ჯაბა დიასამიძე

ჯაბა დიასამიძე საფრანგეთში მცხოვრები ქართველი დიზაინერია. ის ცნობილია თავისი უნიკალური სტილით, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ესთეტიკას და ტრადიციულ ხელოვნებას. დაიბადა თბილისში, ხელოვანების ოჯახში. ჰყავს ნახევრად ფრანგი დედა — ნუცა წულაძე, ცნობილი ქართველი მთარგმნელის სერგი წულაძისა და მადლენ ვერდოს შვილი. ამიტომაც, ჯაბა დიასამიძემ ბავშვობა ორ სამშობლოში, საქართველოსა და საფრანგეთში გაატარა. საფრანგეთი იდეალური გარემო აღმოჩნდა მისთვის, შემოეტანა ახალი პერსპექტივები დიზაინში, და ამავე დროს, გამოეხატა თავისი ქართული წარმომავლობა. ჯაბა დიასამიძე დღეს პარიზში ცხოვრობს და აქტიურად მუშაობს.
ჩვენი ჟურნალის მკითხველს ვთავაზობთ ინტერვიუს დიზაინერ ჯაბა დიასამიძესთან.
როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე პარიზში? ვიღვიძებ, ვსაუზმობ და მალევე გავდივარ სასეირნოდ. ჩემთვის სეირნობა, შეიძლება ითქვას, რომ შთაგონების წყაროა. ძირითადად, პარიზში მთელი დღე ფეხით დავდივარ. თუ არ მაქვს რაიმე შეხვედრა დაგეგმილი, თავად მივდივარ სხვადასხვა ადგილებში, იმ ადამიანებთან, რომლებთანაც ვმუშაობ. მაგალითად, ნაჭრებზე, ქუდებზე, ხელთათმანებზე. ყოველი დღე იმპროვიზებულიცაა და დაგეგმილიც. მივყვები თითქოს დინებას, ვათვალიერებ სხვადასხვა გამოფენებს. ლუვრში სტუმრობა განსაკუთრებით მიყვარს ბავშვობიდან. ამ ადგილის მიმართ სენტიმენტალური დამოკიდებულება მაქვს. ეს ყველაფერი გრძელდება იმით, რომ მეგობარს ვხვდები ან მომხმარებელს ლანჩზე, შემდეგ, ვაგრძელებ ჩემს რუტინას და საღამოც მოდის. მიყვარს გარეთ ყოფნა, ადამიანებთან შეხვედრა რესტორნებში თუ სხვადასხვა ადგილებში. ზოგადად, ძალიან სოციალური ადამიანი ვარ. თუ სახლში ვარ, ხშირად ვპატიჟებ სტუმრებ რაზე მუშაობთ ამ ეტაპზე?**
ამ ეტაპზე ვმუშაობ ინდივიდუალურ შეკვეთებზე
და ვაკეთებ „ოტ კუტურ“ კოლექციას. მაქვს მომხმარებელთან შეხვედრის დღეები. ახლანდელ ჩემს კოლექციას არქივულს ვეძახი, მაგრამ რეალურად არც არის არქივული, რადგან მუდმივად ვამატებ ახალ მოდელებს. კოლექცია კერძო სივრცეში მაქვს, სადაც უშუალოდ ვხვდები მომხმარებლებს. იქ ხდება მოდელების დამუშავება და ინდივიდუალურად მორგება. შესაძლებელია მოდელების ცვლილება, მაგალითად, ნაჭრის, ფერის ან სიგრძის შეცვლა. ჩემთვის ეს პროცესი ძალიან სასიამოვნოა, რადგან პირადად შემიძლია მომხმარებელთან ურთიერთობა. ზოგჯერ, მაღაზიასაც ვუკეთებ კაფსულა კოლექციას, მაგრამ ამჟამად ეს პროცესი შეჩერებული მაქვს. ეს გადაწყვეტილება რამდენიმე წლის წინ მივიღე, თუმცა, მომავალში შესაძლოა კვლავ დავუბრუნდე.
როგორ დაახასიათებდით ბრენდს „ჯაბა დიასამიძე“? ეს ნამდვილად ძალიან რთული და პირადია. ეს იგივეა, მკითხოთ, ვინ ვარ მე. ამის დახასიათება ჯერ ვერ ვიპოვე, ახლაც ძიებაში ვა თუ გყავთ კუმირი? ერთ კონკრეტულს ნამდვილად ვერ დავასახელებ, თუმცა, ჩემს შთაგონებაში შედის ყველა ის მეტრი, რომლებიც მოდის ისტორიას წარმოადგენენ. ეს იწყება სულ პირველი დიზაინერებიდან, ისტორიული ბალენსიაგათი, ჟივანშით, ივ სენ ლორანით, შანელით, გოწიეთი, იაპონელი დიდი დიზაინერებით და ფრანგი 80-იანი წლების ავანგარდისტებით. თითოეულმა მათგანმა თავისი დიდი მნიშვნელობა შესძინა მოდის ისტორიას. დღევანდელი მოდა და მიდგომები უკვე განსხვავებულია, შესაბამისად, ყველა მეტრს აქვს ჩვენთვის დატოვებული გაკვეთილივით, ამ გაკვეთილებიდან კი გვინდა არ გვინდა ვსწავლობ თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენს კარიერაზე რამ იქონია ყველაზე დიდი გავლენა? ამბავი, რომელმაც დიდი წარმატება მოგიტანათ. მგონია, რომ ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმული. პირველი კაბიდან დაწყებული, ბოლო კაბამდე ერთი ისტორიასავითაა. არის რაღაცები, რომლებიც უფრო გამოირჩევა სხვა ადამიანებისთვის, შეიძლება იმიტომ, რომ პრესაში გამოჩნდა, ან იმიტომ, რომ ისეთ ადამიანს ეცვა, ვინც ყურადღება მიიქცია, თუმცა, ჩემზე დიდი გავლენა იქონიეს ქალებმა, რომლებიც ბავშვობიდან გარშემო მყავდნენ – დედა, მისი მეგობრები, მსახიობები, რომლებსაც კინოში ვხედავდი, პერსონაჟები წიგნებიდან, თუ მეგობრები, რომლებიც შევიძინე, ან უბრალოდ ქალები, რომლებიც ქუჩაში მხვდებოდნენ. ეს ადამიანები ყოველთვის ყველაზე მეტ გავლენას ახდენდნენ ჩემზე. ალბათ, ამიტომაც ვსეირნობ ბევრს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი შემხვდეს, მეტი სხვადასხვა ადამიანი ვნახო და გავიცნ თუ გახსოვთ პირველად როდის დაინტერესდით დიზაინით?** აბსოლუტურად თანდაყოლილი იყო, იმდენად, რომ, როგორც ის არ მახსოვს, ლაპარაკი როგორ დავიწყე, დაახლოებით ასევე არ მახსოვს ესეც. ვიცი, რომ სულ ჩემთან იყო, ამიტომ, კონკრეტულ მომენტს ვერ ვიხსენებ.
გაიხსენეთ თქვენი შექმნილი პირველი სამოსი.
პირველი ჩემი შექმნილი სამოსი ძალიან კარგად მახსოვს. ორი იყო პარალელურად: შავი კაბა, რომლის ზურგი ამოჭრილი იყო ოთხკუთხედად, და მეორე – პალტო, რომელიც ავანგარდისა და კლასიკის სინთეზი იყო.
არის რაიმე კავშირი პირველ შექმნილ სამოსსა და ახლანდელს შორის? სხვათა შორის დიახ. სიმართლე გითხრათ, არასდროს გადამიხვევია იმ ერთიდან, რომელსაც ვეძებ დღემდე და ალბათ კიდევ დიდხანს მოვძებნი. აი, ჩარჩოსავით იყო იმ კაბაშიც ამოჭრილი და ალბათ ეს იყო ჩემი პირველი ჩარჩო, რაც შევქმენი. ჩარჩო შეიძლება იყოს ნაჭერი, ფერი, მაგრამ სტილი მაინც არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ რაღაცაზე ჩამოყალიბდე, თორემ, მერე ძალიან დამაბნეველია. რა თქმა უნდა, შიგადაშიგ იცვლება დეტალები, მაგრამ საბოლოოდ არსი მაინც რჩება ერთი და იგივე. აი, ეს არის, რასაც ვერ დავახასიათებ იმიტომ, რომ ძალიან პირადი და ბუნებრივი შავი კაბა შეგიქმნიათ პირველიც და დღესაც შავი ფერი თქვენი კოლექციების დამახასიათებელია. რატომ გიყვართ შავი ასე ძალიან? შავი კონტრასტულად თეთრთან, შავი კონტრასტულად გარემოსთან იმდენად თვალსაჩინოა, და თან, ყველაზე ნაკლებად შემაწუხებელი, ალბათ, ამიტომ. ხაზებს ძალიან ლამაზად და სწორად სვამს, ზუსტად აკეთებს კონტურებს, ისე, როგორც მოდელი წარმომიდგენია. ამ კუთხით სიმარტივეც არის შავში და სირთულეც. შავი მხოლოდ მხატვრობა არ არის, ამ შემთხვევაში ის არის ნაჭერი, რომელიც ძალიან განსხვავებულია – იქნება ეს აბრეშუმი, ხავერდი თუ შალი. აკადემიურად ძალიან მეხმარებ არის თუ არა შავი ერთმნიშვნელოვნად თქვენი საყვარელი ფერი? კი, ნამდვილად არის. მუქი ლურჯი ალბათ კიდევ უფრო პირადად მიყვარს, მაგრამ შემოქმედებაში — შავი. ჩემს ყოველდღიურ გარდერობში უფრო მეტად უპირატესობას ვანიჭებ მუქ ლურჯს. გაზაფხულის ბოლოდან სექტემბრის ბოლომდე ძალიან მიყვარს თეთრი და ჩალისფერ ორი სამშობლო — რა გავლენას ახდენს თქვენზე თბილისი და პარიზი? თბილისიც და პარიზიც, პირველ რიგში, ემოციურ გავლენას ახდენს, რაც ძალიან მნიშნელოვანია ჩემს შემოქმედებაში. თბილისსაც და პარიზსაც ჩემთვის აქვს განსაკუთრებული ხასიათი, იქნება ეს ვიზუალურად გამოხატული, არქიტექტურულად თუ მეტეოროლოგიურად. როგორც პარიზი, ისე თბილისიც აბსოლუტურად შეუდარებელია. ძალიან დიდ ესთეტიკურ გავლენას ახდენს ორივე მათგანი. ჩემი ოჯახის წევრმა ფრანგმა ქალებმა ძალიან ბევრი რამ მასწავლეს, ისევე როგორც ქართველმა ქალებმა. პარიზსაც და თბილისსაც იმდენად ძლიერი და ცოცხალი კულტურა აქვს, რომ ერთიც და მეორეც დიდ გავლენას ახდენს ჩემზე. ერთმანეთს აბალანსებენ თუ არა, არ ვიცი, სავარაუდოდ, ალბათ იმიტომ, რომ მოდის ისტორია პარიზისკენ ხაზგასმით იხრება, და პრინციპში, ბავშვობიდან აქ ვისწავლე ეს სფერო. და მაინც, აქაურობას უკავშირდება ჩემთვის მოდის სიყვარული, მაგრამ თბილისსაც ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა ესთეტიკურად თუ ვიზუალურად. მანერა ცხოვრების ტანსაცმელში იგრძნობა. ხასიათი, თბილისის ქალის და პარიზის ქალის, არის აბსოლუტურად განსხვავებული, რადგან თვითონ ქალაქები სხვა კოდებს ითხოვ დაიბადეთ ხელოვანების ოჯახში. ქართველი საზოგადოება, და არა მხოლოდ, კარგად იცნობს თქვენს ბაბუებს, კოლორიტ ნიაზ დიასამიძესა და მთარგმნელ სერგი წულაძეს (ფრანგულად თარგმნა „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა). გაქვთ ფრანგულ-ქართული ოჯახი. რას ნიშნავს თქვენი ოჯახი თქვენთვის? ძალიან სენტიმენტალური არის ოჯახი და არ მგონია, რომ ჩემი ოჯახი ვინმეს ოჯახზე უფრო საინტერესოა. ზოგადად, ოჯახზე კარგი არაფერი არსებობს და ყველასთვის თავისი ოჯახია ყველაზე მნიშვნელოვანი. ერთადერთი შემიძლია გამოვყო, რომ ჩვენს ოჯახში ხელოვნებას, თუნდაც სტილს, ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სხვადასხვა თაობაში. ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე და მოთხოვნილება გამიზარდა ხელოვნებისადმი, გაზარდა ჩემი თვალი და ხედვა. როგორც მათემატიკოსების ოჯახში გაზრდილი ადამიანი, ალბათ, მათემატიკას სხვანაირად აღიქვამს, აი, ეგ მოთხოვნილების სიმაღლე თითქოს ბუნებრივად გაიზარდა ჩემში.
ვიცით, რომ თქვენი ძმის, ნიაზ დიასამიძის მუსიკას
ხშირად უსმენთ. რამდენად გეხმარებათ შთაგონების მიღებაში? ძალიან ხშირად ვუსმენ ნიაზის მუსიკას. შეჩვეული ვარ, რომ ხან მე ვარ საფრანგეთში, ხან ჩემი მშობლები საქართველოში, ამიტომ, როცა ჩემს ძმას ვუსმენ ძალიან სენტიმენტალურია. მისი ხმის მოსმენა ძალიან მსიამოვნებს, თან მშობლებს, ჩემს სახლს, ბავშვობას მაგონებს. შეიძლება სუბიექტურია, თუმცა, განსაკუთრებით მიყვარს მისი მუსიკა და ტექსტები. ვერასდროს ვერ გავიგებთ ობიექტური ვარ თუ არა, მაგრამ ჩემთვის რაღაცნაირად ნარევი არის, ზოგჯერ ნიაზის ხმა მესმის, როგორც ჩემი ძმის და ზოგჯერ მესმის მუსიკოსი ნიაზ დიასამიძის ხმა. ორივე შემთხვევაში დიდ სიამოვნებას ვიღე როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?** ახლა, თითქოს, ვცდილობ რომ ჩამოვაყალიბო ადგილი, რომელიც ჯერ არ ვიცი მხოლოდ ჩემს შემოქმედებასთან იქნება დაკავშირებული თუ არა. პარალელურად, ინტერიერის დიზაინზე ვმუშაობ და ჩემს კოლექციაზე, რომელსაც ახალი ხაზი მინდა რომ დავამატო. ამაზე უფრო კონცენტრირებული ვარ. მიუხედავად იმისა, რომ მე ყველაფერი ყოველდღიური მეჩვენება რასაც ვაკეთებ, ახლა, უფრო ხაზგასმით, დღის ტანსაცმლის შექმნა მსურს.










