ფრენა სხვადასხვა ამინდში

წვიმიანი ამინდი ფრენას არ აფერხებს. იმ შემთხვევაში, თუ ხილვადობა ნაკლებია, პილოტები სპეციალურ სანავიგაციო მოწყობილობებს იყენებენ, ხოლო სველი ბილიკი დასამუხრუჭებლად უფრო გრძელ დისტანციას მოითხოვს.
ნისლი აფრენისა და დაფრენისას ხილვადობას ამცირებს, ამიტომ პილოტები ინსტრუმენტული დაშვების სისტემებს იყენებენ და სპეციალური პროცედურებით მოქმედებენ.
ძლიერი და ცვალებადი ქარი აფრენისა და დაშვებისას განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ასეთ დროს აეროპორტი ქარის მიმართულების მიხედვით დასაფრენ ბილიკებს ცვლის.
ჭექა-ქუხილი ერთ-ერთი ყველაზე რთული ამინდია ფრენისთვის. ქარიშხალს ხშირად თან ახლავს ტურბულენტობაც. ასეთ დროს, პილოტები რადარის დახმარებით გვერდს უვლიან ჭექა-ქუხილის ზონებს და საჭიროების შემთხვევაში ცვლიან მარშრუტს ან სიმაღლეს.
ტურბულენტობა შესაძლოა წარმოიშვას როგორც მოწმენდილ ცაზე, ისე ღრუბლებში ან მთებთან ახლოს. მგზავრებისთვის ტურბულენტობა ზოგჯერ არაკომფორტულია, თუმცა სახიფათო არ არის. ამ დროს პილოტები რადარის დახმარებით ცვლიან მარშრუტს, სიმაღლესა და სიჩქარეს, რათა თქვენი ფრენა მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს.



