ლაკვა სოფელი
გალილეო კოტეჯები

წარმოიდგინეთ დილა, რომელიც კავკასიონის ხედით, სრულ სიმშვიდეში და ლაგოდეხის ტყით შემორტყმულ გარემოში იწყება.
ეს არის „სოფელი ლაკვა“ – ადგილი, სადაც ტრადიციული ქართული ოდა სახლის არქიტექტურა თანამედროვე კომფორტთან ბუნებრივად ერთიანდება. პროექტის მთავარი ინსპირაცია სწორედ ოდა სახლია – ქართული სოფლის ავთენტური არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფორმა.
ამ იდეის თანამედროვე ინტერპრეტაციით შექმნილი კოტეჯები ინარჩუნებს იმავე პრინციპებს – სიმარტივეს და ბუნებასთან სიახლოვეს.
სოფელი ლაკვა სტუმრებს სთავაზობს სივრცეს, სადაც შეგიძლია გამოეთიშო ყოველდღიურობას და დროში კომფორტულად იმოგზაურო.
აბასთუმანი, ზღვის დონიდან დაახლოებით 1,300 მეტრზე მდებარე კურორტი, უკვე ათწლეულებია ცნობილია თავისი გამორჩეულად სუფთა ჰაერითა და სამკურნალო კლიმატით.
სწორედ ასეთ გარემოშია განლაგებული „გალილეოს კოტეჯები“ – აბასთუმნის ტყის სიღრმეში, ობსერვატორიის სიახლოვეს, სადაც ღამე ერთგვარ გამოცდილებად იქცევა.
პროექტი მეგობრობისა და ბავშვობის საერთო ინტერესიდან იღებს სათავესიდეიდან, რომელიც ტყეში აშენებული პატარა ქოხებიდან დაიწყო და დღეს სრულფასოვან სივრცედ ჩამოყალიბდა. ეს კავშირი გარემოსთან აქ დღემდე იგრძნობა: კოტეჯები ტყეშია ჩაფლული, თუმცა კომფორტი სრულად შენარჩუნებულია. ფართო აივნები, ღია აუზი და ღამის ცაზე ტელესკოპებით დაკვირვების შესაძლებლობა ქმნის სივრცეს, სადაც გარემო ბუნებრივად ხდება გამოცდილების ნაწილი.
დღისით სივრცე მშვიდია, სუფთა ჰაერი ერთგვაროვან რიტმს ქმნის. საღამოს კი აქ ყველაფერი იცვლება: ვარსკვლავების სიმკვეთრე და ცის სიღრმე გარემოს უფრო მასშტაბურს ხდის.


