Georgian Airways ჟურნალი ENG
მოგზაურობა

მილანი

მილანი

მილანი იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და შთამბეჭდავი ქალაქია. იგი აერთიანებს ისტორიულ არქიტექტურას, თანამედროვე ცხოვრებას, მოდის სამყაროს და კულტურულ მრავალფეროვნებას. სწორედ ამიტომ აქ ჩასული მოგზაურები ქალაქის განსაკუთრებულ ატმოსფეროს მაშინვე გრძნობენ.

ქალაქის გულში მდებარეობს Duomo di Milano, მილანის ყველაზე ცნობილი სიმბოლო.

უზარმაზარი ტაძარი,თავისი არქიტექტურით ტურისტებზე ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს. მოედნიდან კი ქალაქის სიცოცხლით სავსე რიტმი კარგად იგრძნობა.

ტაძართან ახლოს არის კიდევ ერთი გამორჩეული ადგილი, Galleria Vittorio Emanuele II. ეს ისტორიული გალერეა ელეგანტური მაღაზიებით, კაფეებითა და შუშის გუმბათით ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სივრცეა ქალაქში.

მილანში მოგზაურობისას საინტერესოა ასევე Sforza Castle-ის მონახულება. ეს ისტორიული ციხესიმაგრე დღეს მუზეუმებსა და კულტურულ სივრცეებს აერთიანებს.

მის გვერდით მდებარეობს დიდი მწვანე პარკი Parco Sempione, სადაც ადგილობრივები და სტუმრები ხშირად სეირნობენ და ისვენებენ.

ქალაქი ცნობილია მოდით, ხელოვნებითა და გემრიელი იტალიური სამზარეულოთი. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ტრადიციული იტალიური კერძები, გაი სეირნოთ პატარა ქუჩებში და იგრძნოთ ნამდვილი იტალიური ქალაქის ატმოსფერო.

თუ მილანში მხოლოდ ერთი დღე გაქვთ, დილა შეგიძლიათ დაიწყოთ ტაძრის მოედანზე, შემდეგ მოინახულოთ გალერეა და ციხესიმაგრე, ხოლო დღის ბოლოს გაისეირნოთ პარკში. ასე მოკლე დროშიც შეძლებთ ქალაქის მთავარი ადგილების მონახულებას.

მილანი განსაკუთრებით შთამბეჭდავია თავისი არქიტექტურით, ფართო მოედნებითა და აქტიური ცხოვრებით. დღის განმავლობაში აქ გასაოცარი გარემოა, საღამოს კი ქალაქი კიდევ უფრო ცოცხალი ხდება.

მილანში მოგზაურობა დღეს უფრო მარტივიც გახდა.

Georgian Airways-ი მგზავრებს სთავაზობს პირდაპირ ფრენას მილანის მიმართულებით, რაც მგზავრობას სწრაფსა და კომფორტულს ხდის. ამ გზით იტალიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქალაქის აღმოჩენა კიდევ უფრო ხელმისაწვდომია.

მილანი ყოველთვის რჩება ადგილად, სადაც მოგზაურებს ყოველთვის ახალი შთაბეჭდილებები და განსაკუთრებული ემოციები ელით.

კიდევ წაიკითხეთ

თითოეული ფრენის მიღმა: პილოტის პროფესია
ავიაცია

თითოეული ფრენის მიღმა: პილოტის პროფესია

როდესაც მგზავრი თვითმფრინავში ადის, ის საკუთარ უსაფრთხოებას ეკიპაჟს ანდობს. თუმცა ბევრმა არ იცის, რამდენწლიანი სწავლა, გამოცდილება და მუდმივი გადამზადება დგას ყოველი ფრენის უკან. თითოეული პილოტი ავიაკომპანიაში მუშაობამდე ხანგრძლივ და ძალიან პასუხისმგებლიან გზას…

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II 49 წლიანი „მზიანი ღამის“ ეპოქა
ლაიფსტაილი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II 49 წლიანი „მზიანი ღამის“ ეპოქა

საქართველო ყოველთვის ეძებდა რწმენის, სიმყარისა და სულიერი ერთიანობის გზას. შთაგონებას, იმედს, რწმენისა და ნდობის გაღვიძებას, ეკლესიისთვის მრევლის დაბრუნებას. და აი გამოჩნდა ადამიანი ვისი სიტყვები და ქმედებებიც ასახავდა არა მხოლოდ სულიერ სიმტკიცეს, არამედ…

ხევსურეთი
მოგზაურობა

ხევსურეთი

ხევსურეთი – საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარეა,რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანეთში მდებარეობს. კავკასიის ქედი ხევსურეთს ყოფს ორ ნაწილად პირიქითა ხევსურეთი – მიღმახევი, შატილი და არხოტის ხეობები,პირაქეთი ხევსურეთი-არაგვის ხეობა.