ქართლის დედა

ქართველი ქალის ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ოც მეტრიანი ქალის ქანდაკება, რომელსაც მარჯვენა ხელში მახვილი, მარცხენაში კი ღვინის თასი უჭირავს თბილისის გამორჩეული სიმბოლური მონუმენტია.
ქართლის დედა ქართველი ხალხის ტრადიციებს და სტუმართმოყვერეობას გვახსენებს, მოყვარეს ღვინით, ხოლო მტერს ხანჯლით ხვდება.
ქანდაკება 1958 წელს თბილისის ათასხუთასი წლის დაარსების აღსანიშნავად შეიქმნა. მისი ავტორია ქართველი მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი. თავდაპირველად მონუმენტი ხისგან იყო დამზადებული, 1963 წელს კი ალუმინით დაიფარა დაზიანებისგან დასაცავად.
1997 წელს დედაქალაქს ორი დღის განმავლობაში ორი ქართლის დედაც კი ჰყოლია… როდესაც ხისგან დამზადებული დროებითი ქანდაკება, ალუმინის უფრო მდგრადი კონსტრუქციით ჩაანაცვლეს.
დღეს ქართლის დედა თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა, ქანდაკების ძირში იშლება ხედი მთელ თბილისზე. სწორედ ამიტომ ეს ადგილი სავსეა ტურისტებით.
ადამიანები მოდიან, რომ დატკბნენ ხედით, გადაიღონ ფოტოები, აქედან ხომ თბილისის მთლიანი პანორამა იშლება: მტკვრის ხეობა, თბილისური სახლები და ვიწრო ქუჩები, ეს ყველაფერი ქალაქის სიძველისა და მრავალწლიანი წარსულის, მისი კულტურისა და ტრადიციების ნიშანია.
ქართლის დედა მდებარეობს ნარიყალას ციხე-სიმაგრესთნ, გადაჰყურებს ძველ თბილისსა და ბოტანიკურ ბაღს. ეს ადგილი განსაკუთრებით ლამაზია საღამოს, როცა თბილისი განათებულია და ქალაქის პანორამა კიდევ უფრო შთამბეჭდავი ხდება. ქანდაკებასთან მისვლა შესაძლებელია როგორც ფეხით, ასევე საბაგირო გზით, რომელიც მდებარეობს რიყის პარკში და უკავშირდება ნარიყალას.








