ანბანით მოყოლილი საქართველოს ისტორია

ᲨᲝᲗᲐ ᲡᲐᲒᲐᲜᲔᲚᲘᲫᲔ
შოთა საგანელიძე გამორჩეული ქართველი ხელოვანია, რომლის შემოქმედებაც ისტორიული მეხსიერების გაცოცხლებას, კულტურული მემკვიდრეობის განვითარებას, ხელოვნების ენით ამბების საინტერესოდ თხრობას ემსახურება. მისი ინოვატორული მხატვრობის ტექნიკა ქართული სამი დამწერლობის ერთობლივი გამოყენებით პორტრეტის შექმნას გულისხმობს. ხელოვანის კოლექციებს შორისაა ისტორიული პირების პორტრეტები და აბსტრაქტული სახეები. შოთა საგანელიძის სახელოვნებო მედიუმი, გარდა ფერწერისა, კერამიკას, სკულპტურას და კალიგრაფიულ-ორნამენტული ვიზუალებით ტექსტილის დიზაინის შექმნას მოიცავს. მხატვრის საავტორო ტექნიკით შექმნილია გამოყენებითი და ყოველდღიური მოხმარების ნივთები, როგორიცაა: ხალიჩა, სუფრა, ხელნაქარგი მაისურები და სხვა სუვენირები.
გაგვაცანით და დაგვიხასიათეთ ვინ არის პერსონა შოთა საგანელიძე? შოთა საგანელიძე ხელოვანია, რომელსაც ექსპერიმენტები, და უბრალოდ, ძიების პროცესი უყვარს. რაც მუდამ სიახლეების აღმოჩენასთან ასოცირდება. ხასიათის ეს თვისება, ჩემი პროფესიული ცხოვრების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია. ადრეული ასაკიდან ვწერდი სიმღერებს, ვუკრავდი, ვხატავდი, ბევრ ცდას ვატარებდი. მიყვარს მოგზაურობა წარსულში, ისტორიებში, ადამიანებში, სიღრმეებში და შემდგომ მათთვის ახალი სიცოცხლის და სახის მიცემა. სწორედ ამ პროცესის შედეგად გავხდი კალიგრაფიული პორტრეტიზმის მიმართულების ავტორ ანბანი კალიგრაფიული ხელოვნების მთავარი ბირთვია. რა არის ანბანი თქვენთვის? ანბანი ყველა ერის აზროვნების გამომხატველი გრაფიკაა. ის ცნობიერი და არაცნობიერი კოლექტიური მეხსიერების გაერთიანებაა. ერს, რომელსაც დამწერლობა აქვს, ეროვნული მხატვრობის გრაფიკა გააჩნია. ქართული მხატვრობის ფუძედ კალიგრაფიას მივიჩნევ, რადგან ცვალებადია, სხვადასხვა დინამიკის და განწყობის მატარებელი რა იყო თქვენი პირველი კალიგრაფიული ნამუშევარი? პირველი კალიგრაფიული ნამუშევარი წრეში დახატული პორტრეტი გახლდათ. მთელი დედამიწა, მასში წარმოდგენილი საქართველოს სახით. ამ ნამუშევრის, და ზოგადად, ჩემი შემოქმედების მნიშვნელობა თანასწორობაზე და ერთიანობაზე დგას. ჩემში ჭარბად ცოცხლობს ეროვნული ერთიანობის იდეა, რამაც ქართული დამწერლობის სამივე ფორმის გაერთიანების, მათი თანაბრად გამოყენების და ამ გზით ერთიანი კალიგრაფიული პორტრეტების შექმნისკენ მიმიყვანა.
მოგვიყევით თქვენი საავტორო მიმართულების — კალიგრაფიული პორტრეტიზმის თქვენეული ხედვის შესახებ...
ჩემთვის კალიგრაფიული პორტრეტიზმი ღრმა მნიშვნელობის, განცდის, სულის, ისტორიის და ეროვნული ხასიათის გამოძახილია. ეს მიმდინარეობა შინაგან სულს ეხება, რის გამოც ყველაზე ნამდვილი, რეალურია, არ აქვს დრო და თავად გკარნახობს რა უნდა გააკეთო. როცა ეს ყველაფერი ჩემს აღქმაში დაილექა, განვითარება თავად ჰპოვა.
რას აცოცხლებთ კალიგრაფიული პორტრეტებით? პორტრეტების იდეა ყოველთვის ერთიანი, თანასწორი, გაერთიანებული საქართველოს სახის შექმნაზე დგას. ვხატავ მათ, ვისთანაც კავშირს ვგრძნობ. შოთა რუსთაველის, თამარ მეფის, ექვთიმე თაყაიშვილის, მარო მაყაშვილის, სოფიკო ჭიაურელის, ილია ჭავჭავაძის კალიგრაფიული პორტრეტების შექმნამდე, მათი განვლილი ცხოვრების კვლევით, პირად ისტორიებში მოგზაურობით და ღრმა ანალიზით ვიყავი დაკავებული. ჩემი ხედვა და მიდგომა ასეთია — წინა პლანზე სულიერება გამომაქვს, რისთვისაც ყოველთვის სიღრმეში ჩასვლაა საჭირო. სწორედ ამიტომაა ჩემი პორტრეტები ყველაზე რეალობის ამსახველი. გამოგონილი, ჩასხმული ფერების, ნაკვთების გარეშე ტილოზე გადმოდის ის, რაც პერსონის რეალური ცხოვრებისეული ისტორიიდან ჩემს განწყობაში რჩება, ეროვნული დამწერლობის სამივე ფორმის და მათი სულის ფერთა პალიტრის გამოყენები კალიგრაფიული პორტრეტიზმის შექმნით თქვენ ახალი მიმართულება გააჩინეთ, როგორ ხედავთ მის განვითარებას? ხელოვნება რეალური ცხოვრების და ისტორიის გამოხატვის საუკეთესო ფორმაა, რომელსაც რეფორმები სჭირდება. ხელოვნების რეფორმა წარმოუდგენელია წარსულის სიღრმისეული ცოდნის, პატივისცემის გარეშე, რადგან, რომ არა წარსული და საქართველოს მდიდარი კულტურული ისტორია, არ იქნებოდა სამი სახეცვლილი ანბანი, რომელსაც ჩემი ხელოვნების იარაღად თანაბრად ვიყენებ, თანასწორი და ერთიანი საქართველოს იდეის გამოსახატად. ვფიქრობ, ნამდვილი განვითარება წარსულის უარყოფაზე დაშენებული სიახლეა, რომლის შექმნის სითამამეც, მხოლოდ შემოქმედ ადამიანს აქვს. დარგის განვითარებასაც ასე ვხედავ — სითამამეში, სიმამაცეში და სურვილში ახალი პროდუქტი შექმნა და მსოფლიოს გააცნ რა შეიცვალა თქვენში მას შემდეგ, რაც კალიგრაფიული ხელოვნების შთაგონებით საკუთარი საავტორო შემოქმედებით დაოსტატდით? შემოქმედება მთელ სამყაროსთან ურთიერთობის ყველაზე ძლიერი იარაღია. კალიგრაფიულმა მხატვრობამ დამაჯერა, რომ შესაძლებელია საქართველოს ისტორიაზე ახალი ისტორია ააშენო, ამავდროულად დარჩე ქართველი და საერთაშორისო ასპარეზზე შენი ქვეყნის სიღრმე მსოფლიოს დაანახვო. ამ მხატვრობამ მაგრძნობინა რისკენ მივისწრაფვი, როგორ ვხედავ სამშობლოს და სად ერთიანდება ჩემთვის საქართველ რა მედიუმებს აერთიანებს ხელოვნების ის ნიმუშები, რომლებიც კალიგრაფიული მხატვრობით იქმნება?** ძალიან ფართო ინტერესები მაქვს. კალიგრაფიული მხატვრობა მუდმივი შემოქმედებითი სიახლეების და განვითარების საშუალებას მაძლევს. მასალა სხვადასხვა მხატვრულ მიდგომას მკარნახობს და არეალიც იშლება. ტილოების გარდა, ვმუშაობ აბრეშუმზე, ტექსტილზე, კერამიკაზე, საიუველირო ნაკეთობებზე, ინტერიერის დეკორზე და ხალიჩებზე.
მოგვიყევით თქვენი ნამუშევრების ამერიკაში, ჰარვარდის და კოლუმბიის უნივერსიტეტებში წარდგენის შესახებ...
აქ მინდა აღვნიშნო ერთი ადამიანის როლი, რომელიც ბოლო წლებში ჩემი ყველა პროექტის მენეჯერი და ხელმძღვანელია — მარიამ ტაბახმელაშვილი. მარიამმა გაუზიარა ჰარვარდის უნივერსიტეტს ჩვენი მულტიმედია გამოფენის კონცეფცია, მასში შემავალი საგანმანათლებლო კომპონენტებით, რის შემდეგაც, ძალიან მოკლე დროში მივიღეთ მოწვევა. სასიხარულო იყო, რომ ჰარვარდმა ამ ვიზიტის შესახებ თავად გაუზიარა ინფორმაცია კოლუმბიის უნივერსიტეტს და მათაც გამოთქვეს პროექტის მასპინძლობის სურვილი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ოქსფორდის, ლონდონის, კალიფორნიისა და ჰარვარდის პროფესორი სტივენ ჯონსი, რომელსაც დიდი როლი აქვს ჩვენი პროექტის მიწვევასა და საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო მასშტაბით პოპულარიზაციაში. ორივე შემთხვევაში გამოფენისა და პრეზენტაციის სახით წარმოდგენილი იყო სრული პროექტი, რომელიც აერთიანებს დამწერლობის ისტორიას, კალიგრაფიული ხელოვნების განვითარებას, ისტორიული მოღვაწეების კალიგრაფიულ პორტრეტებს და მათ ინდივიდუალურ როლს საქართველოს ისტორიის შექმნაში სხვადასხვა დარგში. ესენი არიან — შოთა რუსთაველი, თამარ მეფე, ილია ჭავჭავაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, პეტრე ოცხელი, სოფიკო ჭიაურელი და სხვა. გარდა ამისა, დამსწრე საზოგადოების, სტუდენტების, პროფესორების, და მოწვეული სტუმრების მონაწილეობით შეიქმნა საერთო ფერწერული ტილო, სადაც ქართული მწერლობიდან ციტატები დაიტანეს, მათ შორის, ვეფხისტყაოსნიდან. საბოლოოდ კი, მასტერკლასის სახით, შოთა რუსთაველის პორტრეტი შევქმენი. პირადად ჩემთვის, ეს განსაკუთრებული გამოცდილება იყო, რადგან საერთაშორისო აუდიტორიასთან ღრმა ინტერკულტურული დიალოგი შედგა. შოთა რუსთაველის გამოსახულებით ერთობლივად შეიქმნა მოცულობითი ფერწერული ტილო, რომელმაც სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ჰარვარდის და კოლუმბიის უნივერსიტეტებში. ვეფხისტყაოსნის იდეაფიქსიც ხომ ეს არის — მარადიულ ღირებულებებთან სხვადასხვა ხალხის, ფილოსოფიის და რელიგიის თანხვედრა.
გაგვიზიარეთ თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ...
მიმდინარე პროექტი ახალი ილუსტრირებული ვეფხისტყაოსნის გამოცემაა. პროექტზე საუბრისას, მინდა ხაზი გავუსვა რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს — პირველ რიგში, რუსთაველის მწერლობის ტექნიკა და იდეები უდიდეს რეფორმას წარმოადგენს. დღეს, იმავე ენით და დამწერლობით შესაძლებელი გახდა შეიქმნას ნამუშევრები — კალიგრაფიული პორტრეტები, რასაც ავთენტურობას დავარქმევდი. მეორე საკითხი არის ღრმა გააზრება. იმისათვის, რომ ვეფხისტყაოსნის მხატვრული, ემოციური და იდეური სამყარო შევიცნოთ, მსურს კალიგრაფიული მხატვრობის ტექნიკით თითოეული გმირის, პერსონაჟის პორტრეტი აღვადგინო. ვფიქრობ, ვეფხისტყაოსნის გამოცემის ისტორიაში ეს იქნება ყველაზე განსხვავებული, გამორჩეული ილუსტრირებული გამოცემა. ნაწარმოების გაგება შეუძლებელია სიმბოლურ-ალეგორიული ინტერპრეტაციის გარეშე. ამიტომაც, საყურადღებო ფაქტია, რომ ვეფხისტყაოსნის ნამუშევრები შეიქმნება იმ ქართველ მკვლევრებზე დაყრდნობით, რომლებმაც თავიანთი მოღვაწეობა რუსთველისეული სამყაროს შეცნობას მიუძღვნეს: ვიქტორ ნოზაძე, პავლე ინგოროყვა, ნიკო მარი, კორნელი კეკელიძე, აკაკი შანიძე, ალექსანდრე ბარამიძე, ზვიად გამსახურდია. გამოვყოფ პროექტისთვის მნიშვნელოვან სამ თემას — სახისმეტყველება, ფერთამეტყველება და სიმბოლიზმი ვეფხისტყაოსანში. პროექტი ორი ძირითადი სამუშაოსგან შედგება — ილუსტრაციის შექმნა, რომელიც საშუალოდ 20 ფერწერულ ტილოს მოიცავს, რაც ვფიქრობ მნიშვნელოვანი იქნება როგორც ქართული კალიგრაფიული ხელოვნებისა და ზოგადად, სახვითი ხელოვნებისთვის, ისე ვეფხისტყაოსნის ექსპოზიციისთვის, და მეორე — საზედაო ასოების შექმნა და წიგნის ბეჭდვამდე სხვა ყველა წინასწარი სამუშაოს ჩატარება. ეს იქნება პირველი კალიგრაფიული ვეფხისტყაოსანი, რომელიც თავისი შინაარსით, ავთენტიკურობით, შოთასეული ანბანით, ფერებით, სიმბოლოებით და მთავარი მნიშვნელობებით იქნება გამორჩეული. ვფიქრობ, ეს იქნება ეროვნული მოდერნიზმის, კალიგრაფიით ნაწერი უდიდესი აზროვნების, კალიგრაფიითვე შესრულებული ვიზუალიზაციის პრეზენტატორი.











