მოგზაურობა ნელი რიტმით – ქართული გამოცემა
„ზღვარი“

არსებობს ადგილები, რომლებსაც უბრალოდ სტუმრობ და ადგილები, რომლებიც თავისი ავთენტურობით დაუვიწყარ გამოცდილებად იქცევა.
მოგზაურობა ნელი რიტმით სწორედ ამ ფილოსოფიას გამოხატავს: მოგზაურობა, რომელიც გვაკავშირებს ისეთ ადგილებთან, სადაც დრო ნელა გადის და გამოცდილება მოგზაურობის დასრულების შემდეგაც დიდხანს გრძელდება.
საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, სულ უფრო აქტუალური ხდება კონცეპტუალური დასვენება – სადაც გარემოს ავთენტურობა, ბუნებასთან ჰარმონია და კომფორტი ერთ მთლიანობად ერთიანდება.
ამ ფილოსოფიით შთაგონებული, გთავაზობთ სამ განსაკუთრებულ ადგილს საქართველოში.
ᲙᲣᲠᲐᲢᲝᲠᲘ: ᲛᲐᲠᲘ ᲯᲝᲑᲐᲕᲐ, “SLOW CONCEPT TRAVEL”-ᲘᲡ ᲓᲐᲛᲤᲣᲫᲜᲔᲑᲔᲚᲘ რაჭა იმ ადგილებს შორისაა, სადაც ბუნება თავის წესებს თავად გკარნახობს და დრო ნელა მიედინება.
გიზიარებთ „ზღვარის“ სამ კოტეჯს, რომლებიც ხელოვნურად შექმნილი ტბის გარშემოა განლაგებული და რაჭის მთებს გადაჰყურებს. აქ დრო თითქოს სხვა რიტმით მიედინება: დილა ტბის ირგვლივ ჩამოწოლილი ნისლით იწყება, დღისით სიჩუმე ბუნებრივ ფონს ქმნის, საღამოს კი გარემო კიდევ უფრო მშვიდი და ჰარმონიული ხდება.
თითოეული კოტეჯის ექსტერიერი გარემოს ისე ერწყმის, თითქოს ამ ადგილს ყოველთვის ეკუთვნოდა, ხოლო მინიმალისტური ინტერიერი საშუალებას გაძლევს, ბუნებრივად და კომფორტულად დარჩე იმ გარემოში, სადაც ხარ.




