მე შურს ვიძიებ სამყაროზე სიყვარულით

სერგო ფარაჯანოვი – კაცი დღესასაწაული, კაცი-სიფერადე, რომელმაც ნაცრისფერ საბჭოთა რეალობაში ბროწეულისფერი სამყარო შექმნა.ის არამარტო იღებდა ფილმებს, არამედ თავად იყო ხელოვნების ნიმუში, – რომლისთვისაც თბილისური ეზოების ხმაური, ძველი ხალიჩების სურნელი და ყოველი ნაპოვნი ნივთი ჯადოსნურ კოლაჟად იქცეოდა.
მისი ფერადი სამყარო თბილისში, კოტე მესხის ქუჩაზე დაიბადა. ძველი თბილისური ეზო, სადაც სხვადასხვა ენისა და კულტურის ნაზავი ისმოდა,ფარაჯანოვისთვის პირველი კინოეკრანი გახდა. მამამისი ანტიკვარიატით ვაჭრობდა, ამიტომ სერგო ბავშვობიდანვე ძვირფასი ნივთების, ხალიჩებისა და მინიატურების გარემოცვაში გაიზარდა. სწორედ აქედან მოდის მისი განსაკუთრებული სიყვარული ნივთების მიმართმისთვის უბრალო ნაჭერიც კი ისტორიას ყვებოდა.
თბილისიდან მოსკოვში, კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე წასულმა ფარაჯანოვმა თან წაიღო ეს კავკასიური მრავალფეროვნება.თუმცა მისი ნამდვილი აღიარება უკრაინაში დაწყებულ შემოქმედებას უკავ შირდება.სწორედ იქ გადაიღო „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები“, რომელმაც მსოფლიო განაცვიფრა. თუმცა მისი შემოქმედების მწვერვალი მაინც „ბროწეულის ფერი“ გახდა-ფილმი, რომელიც უფრო ცოცხალ ხატწერას ჰგავს, ვიდრე კინოს. დღეს, როცა მის კადრებს ვუყურებთ, ვხვდებით: ფარაჯანოვი არ იყო მხოლოდ რეჟისორი, ის იყო ჯადოქარი, რომელმაც ნაცრისფერი ყოველდღიურობა მარადიულ დღესასწაულად აქცია.
თუმცა, ფარაჯანოვის თავისუფალი სული რეჟიმისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. წლების განმავლობაში ის ციხის გისოსებს მიღმა აღმოჩნდა, სადაც მას კინოკამე რა წაართვეს, მაგრამ ფანტაზია ვერა, იქ, სადაც სხვები ნებდებოდნენ, სერგომ ნაგვისგან, ძველი ნაჭრებისა და მავთულებისგან საოცარი კოლაჟების კეთება დაიწყო.
ეს ვიზუალური ესთეტიკა გახდა მისი შემოქმედების მთა ვარი ღერძი. მისი შედევრი „ბროწეულის ფერი“ კინოს ისტორიაში შევიდა, როგორც „ცოცხალი ფერწერა“. ამ ფილმში მან თავის მუზასა და მეგობარს, სოფიკო ჭიაუ რელს, ექვსი სხვადასხვა როლი ათამაშა-კაცისაც და ქალისაც, რითაც დაამტკიცა, რომ ნამდვილი სილამაზე უნივერსალურია.
დღეს სერგო ფარაჯანოვის სამყარო ერევანში, მის სახ ლ-მუზეუმში აგრძელებს სიცოცხლეს, რომელიც მისი ფანტაზიის ნამდვილი მუზეუმია. იქ ყო ველი ნივთი, ყოველი კოლაჟი და თოჯინა ისევ ისე“ სუნთქავს“, როგორც თავად რეჟისორი. ის დარჩა კა ცად, რომელმაც დაამტკიცა, რომ ხელოვნება ყველგა ნაა - ბაზრის ხმაურში, ძველ ხალიჩაში თუ თეთრ ტი ლოზე დაღვრილ ბროწეულის წვენში.
დღეს, როცა მის კადრებს ვუყურებთ, ვხვდებით: ფარა ჯანოვი არ იყო მხოლოდ კინორეჟისორი. ის იყო ჯა დოქარი, რომელმაც ნაცრისფერი ყოველდღიურობა მარადიულ დღესასწაულად აქცია.










