Georgian Airways ჟურნალი ENG
მოგზაურობა

როგორ ვაქციოთ ფრენა თავგადასავლად ბავშვებთან ერთად

როგორ ვაქციოთ ფრენა თავგადასავლად ბავშვებთან ერთად

ბავშვებთან მოგზაურობა ხშირად მშობლებისთვის სერიოზულ გამოცდას ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში ფრენა შეიძლება იქცეს დაუვიწყარ თავგადასავლად, ისეთ ამბად, რომელსაც ბავშვები წლების შემდეგ ღი მილით გაიხსენებენ. ყველაფერი იწყება იმ მომენ ტიდან, როცა გადაწყვეტთ, რომ ფრენა სტრესული მოვლენა კი არა, არამედ ახალი სასიამოვნო გამოც დილების მომენტია. სწორად დაგეგმილი პროცესი და რამდენიმე პატარა საიდუმლო კი მოგზაურობას თამა შად, თვითმფრინავს სცენად, ხოლო გზას მოგონებად აქცევს.

პირველ რიგში, ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვა ნია ფრენის მოლოდინის შექმნა. თუ ჯერ კიდევ სახ ლიდანვე მოუყვებით, როგორი იქნება აეროპორტი, თვითმფრინავი, საპილოტე კაბინა – თუნდაც გარედან, როგორ აფრინდება და დაჯდება თვითმფრინავი, ყვე ლაფერი ბევრად უფრო მარტივად და საინტერესოდ ჩაივლის. ბავშვებს უყვართ თამაშები ამიტომ შეგიძ ლიათ წინასწარ პილოტის ან გამცილებლის თამაში ითამაშოთ. ეს მათ პოზიტიურად განაწყობს და ფრენას საკუთარ თავგადასავლად აღიქვამენ.

აეროპორტში ყოფნა კი თავად არის დიდი სანახაობა.

შეგიძლიათ ბავშვებს აჩვენოთ, როგორ მოძრაობს ჩემოდნის ესკალატორი, დააკვირდეთ ერთად უზარ მაზარ პანორამულ ფანჯრებში ასაფრენ ზოლს, საი დანაც კარგად ჩანს თვითმფრინავების გადაადგილე ბა.

თვითმფრინავში შესვლისას შეგიძლიათ ბავშვების პატარა ე.წ სურპრიზ-პაკეტი გადასცეთ – ფანქრები, ფურცლები, სტიკერები, პატარა წიგნები, თავსატეხე ბი ან თუნდაც სამგზავრო ზომის ახალი სათამაშოები.

მნიშვნელოვანია, რომ ეს ნივთები წინასწარ არ ნახონ.

ფრენის პირველი ნახევარი შეიძლება ამ აქტივობებს დაუთმოთ, ხოლო მეორე ფანჯრიდან ცაში ყურებას, ღრუბლების ფორმების გამოცანას და სიმაღლეზე არ სებული სამყაროს დაკვირვებას. ბავშვებისთვის მაღა ლი ცა ზღაპრული სამეფოა, სადაც ყველა ღრუბელი პატარა არსებად შეიძლება იქცეს.

მნიშვნელოვანია, ფრენის განმავლობაში ბავშვებმა იგრძნონ, რომ პროცესის ნაწილი არიან. მაგალითად, შეგიძლიათ აჩვენოთ, სად მდებარეობს უსაფრთხოების ჟილეტები, როგორ იკვრება ღვედები, რატომ უნდა და კეცონ მაგიდები აფრენისას და დაჯდომისას. ამ გზით ისინი სწავლობენ და თან თამაშობენ. ასევე შეგიძლიათ შექმნათ „მინი-ჟურნალი“ – მარტივი ბლოკნოტი, სადაც ბავშვი ჩაიწერს, რა ნახა, რამ გააკვირვა. ეს მათ აძ ლევს გამოხატვის საშუალებას, მშობელს კი მშვიდი ფრენის შანსს.

და ბოლოს, ყველაზე მთავარი ნაწილი ფრენის თავ გადასავლად ქცევისას არის მშობლის განწყობა. ბავ შვები მშობლების ემოციას უსიტყვოდ იმეორებენ. თუ თქვენ თავად დაინახავთ მოგზაურობაში სიხარულს თქვენთან ერთად ამას ბავშვიც იგრძნობს. ფრთებზე გამოკიდებული მოფარფატე ღრუბლები კი ბავშვების თვის ზღაპრულ სანახაობად იქცევა.

ფრენა ბავშვებთან ერთად შეიძლება იყოს უდიდესი გართობა, მათთვის პატარა ზღაპარი ცაში. მთავარია, პროცესს კრეატიულად შეხედოთ და თითოეული ეტაპი პატარა თავგადასავლად აქციოთ. შეიძლება სწორედ ამ ფრენიდან დაიწყოს ის მოგონებები, რომელზეც ბავ შვები მთელი ცხოვრება მოგიყვებიან.

კიდევ წაიკითხეთ

ფრენა სხვადასხვა ამინდში
ავიაცია

ფრენა სხვადასხვა ამინდში

წვიმიანი ამინდი ფრენას არ აფერხებს. იმ შემთხვევაში, თუ ხილვადობა ნაკლებია, პილოტები სპეციალურ სანავიგაციო მოწყობილობებს იყენებენ, ხოლო სველი ბილიკი დასამუხრუჭებლად უფრო გრძელ დისტანციას მოითხოვს.

ბერლინი / BERLIN კლუბური კულტურის მსოფლიო დედაქალაქი
მოგზაურობა

ბერლინი / BERLIN კლუბური კულტურის მსოფლიო დედაქალაქი

ბერლინი თავისუფალი, ხმაურიანი და შემოქმედებითად დატვირთული ქალაქია. აქ პირველივე წუთიდან ხვდები, რომ რაღაც განსაკუთრებულ სივრცეში მოხვდი. აქაური ღამის ცხოვრება ხომ მთელი მსოფლიოსთვის კულტურულ ფენომენად იქცა.

გოდერძი
მოგზაურობა

გოდერძი

როდესაც საქართველოზე ვლაპარაკობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი — ეს არის ქვეყანა, რომელიც გთავაზობს ყველაფერს ერთ ძალიან პატარა ტერიტორიაზე.