ქართული სუნელები
საქართველოს გემო და სურნელი

საქართველოში თითქმის ყველა ოჯახის სამზარეულოში განსაკუთრებული სურნელი ტრიალებს, რომელიც დაუვიწყარი და მადის აღმძვრელია. ეს სურნელი მოდის ქართული სუნელებიდან, ისინი საუკუნეების განმავლობაში ქართული კერძების მთავარი ნაწილი გახდა.
ქართულ სამზარეულოში ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა სუნელი, მათ შორის:
უცხო სუნელი უცხო სუნელი — ხმელი, მრავალგვარი მცენარის ნაზავი, რომელიც წვნიანებს და ტრადიციულ ქართული კერძებს განსაკუთრებულად არომატულს ხდის.
სვანური მარილი – მარილისა და არომატული მწვანილების ნაზავი, რომელიც განსაკუთრებულ გემოს აძლევს ხორცსა და ბოსტნეულს. ეს სუნელი განსაკუთრებულად უხდება შემწვარ ხორცს, ქათმის კერძებს, ბოსტნეულსა და თევზსაც კი.
ხმელი ქინძი ხმელი ქინძი — მსუბუქი მწვანე სურნელის მქონე ნა ზავი, რომელიც იდეალურად ერწყმის სალათებს.
ყვითელი ყვავილი – არომატული ფოთლები, რომლებიც დამატებით ფერს, სურნელს და ნაზი ტონალობას მატებს კერძებს – განსაკუთრებით თხილეულზე დამზადებულ სოუსებს.
ქართული სუნელები ტრადიციული წესით მზადდება: მცენარეებს აგროვებენ, აშრობენ მზეზე ან კარგად განიავებულ ადგილას, შემდეგ კი ფქვავენ ან წვრილად აქუცმაცებენ და ერთმანეთში ურევენ. ადგილობრივი ოჯახები ხშირად ქმნიან საკუთარ ნაზავებს, რაც კიდევ უფრო მრავალფეროვან გემოს იძლევა. საქართველოში მოგზაურობისას ბაზრები ფერადი და არომატული სამოთხეა.
სუნელები არა მხოლოდ გემოსა და სურნელს აძლევს კერძებს, არამედ საკმაოდ დიდხანსაც ინახება. სწორად შენახვის შემთხვევაში ქართული სუნელები რამდენიმე თვიდან ერთ წლამდე შეიძლება დარჩეს არომატული და გამოყენებისთვის ვარგისი. ჩვეულებრივ, მათ ინახავენ მშრალ და გრილ ადგილას, მჭიდროდ დახურულ ქილებში, რათა სურნელი და გემო დიდხანს შეინარჩუნონ. სწორედ ამიტომ ბევრ ტურისტს საქართველოდან სუნელები მიაქვს, როგორც პატარა და გემრიელი მოგონება ამ ქვეყნის კულინარიული კულტურიდან.
სწორედ ამ მრავალფეროვანი სუნელებისა და ტრადიციების გამო ქართული სამზარეულო,მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში საინტერესოდ და გამორჩეულად მიიჩნევა. საქართველო დღესაც ინარჩუნებს უნიკალურ კულინარიულ კულტურას, ხოლო ქართული სუნელები იმ პატარა საიდუმლოდ რჩება, რომელიც თითოეულ კერძს განსაკუთრებულ ხასიათს აძლევს და მათი გემო და სურნელი მოგზაურებს დიდხანს ამახსოვრდებათ.
ხმელი სუნელიხმელი სუნელი – ერთ-ერთი მთავარი ქართული სუნელის ნაზავი, რომელშიც შედის ფენუგრეკი (უცხო სუნელი), ქინძის თესლი, საბაზო შემადგენლობა და სხვა ახალბედა არომატები. აღნიშნული სუნელი უხდება სუპებს, სტეიკებს, ბოსტნეულსა და ტრადიციულ კერძებს.
„კასა ფიორი“ friends4friends.group-ის მეხუთე პროექტია. ჩვენი ჯგუფი 2018 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და აერთიანებს სხვადასხვა ტიპისა და კონცეფციის გამორჩეულ რესტორნებსა და ბარს თბილისის მასშტაბით. „ვერიკო“, „ქიქოძე გასტრო“, „ქიქოძე ბარი & საუზმე“, „ლეიზი“ და „კასა ფიორი“. ახალი რესტორნის გახსნისას, ყოველთვის ვცდილობთ, შევქმნათ და დავამკვიდროთ რაღაც ახალი, რაც უცხოა საქართველოს ბაზრისთვის, თუმცა პრაქტიკაში მსოფლიოს გარშემო დიდიხანია იყენებენ. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, სტუმრის სიამოვნებაა, ამიტომ ყველა რესტორანში ვცდილობთ, გარემო მოვარგოთ სტუმრის სურვილებს. კერძებს რაც შეეხება, კონცეფციიდან გამომდინარე, ყველა რესტორანში სხვადასხვა ტიპის მენიუ გვაქვს, თუმცა ყველას ერთი რამ აერთიანებს – ხარისხი.
რესტორანი „კასა ფიორი“ 2024 წელს გავხსენით, თუმცა გახსნამდე ძალიან ბევრი ეტაპი გავიარეთ. დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით როგორც ინტერიერის, ასევე ექსტერიერის შექმნაზე. გვინდოდა, იტალიური ესთეტიკა თბილისის შუაგულში შეგვექმნა და ვფიქრობთ, გამოგვივიდა.
„კასა ფიორი“ იტალიური კონცეფციისა და სტილის მატარებელი რესტორანი და ბარია. „კასა ფიორი“ ქარ
ᲙᲐᲡᲐ ᲤᲘᲝᲠᲘᲡ ᲨᲔᲥᲛᲜᲘᲡ ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲐᲖᲔ ᲡᲐᲣᲑᲠᲝᲑᲡ ᲠᲔᲡᲢᲝᲠᲐᲢᲝᲠᲘ ᲓᲐ
ᲓᲐᲛᲤᲣᲫᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲘᲝᲠᲒᲘ ᲓᲐᲠᲪᲛᲔᲚᲘᲐ
თულად ყვავილების სახლს ნიშნავს, და ჩვენი გარემოც ამ კონცეფციას მიჰყვება. ინტერიერის ყველა დეტალს თავისი ისტორია აქვს. ჭურჭელიც კი, რომელსაც ვიყენებთ, სახელდახელოდაა შერჩეული და ნაწილი ვინტაჟური სტილისაა. „კასა ფიორე“-ში მოსვლა ერთგვარი მოგზაურობაა იტალიაში, სადაც განსაკუთრებულად უყვართ ადამიანები, გემრიელი კერძები, ესთეტიკა და ხარისხი. ჩვენთან სტუმრობისას, კედლებზე აღმოაჩენთ ხელით შექმნილ ფრესკებს, ასევე ხელით მოხატულ ჭერს – ყველა ამ დეტალში უამრავი ადამიანური შრომა და სიყვარულია ჩადებული. იდეა კი მხოლოდ ერთია – ჩვენთან მოსულ სტუმარს, შევუქმნათ გარემო, სადაც თავს იგრძნობს კომფორტულად, იტალიური კერძები იტალიაში ამოგზაურებს, გარემო კი დაარწმუნებს, რომ სტუმარზე ზრუნვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია.
„კასა ფიორი“ განსაკუთრებული და გამორჩეულია ქართულ ბაზარზე, რადგან გასტრონომიული მოგზაურობა, რაც სტუმარს აქ ხვდება – დაუვიწყარია. „კასა ფიორი“-ში ვიყენებთ მაღალი ხარისხის პროდუქტებსა და ინგრედიენტებს, ვზრუნავთ სერვისზე, რომ შევქნათ სტუმრისთვის კომფორტული და სასიამოვნო გარემო. რაც შეეხება სამზარეულოს, მენიუს შედგენას და ჩამოყალიბებას რამდენიმე თვე დასჭირდა, გახსნამდე უამრავი საცდელი ვერსია შევქმენით. ჩამოვიყვანეთ საერთაშორისო დონის შეფები, რომლებთან ერთადაც ქართველმა შეფებმა შექმნეს კერძები, რომელთა გემოც, ხარისხი და ავთენტურობა იგრძნობა თითიოეულ დეტალში. „კასა ფიორი“-ში განსაკუთრებულად საინტერესო და მრავალფეროვანი ევროპული და ქართული ღვინის მენიუ დაგხვდებათ. ბევრი ვიფიქრეთ, კონკრეტულად რომელი ღვინო უნდა ყოფილიყო ჩვენს მენიუში, ძალიან ბევრი ქართული და ევროპული ღვინო გავსინჯეთ და მათ შორის საუკეთესოს სწორედ „კასა ფიორი“-ში შეხვდებით.
ჩვენი სივრცე დაახლოებით, 120 სტუმარს იტევს. 4 ტიპის სივრცე გვაქვს, შესაბამისად სრუმარს შეუძლია თავად გადაწყვიტოს, სად ურჩევნია – მთავარ დარბაზში, ტერასაზე თუ ბარში. მსოფლიოში დიდი ხანია არსებობს პრაქტიკა, რომ ადამიანებს შეუძლიათ ბარშიც მიირთვან კერძები, სწორედ ეს იდეა დავნერგეთ „კასა ფიორი“-ში. ბარის ნაწილი ისეა მოწყობილი, რომ სტუმარს შეუძლია ბარში კომფორტულად მიირთვას ნებისმიერი ტიპის კერძი.









