ხევსურეთი

ხევსურეთი – საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარეა,რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანეთში მდებარეობს. კავკასიის ქედი ხევსურეთს ყოფს ორ ნაწილად პირიქითა ხევსურეთი – მიღმახევი, შატილი და არხოტის ხეობები,პირაქეთი ხევსურეთი-არაგვის ხეობა.
სიტყვა „ხევ-სურეთი“ ღრმა ხევებიან ადგილს ნიშნავს და სწორედ ამიტომ ისტორიული წყაროებიდან ამ სახელწოდებით იგი მე-15-ე საუკუნიდან გვხვდება. პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის წყალგამყოფია არხოტის თავი, რომელზედაც გადადის არხოტ-როშკის გადასასვლელი ბილიკი. არხოტელები მას როშკის ბილიკს უწოდებენ, ხოლო როშკელები არხოტისას. არხოტის ხეობა მაღალმთიანი მყინვარწვერებით არის შემოსაზღვრული რომელთა სიმაღლე 3000-4000 მეტრს აღწევს.
ჰავა ხევსურეთის ხეობებში არაერთგვაროვანია აქ მთელი წლის მანძილზე ცივი ამინდებია ზამთარი განსაკუთრებულად მკაცრი, თოვლიანი ტემპერატურა -18°C გრადუსამდეა, ზაფხული კი მოკლე და გრილი.ზამთარიში ხევსურეთი გარესამყაროს იყო მოწყვეტილი.
ხევსურეთის ტყეები ძირითადად ფოთლოვანია, მის კლდეებსა და ტყეებში ბუდობს უამრავი სახეობის ფრინველი და ნადირი. მდინარეში უხვად გვხვდება კალმახი.
აბუდელაურის სამი ფერადი მყინვარული წარმოშობის ტბა – მწვანე, თეთრი და ლურჯი. მწვანე და ლურჯი თითქმის გვერდიგვერდ მდებარეობს ხოლო თეთრი ტბა ცოტა მოშორებით, ჭაუხის მასივის ძირში და უფრო რთული მისასვლელია. საუკეთესო დრო ამ ტბების სანახავად არის ივნისი და ივლისი. შატილი,მუცო, არდოტი, ხახაბო შუასაუკუნეების დროინდელი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობებია.
შატილი ციხე-სოფელი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ისტორიული ძეგლია და 60 კოშკამდე შედგება. კოშკები ვიწრო გადასასვლელებით უკავშირდება ერთმანეთს. შატილი გამორჩეულია თავისი არქიტექტურით და ამჟამად იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ ნუსხაშია შეტანილი.
მუცო – ისევე როგორც შატილი ციხე-სოფელია.
ხევსურეთი ისტორიულად თემებად იყოფოდა და მათ ხევისბერები განაგებდნენ. ხევსურთა სარწმუნოება ძირითადად სინკრეტული ხასიათისა იყო, რომელშიც შერწყმულია ქრისტიანობამდელი და ქრისტიანული ელემენტები. აქ არ იყო არც ერთი ქრისტიანული ტაძარი, მაგრამ ყველა თავს ქრისტიანად მიიჩნევდა. ყველაზე ძლიერ სალოცავად „გუდანის ჯვარი „მიიჩნეოდა. სახალხო რიტუალებს, ღვთის-მსახურებას ადგილობრივი ხუცესები ასრულებდნენ. კიდევ ერთი თავისებურება ახასიათებდა ხევსურეთს; „რჯულიან-ურჯულოთა“ სალოცავები, სალოცავები რომლებიც ურჯულოებსაც მფარველობდნენ, იქ ურჯულოებსაც შეეძლოთ ლოცვა. თიბვის დაწყებასაც თავისი წესი ჰქონდა თიბვა სამშაბათ დღეს უნდა დაწყებულიყო. თიბვის დაწყებამდე შაბათს ან კვირას იდღეობებდნენ ამ დღეს იკვლებოდა საკლავი, იხარშებოდა ლუდი, აცხობდნენ გულიან ქადებს და მხოლოდ მამაკაცები ილხენდნენ. კალოობის შემდეგ კლავდნენ საკლავს ხდიდნენ არაყს, აცხობდნენ 9 კვერს, აანთებდნენ სანთლებს და ხატებს შესთხოვდნენ მოსავლის მშვიდობით აღებას და დაბინავებას.
ხევსურეთი გამოირჩეოდა სტუმარ-მასპინძლობის დიდი ტრადიციებით, იყო ძმადნაფიცობა. დაძმობილების რიტუალი ითვალისწინებდა ერთი სასმელიდან არყის შესმას, რომელშიც ვერცხლი იყო ჩაფხვნილი. ხევსურები ბავშვებს გმირულ და ვაჟკაცურ სულს უნერგავდნენ. ისინი ხომ მუდმივად მზად იყვნენ გარეშე მტერთან დასახვედრად. ათი წლის ბიჭებს რთულ საბრძოლო ილეთებს ასწვლიდნენ ავარჯიშებდნენ ფარიკაობაში, მშვილდოსნობაში სწავლობდნენ ორ თაბრძოლას, მხედრობას. გოგონები ადრიდანვე სწავლობდნენ ქსოვას და ხელსაქმესთან ერთად ყველანაირ საოჯახო საქმეს.
ხევსურეთი ორიგინალური იყო ხევსურული სახლით. კოშკები ორი ტიპის იყო ოთხწახნაგოვანი კოშკი ჰორიზონტალური სახურავით და ოთხწახნაგოვანი კოშკი გვირგვინისებური სახურავით.
სამოსი ორიგინალური ჯვრებით და სხვადასხვა სიმბოლოებით გამოსახული, განსხვავებული მასალით და თარგით ლამაზი ორნამენტებით.
ქალები ატარებდნენ თავსაბურავს რომელიც შედგებოდა ნაქარგი რგოლისაგან მას ქალები თავშალზე იხურავდნენ. ვერცხლის ქამარი და სამკაულები ამშვენებდაქალის სამოსს. მამაკაცების სამოსიც მოქარგული იყო, “სამხრე“ ჭრელი პერანგი და „საგულე“ ახალუხი ასევე ვერცხლის ქამარ-ხანჯალი, ნაქსოვი წინდები, ტყავის ქალამნები და ნაბდის ქუდი.
ხევსურეთში ხალხურ ზეპირსიტყვიერებას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, კაფიაობა {მილექსება} ეს არის ექსპრომტული გაშაირება ორ მოლაპარაკე პირს ან ჯგუფს შორის. სიმღერები სევდიანი საკრავებიდან ფანდური იყო გავრცელებული, რომელსაც საცხოვრისში საპატიო ადგილი ეკავა.
დღევანდელ ხევსურეთში იმართება საფეხმავლო, სცხენოსნო, კულტურული ტურები, რომლებიც ტურისტებზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებს ახდენს.












