დაშბაშის კანიონი

ქვემო ქართლის მხარეში, წალკის მუნიციპალიტეტში სოფელ დაშბაშის მიდამოებში, მდინარე ქციის (ხრამის) ხეობაში ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს დაშბაშის კანიონი, რომელიც ბუნების ძეგლს წარმოადგენს, ეს არის დაცული ტერიტორია და ალგეთის ეროვნული პარკის ნაწილი.
კანიონის ირგვლივ არსებული ეკოსისტემა საკმაოდ ღარიბია მწვანე საფარით, ხოლო კანიონის ციცაბო ფერდობებზე ულამაზესი პეიზაჟები გვხვდება.
კანიონის ფერდობებზე უამრავი მიწისქვეშა წყლების გამოსასვლელები და ჩანჩქერია, რაც სრულიად განსხვავებულ ლანდშაფტს ქმნის მისთვის დამახასიათებელი მიკროკლიმატით. ასევე გვხვდება ვულკანური კონუსები,პლატოები.
ფართოფოთლოვანი ტყეები მრავალი სახეობის ცხოველის თავშესაფარია. კანიონი გამომუშავებულია ვულკანურ ქანებში, რომლითაც აგებულია მიმდებარე წალკის პლატო და ხრამის მასივი. ხრამის ხეობაში გვხვდება ადამიანის მიერ შექმნილი გამოქვაბულები.
დაშბაშის კანიონის ყველაზე ცნობილი ადგილია დიდი კასკადური ჩანჩქერი.
მთლიანად კანიონის სიგრძე რვა კილომეტრს აღწევს და აქ კიდევ მრავალი საინტერესო და ლამაზი ადგილის ნახვა არის შესაძლებელი.
დაშბაშთან ახლოს არის ულამაზესი ტყე, რომელიც ზაფხულის ცხელ დღეებში სასიამოვნო მოსასვენებელი ადგილია,ტერიტორიაზე გამოყოფილია საპიკნიკე და საკარვე ადგილები.
კანიონის ტერიტორიაზე მოწყობილია ბილიკები 1,8 კილომეტრი სიგრძის, რომელიც ვიზიტორთა ცენტიდან იწყება და ჩადის კანიონის ხეობაში, ჩანჩქერებთან. ასევე შესაძლებელია სარგებლობა სპეციალურად გამოყოფილი მანქანებით, რომლებიც დამთვალიერებლების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.
2022 წელს დაშბაშის კანიონზე გაიხნა 240 მეტრი სიგრძს პანორამული შუშის ხიდი.
დაშბაშის კანიონი საქართველოში პირველია სადაც ასეთი მასშტაბის შუშის ხიდი დამონტაჟდა. ხიდის შუა ნაწილში გაკეთებულია ასევე შუშის „ბრილიანტის“ ფორმის კაფე 360 გრადუსიანი ხედებით.
ხიდი არამარტო დღისით, არამედ ღამითაც ძალიან ლამაზია,განათებული ხიდიდან ტურისტებს შეუძლიათ დატკბნენ სანახაობით.
დაშბაშის კანიონზე საკმაოდ მრავალფეროვანი და ექსტრემალური აქტივობები გელოდებათ, როგორიცაა: ველოსიპედით გადასვლა კანიონზე,ასევე „საქანელა“ ერთ-ერათი ყველაზე საინტერესო და ემოციური აქტივობაა, მისი საშუალებით შეიძლება გადაიფრინოთ კანიონის თავზე.
დაშბაშის კანიონი შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“. იგი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და მრაველფეროვანი ტურისტული ადგილია სანაც ბუნების სილამაზე და თანამედროვე აქტივობები ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.ეს ადგილი იდეალურია დასვენებისთვის და ახალი შთბეჭდილებების მისაღებად.










