს ვიმუშავეთ. ზოგადად, „რუმსის“ ყველა სასტუმრო დიზაინ კოლაბორაციაა, მათ დამფუძნებელთან და აჭარა ჯგუფთან.

მიღწევა, რომლითაც განსაკუთრებით ამაყობთ...

ალბათ ის, რომ ჩვენი პატარა წვლილი შევიტანეთ დიზაინის განვითარებაში, თანამედროვე ქართული ვიზუალური ენის შემუშავებით.

რჩევა, რომელსაც ინტერიერის დიზაინზე მუშაობის დროს არაპროფესიონალებს გაუზიარებდით...

გაითვალისწინონ არსებული კონტექსტი – სივრცე, მდებარეობა და არსებული მოცემულობა. თავი შეიკავონ დაკოპირებისგან, რადგან უმეტეს შემთხვევაში ეს რეალურ მოცემულობას „აცდენილი“ და არაგულწრფელი გამოდის.

რესპონდენტები — ნატა ჯანბერიძე, ქეთი თოლორაია

კიდევ წაიკითხეთ

2024 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები „ჯორჯიან ეარვეისისთვის“
ავიაცია

2024 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები „ჯორჯიან ეარვეისისთვის“

2024 წელს, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისიდან ასრულებდა რეგულარულ, პირდაპირ ფრენებს გაზრდილი მიმართულებებითა და სიხშირეებით. წელს, ფრენები სრულდებოდა 12 მიმართულებით: პარიზი, ნიცა, მილანი, ამსტერდამი, ვენა, ლარნაკა, ბერლინი, მიუნხენი, თელ-ავივი, მოსკოვი, სანქტპეტერბურგი, ნოვოსიბირსკი.

ჯორჯიან ეარვეისის ყველაზე ახალგაზრდა მფრინავი
ავიაცია

ჯორჯიან ეარვეისის ყველაზე ახალგაზრდა მფრინავი

თორნიკე ნადიბაიძე, „ჯორჯიან ეარვეისის“ მეორე მფრინავი: „ავიაციით ერთხელ თუ „მოიწამლე“, ერთხელ თუ აფრინდი, სულ ცდილობ, რომ თვითმფრინავი, ფრენა და ავიაცია შენი ცხოვრების ნაწილი იყოს“.

სვანეთი
მოგზაურობა

სვანეთი

როცა საქართველოში ზამთრის გატარებაზე გვაქვს საუბარი, რთულია მთას გვერდი ავუაროთ და სვანეთი არ გაგვახსენდეს. საქართველოს ყველაზე მაღალმთიანი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, რომელიც მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმით გამოირჩევა. სამთო სპორტის მოყვარულებს უკვე დიდი ხანია, რაც აქ…